კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მაქვს ისეთი ცოდვები, რომლებსაც მოძღვარს ვერ ვუმხელ, მეუხერხულება. როგორ დავძლიო ეს მდგომარეობა?
პასუხი:
ნებისმიერი ცოდვა უნდა მოინანიოთ აღსარებაში. მოძღვარი იმისთვის მოგივლინათ უფალმა, რომ მასთან ყოველი ცოდვა მოინანიოთ. ცოდვა დანაშაულთან შეკვრა და სიმძიმეა. თუკი აღსარებაში არ იტყვით, როგორ გათავისუფლდებით მისგან?! ყოველი ადამიანი სცოდავს. აღსარება კი იმიტომ კი არ დაგვიწესა უფალმა, რომ ლამაზი სიტყვები და საქმეები წარმოვაჩინოთ, არამედ აღსარების დროს ცოდვებს ვებრძვით, ვაღიარებთ და მათგან ვთავისუფლდებით. ჩვენს ცოდვებს ისედაც ხედავს უფალი, მაგრამ მას სურს, რომ თავმდაბლობითა და სინანულით ვაღიაროთ ისინი.
კითხვა: ჩემი 20 წლის შვილი მეუბნება, რომ ქორწინება სისულელეა და ბავშვს ისედაც გააჩენს, თუ მოისურვებს. როდესაც ვუხსნი, რომ ეს დიდი ცოდვაა, მეუბნება: ამის შესახებ ღმერთი არსად მიგვითითებსო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი
: თქვენმა შვილმა, უბრალოდ, არ იცის და არც უნდა, რომ იცოდეს, თორემ წმიდა წერილიც და მამათა თხზულებებიც იმაზე მიგვითითებს, რომ ქორწინებამდელი სქესობრივი ურთიერთობა ცოდვაა, რომელსაც სახელად მრუშობა ჰქვია. უფლის ათ მცნებაში ერთ-ერთი ხომ სწორედ ეს გახლავთ: „არა იმრუშო“.
კითხვა: რამდენიმე წელია, რაც ჩემი ნათლია უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. მასთან კონტაქტი აღარ მაქვს. როგორ მოვიქცე, ვინ იზრუნებს ჩემს სულიერ ცხოვრებაზე?
პასუხი
: ნათლიის მოვალეობაა, თქვენი ჭეშმარიტების გზაზე დაყენება და იმაზე ზრუნვა, რომ უფალს არ დაშორდეთ. ამის გაკეთება თქვენს მშობლებსა და ახლობლებსაც შეუძლიათ. ასევე, ამაზე თქვენი მოძღვარი იზრუნებს. შესაძლოა, თქვენი ნათლია განსაცდელშია, ამიტომ ილოცეთ მისთვის.
კითხვა: ამბობენ, რომ შეყვარებულები ტაძარში ერთად არ უნდა შევიდნენ, თორემ დაშორდებიანო. რომდენად შეეფერება ეს სიმართლეს?
პასუხი:
ეს ცრურწმენაა. პირიქით, შეყვარებული წყვილის ტაძარში ერთად ყოფნა განამტკიცებს მათ ერთობას, მადლი გადმოვა მათზე და ქრისტიანული ოჯახის შექმნისკენ უბიძგებს.
კითხვა: როდესაც ჩემი შვილი პატარა იყო, მისი ავადმყოფობის დროს ღმერთს ვთხოვე, ოღონდ გამომიჯანმრთელე და ჩემს ყველაზე საყვარელ საჭმელს აღარასდროს შევჭამ-მეთქი. ბავშვი გამოჯანმრთელდა და მას შემდეგ, 15 წელია, მართლაც არ მიჭამია ის საჭმელი. გთხოვთ განმიმარტოთ, აქვს თუ არა რამე მნიშვნელობა ასეთ დანაპირებს?
პასუხი:
მომავალში, როდესაც რაიმე თხოვნა კეთილად აგისრულდებათ, გადაიხადეთ სამადლობელი პარაკლისი. თქვენს შემთხვევაში კი, რადგან პირობა დადეთ, უნდა შეასრულოთ კიდეც.
კითხვა: როდესაც ოჯახის წევრის, მაგალითად, შვილის დაბადების დღე ემთხვევა რომელიმე დიდ საეკლესიო დღესასწაულს, ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება მისი აღნიშვნა?
პასუხი:
ასეთ დღეებში ისედაც სუფევს სადღესასწაულო განწყობა და შეგიძლიათ, დაამთხვიოთ თქვენი საოჯახო დღესასწაულიც. ამაზე შეზღუდვა არ გაქვთ.скачать dle 11.3