კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ოქროს კენკრის სამკურნალო თვისებები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ხალხურ და თანამედროვე მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება ქაცვის ნაყოფის როგორც წვენი და რბილობი, ასევე ზეთი. მცენარე აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს ანტიბიოტიკური თვისება. უჯერი ცხიმმჟავების, ცხიმის გამხსნელი ვიტამინების (A, K, D, E), ფოსფოლიპიდებისა და სტერინების წყალობით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
ხალხური მედიცინა ქაცვის ზეთს ხმარობს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისთვის. ქაცვისა და კრაზანის ზეთის ნარევით მკურნალობდნენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ნაწლავის ქრონიკულ ენტეროკოლიტსა და ჰემოროის. ამ დაავადებების დროს რეკომენდებულია ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი ზეთის მიღება. ასევე, სასარგებლოა ქაცვის სანთლები.
ქაცვის ზეთის მიღების წესები ბუასილისა და სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს: საჭიროა დღეში რამდენჯერმე ზეთის შინაგანი მიღება. ბოლო დალევა კი აუცილებლად ძილის წინ უნდა იყოს. პარალელურად, უნდა გაიკეთოთ მიკროოყნები, ზეთით გაჟღენთილი ტამპონები, ან ქაცვის ზეთის სანთლები.
კარგად გაჟღენთილი ქაცვის ზეთით ტამპონები შეჰყავთ საშოში, ტოვებენ 16–24 საათის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მოიცავს 8–12 პროცედურას.
ამ ზეთით მკურნალობა არ შეიძლება ქოლეცისტიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის, დიარეის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.
ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნების მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად – თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, მთელი კურსის განმავლობაში და მისი დამთავრების შემდეგაც, 2-3 კვირის განმავლობაში.
ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ, ამზადებენ შემდეგნაირად: 3 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით 0,5 ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი (ნატურალური) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი, 2-3 ჭიქა დღეში (უმჯობესია, უზმოზე).
ტოტებისა და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები. დაასხით 0,5 ლიტრი ცივი წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება. 2 სადილის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-4 საათით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მილილიტრი 2-ჯერ დღეში, ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე, შეიზილეთ თავის კანში საღამოს, ყოველდღიურად.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი, 3-4 დღის განმავლობაში ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ქაცვის ზეთში, მის მიღებამდე გაურიეთ 1/4 ჭიქა. 2-პროცენტიანი სოდის ხსნარი, კარგად შეანჯღრიეთ და ისე დალიეთ. სისტემატური გამოყენებისას მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.
ქაცვის ზეთი შეიძლება, წაისვათ დამწვარ კანზე.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს სასარგებლოა ზეთში დასველებული ბამბის ტამპონების გამოყენება დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს. მკურნალობის კურსია 10-15 პროცედურა.
ქაცვის ზეთი შეიძლება, შეურიოთ სხვა კომპონენტებს, მაგალითად, მცენარეულ ზეთს, ღორისა და ქათმის ქონს, ხილისა და ბოსტნეულის ფაფებს (ოხრახუში, მსხალი), ბოსტნეულის წვენებს (კიტრი, სტაფილო და ჭარხალი).
კანის დაავადებებისას შეურიეთ ქაცვის ზეთი და ღორის მუცლის ქონი (1:10) და წაისვით.
ქაცვის ზეთი შედის ბევრ ანთებსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ პრეპარატში, რაც გამოიყენება რბილი ქსოვილების აღდგენისთვის, გასტროენტეროლოგიაში, გინეკოლოგიაში, პროქტოლოგიასა და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ქაცვის ზეთი რეკორდსმენია კაროტინოიდების შემცველობით. ის აუცილებელია თვალის ნორმალური ფუნქიონირებისთვის. ზეაქსანტინსა და კვერცეტინს აქვს თვისება, დაგროვდეს თვალის ქსოვილებში და დაიცვას თვალი თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. რეგულარული მიღებისას ქაცვის ზეთი კატარაქტის, გლაუკომის, დიაბეტური რეთინოპათიისა და მასკულოდისტროფიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ამავე დროს ზეთი წარმატებით გამოიყენება თვალის ისეთი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში, როგორიცაა: კონიუნქტივიტი, რქოვანას ტრავმული დაზიანებები, თვალის სხივური დამწვრობითი დაზიანებები, კერატიტები და ტრაქომა.
ორგანიზმის მოსაძლიერებლად და ძალების აღსადგენად, კარგია ქაცვისგან მომზადებული სასმელები.
გთავაზობთ სამ რეცეპტს:
. დაჭერით 5 ვაშლი, ჩაყარეთ 4 ჭიქა ადუღებულ წყალში, 2 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. გახეხეთ და გაწურეთ 2 სტაფილო და წვენი ვაშლის ნახარშს შეურიეთ, ბოლოს კი 2-3 სადილის კოვზი. ქაცვის წვენიც დაუმატეთ.  
. აიღეთ 3 სადილის კოვზი გამომშრალი ასკილის ნაყოფი და 1 სადილის კოვზი მოცვი, დაასხით 5 ჭიქა მდუღარე წყალი და 20-30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ 4 სადილის კოვზი ქაცვის წვენი და 3 სადილის კოვზი თაფლი. კარგად მოურიეთ, გააგრილეთ და დალიეთ.
. ქაცვის ნაყოფი ფენა-ფენად მოათავსეთ მინის ჭურჭელში და ფენებშორის მოაყარეთ  შაქარი (შეფარდებით 1:1). ქილა მუქი უნდა იყოს –  სინათლის ზემოქმედებით ვიტამინები იშლება. ასე დაშაქრული ქაცვი დიდხანს ინახება. შაქრით გაჯერებული წვენი და რბილობი წყლით განაზავეთ და ისე მიირთვით. შეგიძლიათ, კისელიც მოამზადოთ. გამოყენების შემდეგ ქაცვს ხელახლა მოაყარეთ შაქარი და ისე შეინახეთ.
ჩვილ ბავშვებს გამოყელვისას დაზიანებულ ადგილზე  წაუსვით ზეთი  ან დაადეთ კომპრესი. ქაცვის ზეთი კარგად ებრძვის  რძიანას. გარეგანი გამოყენებისას სწრაფად აღდგება ლორწოვანი გარსი. რეგულარულად წაუსვით ბავშვებს ის პირის ღრუსა და ღრძილებზე კბილების ამოჭრის პერიოდში. ეს პროცედურა ნაწილობრვ ხსნის ტკივილსა და ქავილს. იცავს პირის ღრუს ანთებისგან. გარდა ამისა, ქაცვის ზეთის მიღება ნაჩვენებია რადიოაქტიური რაიონების მცხოვრებთათვის, რადგან ეს ზეთი ხელს უწყობს რადიონუკლიდების გამოყოფას ორგანიზმიდან.
ქაცვის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება. ქაცვის ზეთის მოსამზადებლად გაჭყლეტილ, წვენგამოწურულ მასას დაასხით ასეთივე რაოდენობით მზესუმზირის რაფინირებული ზეთი (უმჯობესია, ზეითუნის). ნარევი შედგით აირღუმელში წყლის აბაზანაზე და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურაზე. უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები იშლება და მიღებულ ზეთს სამკურნალო თვისებები ეკარგება. შემდეგ შეგრილებული ნარევი გაწურეთ. თუ გინდათ  უფრო დიდი პროცენტული შემადგენლობის ქაცვის ზეთი მიიღოთ, წვენგამოწურულ ახალ მასას დაასხით უკვე მიღებული ქაცვის ზეთი და იგივე პროცედურა გაიმეორეთ. ორ-სამჯერადი გამეორებით, მაღალი ხარისხის ქაცვის ზეთი მიიღება. შეინახეთ გრილ ადგილას, ბოთლებში. ერთი კვირის შემდეგ ზეთი გაფილტრეთ.

კალიზია, მცენარე, რომლის საოცარი თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის

კალიზია, ანუ ოქროს ულვაში ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტი. ულვაშების წვენი დიდი
რაოდენობით ქრომს შეიცავს, რომელიც ნახშირწყლების ათვისებას უწყობს ხელს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
თავის მხრივ, ორგანიზმში ქრომის ნაკლებობამ, შეიძლება, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები გამოიწვიოს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება შეაფერხოს და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას მისცეს ბიძგი.
მცენარის წვენი, ასევე შეიცავს სპილენძსა და გოგირდს. გოგირდი ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, ასუფთავებს სისხლს და ანელებს დაბერების პროცესს. სპილენძს კი უდიდესი როლი აქვს ორგანიზმისთვის. ის ხელს უწყობს უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებას, არეგულირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
ოქროს ულვაში ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას.
ოქროს ულვაშის მოხმარების სპექტრი ძალიან ფართოა. ის გამოიყენება შემდეგი ორგანოებისა და დაავადებების სამკურნალოდ:
* კუჭი და ნაწლავები
* სისხლმბადი ორგანოები (ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, თიმუსი, ღვიძლი)
* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
* შაქრიანი დიაბეტი
* ჭარბი წონა
* სახსრები და ხერხემალი
და ბევრი სხვა.
ნაყენს, ჩვეულებრივ, მცენარის ულვაშით ამზადებენ, რომელსაც ნაწილებად ჭრიან და არაყს ასხამენ.
ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 15 სახსარი და 0, 5 ლიტრი არაყი.
მოათავსეთ ეს ინგრედიენტები მინის ქილაში, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და 2 კვირის განმავლობაში, ბნელ, გრილ ადგილზე დადგით და ყოველდღე, დღეში ერთხელ, შეანჯღრიეთ ქილა. როდესაც ნაყენი მზად იქნება, გაფილტრეთ.
მიიღეთ წყლით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
რაც შეეხება დოზირებას, რამდენიმე ვარიანტი არსებობს და აქ 2 მათგანს წარმოგიდგენთ: ნაყენის გამოყენების პირველი წესი: პირველი დღე – 10 წვეთი ჩაამატეთ 0, 5 ჭიქა წყალში; მეორე დღე – 11 წვეთი; მესამე დღე – 12 წვეთი და ასე შემდეგ. მთელი თვის განმავლობაში, თითო წვეთი დაუმატეთ. შემდეგ, პირიქით, თითო წვეთი მოაკელით ყოველდღე, ვიდრე 10 წვეთამდე არ დახვალთ. ანუ, ეს იქნება მკურნალობის ორთვიანი კურსი. შემდეგ კი, მდგომარეობის მიხედვით, თუ საჭირო იქნება მკურნალობის გაგრძელება, ერთი თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
მეორე ხერხი – შეგიძლიათ, მკურნალობა პირდაპირ 30 წვეთით დაიწყოთ (+ 0,5 წყალი). ამ შემთხვევაში, ნაყენი დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
ეს ნაყენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოქონდროზის, მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების, თრომბოფლებიტის (ვენის კედლების ანთება), ფილტვების დაავადებებისა და სისხლის დაავადებების დროს.
განსაკუთრებით ეფექტურია სახსრების მკურნალობის მეთოდი, რადგან ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ამ შემთხვევაში, ნაყენი გარეგანი მოხმარებისთვისაც გამოიყენება. მაგრამ, ასეთი ნაყენის მოსამზადებლად, მცენარის ულვაშის 25 სახსარი და 1, 5 ლიტრი არაყია საჭირო. მომზადების წესი იგივეა. ამ ნაყენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს და კომპრესებს იკეთებენ. მალამოს მოსამზადებლად მცენარის წვენი გამოიყენება, რომელსაც მისი ფოთლების და ღეროს გამოწურვის შედეგად იღებენ. წვენის მისაღებად მცენარე წვრილად დაჭერით და გამოწურეთ. მალამოს მოსამზადებლად კი, მიღებული სითხე, რომელიმე საფუძველს, მაგალითად, ბავშვის კრემს შეურიეთ, პროპორციით – 1:3.  ოქროს ულვაშის მალამო ეგზემის, ტროფიკული წყლულისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
ნახარშის მომზადებისას, მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება. უფრო ხშირად კი ფოთლებისგან ამზადებენ.
1 ლიტრი ნახარშის მოსამზადებლად, 1 დიდი ფოთოლია საჭირო.
დაჭერით ფოთოლი წვრილად, მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დაახურეთ სახურავი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი. დააყოვნეთ 30 წუთი, გაფილტრეთ და როდესაც გაცივდება, მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, 20-30 წუთით ადრე, ჭამამდე. ნახარშის მიღება რეკომენდებულია 2 კვირის განმავლობაში, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს და ძლიერი სურდოს შემთხვევაში.
 ოქროს ულვაში ძლიერმოქმედი საშუალებაა  და ამიტომ, მის საფუძველზე მომზადებული პრეპარატების მიღებისას, ზემოთ მოცემული წესების და დოზების დაცვა აუცილებელია.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის 18 წლამდე, ოქროს ულვაშით მკურნალობა კატეგორიულად იკრძალება.
ასევე, არ შეიძლება ამ მცენარის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების გამოყენება თირკმელებით დაავადებისა და პროსტატის ადენომის არსებობის შემთხვევაში.
მცენარით მკურნალობის დაწყების წინ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ქრონიკულია და მედიკამენტებს იღებთ.
გაითვალისწინეთ, მცენარის წანაზარდს ანუ ულვაშს, სამკურნალო თვისებები იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის ზრდასრული მცენარიდან არის მოჭრილი (ზრდასრულ მცენარეს ულვაშის სახსრები იასამნისფერი აქვს). რაც შეეხება ფოთლებს, ის ნებისმიერ ასაკში, ერთნაირად სასარგებლოა.скачать dle 11.3