კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რას და როდის იმახსოვრებს ფული და რატომ არ უნდა დახარჯოთ ხელფასი აღებისთანავე

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი


არსებობს ფულის მაგია, ანუ ის, რითაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. როგორ მოვიზიდოთ სახლში დოვლათი? ან, როგორ ავიცილოთ მატერიალური დანაკარგი? – ეს კითხვები აწუხებს კაცობრიობის უმრავლესობას... ამავე დროს, ყველამ იცის ანდაზა: ფულს დათვლა უყვარსო. თუმცა, სანამ დათვლი, ხომ უნდა გქონდეს და რომ გქონდეს, უნდა შეიყვაროო, – გვკარნახობს წინაპართა გამოცდილება და სწორედ ის ფულის მაგია, რაც სათავეში უკვე ვახსენეთ. ამიტომ, უფულობის გამო, სახლში ნეგატივმა რომ არ დაისადგუროს და სიმწრით აწყობილ ოჯახში სკანდალებმა არ იჩინოს თავი, მივსდიოთ მათ რჩევას: დავიცვათ შესაბამის წესები, აკრძალვები, ჩავატაროთ რიტუალები... და თუ, როგორ? – ამას ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ბატონი დიმიტრი აგვიხსნის.
– ხშირად გამიგია, რომ ჩივიან: უფულობის გამო, ვერ ვახერხებ საკუთარი თავის სრულყოფილ რეალიზებასო...
– მართალია და ამას ყველა ძალიან განიცდის, რაც თავისთავად, ზრდის ნეგატივს. ამიტომაცაა, რომ დაბალშემოსავლიანი ოჯახი უფრო ადვილად ხდება ავადმყოფობის მსხვერპლი. უფულობის გამო გახშირებულია განქორწინებაც. ეს ყველაფერი კი ხრწნას, მორალურ დაცემას უწყობს ხელს და საბოლოოდ, ვიღებთ ფენას, საზოგადოების ნარჩენებად რომ მოიხსენიებენ ხოლმე. ფულის გარეშე შეუძლებელია, პიროვნული თავისუფლების მიღწევა, სურვილებისა და მიზნების მაქსიმალურად ასრულება. ფულის ენერგია სახლში იზიდავს ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და ოჯახურ კეთილდღეობას.
– და, რაც ჩამოთვალეთ, ყველა ეს სიკეთე რომ მივიღოთ, ამაში მხოლოდ ფულის სიყვარული დაგვეხმარება?
– მოგეხსენებათ, ყველა ნივთს, რაც ჩვენ გარშემოა, მეხსიერება აქვს. ასევეა, ფულიც – იმახსოვრებს მისდამი ფაქიზ და კეთილ დამოკიდებულებას და აუცილებლად უკანვე უბრუნდებს მას, ვინც ასე მოექცა. ამიტომ, ყურადღებით იყავით და დაიმახსოვრეთ, რომ: არ შეიძლება, ფული დახიოთ, დაჭმუჭნოთ ან უდიერად მოეპყრათ მას. კუპიურები აკურატულად დააწყვეთ სატიტულო მხრით ზევით და ყოველთვის განსაზღვრულ ადგილას შეინახეთ. არ გაასესხოთ, არ დაიანგარიშოთ და არც კი დაითვალოთ, მზის ჩასვლის შემდეგ. ფულმა უნდა დაისვენოს. გამომუშავებულ ფულს აღებისთანავე ნუ დახარჯავთ. ხელფასმა სახლში ღამე უნდა გაათიოს. ფულს სისუფთავე და წესრიგი უყვარს, ამიტომ სათუთად მოექეცით. მსხვილი კუპიურები, სასურველია, წვრილისგან განცალკევებით შეინახოთ. კუპიურები ერთმანეთში არ აურიოთ – ფული ფულთან მიდის და ერთი სახის კუპიურა სხვა ფულსაც მოიზიდავს სახლში. ასე დახარისხებული თანხა მთელი კვირა უნდა იდოს სახლში და მერე, რაზეც გინდათ დახარჯეთ, ის მაინც უკან დაგიბრუნდებათ.
– გამიგია, საფულე ცარიელი არასდროს უნდა დატოვოო...
– ფული ისე არასდროს დახარჯოთ, რომ საფულეში ხურდა მაინც არ დაიტოვოთ. საფულე არასდროს დააცარიელოთ ბოლომდე. თუ გინდათ, რომ სახლში ფული არ გამოილიოს, მონარჩენი ხურდა, უმჯობესია, წინასწარ მომზადებულ თიხის ქოთანში შეინახოთ. თან, აუცილებლად განაცალკევეთ ვერცხლისფერი მონეტები ყვითლის, ანუ ოქროსფერისგან და ცალ-ცალკე ქოთნებში მოათავსეთ. მისი დახარჯვა კი, მხოლოდ მას მერე შეგიძლიათ, რაც 100 თეთრს გადააჭარბებს. თანაც, ქოთანში აუცილებლად უნდა დარჩეს ერთი მონეტა მაინც, რომ მასში ისევ დაგროვდეს ფული. ამ შემთხვევაში, თქვენი ფულის ენერგია ისევ მიიზიდავს ახალ ფულს.
– გამომუშავებული თანხის რაოდენობაც საიდუმლოდ უნდა შევინახოთ?
– დიახ, ასეა და იცით, რატომ? ფულს არ უყვარს ხმაური და გამოჩენა. ფულს მშვიდი, მომჭირნე პატრონი ურჩევნია და იმასთან მიდის სახლში, ვის ოჯახშიც სიმშვიდე და წესრიგია. სხვასთან ნუ მოჰყვებით წუწუნს, მიჭირსო. ამით, თავადვე იქმნით ნეგატიურ პროგრამას, რაც უიღბლობისა და დაცინვის მეტს არაფერს მოგიტანთ. სამწუხაროდ, ცხოვრებაში ხშირად არ გვეძლევა საშუალება, დასახულ მიზანს მივაღწიოთ, მაგრამ არის უამრავი ხერხი და რიტუალი იმისთვის, რომ სახლში კეთილდღეობა და მატერიალური დოვლათი მოვიზიდოთ.
– კონკრეტულად, რა უნდა გავაკეთოთ?
– გაეცით მოწყალება ღატაკი, გაჭირვებული ადამიანებისთვის და თან, თქვენთვის, ჩუმად თქვით: „ხელი, რომელიც გასცემს, არ გაღატაკდება”. არსებობს სხვადასხვა რიტული შელოცვებით. მაგალითად, როცა ფული აუცილებლად გჭირდებათ: აიღეთ მწვანე სანთელი, მცენარეული ზეთი და რეჰანის ფხვნილი. დააწერეთ სანთელს სახელი და ზუსტი რაოდენობა თანხისა, რომელიც სასწრაფოდ გჭირდებათ. წაუსვით სანთელს ზეთი და ამოუსვით რეჰანის ფხვნილში. დაანთეთ და თან, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ფული მოდის, ფული იმატებს, ფული მონახავს გზას ჩემი ჯიბისკენ”. ასევეა, რიტუალი „ფულის ქილა”– მოიმარჯვეთ ქაღალდი, საწერ-კალამი, კვადრატული ფორმის ქილა, 7 ცალი მონეტა და დაფნის ფოთოლი. ფურცელზე დაწერეთ თქვენთვის სასურველი თანხა და ჩადეთ ქილაში. შემდეგ, დომინანტი ხელით სათითაოდ ჩააგდეთ მასში შვიდივე მონეტა. მონეტების ერთმანეთზე წკარუნით დაცემისას, წარმოიდგინეთ, როგორ მრავლდება თითოეული მათგანი და ერთობლიობაში, საკმაოდ მსხვილ თანხად გადაიქცევა. თან, გაიმეორეთ შემდეგი სიტყვები: „ბრწყინავს და წკარუნებს მონეტები! სულ უფრო და უფრო მეტი მიგროვდება! საიდანაც არ ველი, იქიდანაც შემოდის და ახლა მთელი თანხა სულ ჩემი მოგებაა!” დაფნის ფოთოლს უკანა მხარეს დააწერეთ თქვნი სახელი და ისიც მაშინვე ჩააგდეთ ქილაში. მჭიდროდ მიახრახნეთ თავსახური ქილას და ისეთ ადგილას დადგით, თქვენ გარდა, არავინ ნახოს. ყოველდღე აუცილებლად დაუმატეთ 1-2 მონეტა მაინც. თან, წარმოიდგინეთ, რომ თქვენკენ ეს ფული სრულიად მოულოდნელი წყაროდან მოედინება. და, როცა დასახულ თანხას სრულად მიიღებთ, ამოიღეთ ქილიდან ქაღალდი, დაფნის ფოთოლი და ჩაფალით მიწაში – თქვენსავე ეზოში ან ოთახის ყვავილის ქოთანში.
– რა თილისმა შეიძლება, ვატაროთ ფულის მოსაზიდად?
– საუკეთესო თილისმად შეიძლება იქცეს, გზაჯვარედინის გარდა, ნებისმიერ გზაზე ნაპოვნი ხურდა ფული, როცა მას 100 თეთრამდე შეაგროვებთ. ოღონდ, თითოეული ნაპოვნი მონეტის აღებისას, თქვით: იღბლისა და ბედნიერების მომტანი იყოსო და სუფთა ცხვირსახოცში შეახვიეთ. სავსემთვარეობისას კი, თორმეტი საათის შემდეგ, ეს ფუთა შემოსასვლელისკენ ისე ისროლეთ, რომ მონეტები იატაკზე გაიფანტოს. სამი დღე-ღამის განმავლობაში, არც დაალაგოთ სახლი და არც მეზობლები შეუშვათ შინ. ამის მერე აკრიფეთ მონეტები და შეინახეთ, როგორც თილისმა.
– როგორ მოვიზიდოთ იმდენი ფული, რომ არასდროს გამოილიოს?
– ფული მუდმივად რომ შემოვიდეს, იმატოს და გამრავლდეს, ამისთვის საჭიროა, ფოთოლცვენის დროს, ვერხვის ტანს შემოაჭდოთ ხელები და ხე ინტენსიურად დაარხიოთ. თან, სამჯერ გაიმეორეთ: „რამდენი ფოთოლიც დაეცა ჩემს ფეხებთან, დაე, ასე ბევრი ფული მქონდეს მეც!” ამის შემდეგ კი დაბრუნდით სახლში. შეგიძლიათ, საფულეზეც ჩაატაროთ შელოცვის რიტუალი. შეიძინეთ ახალი, მწვანე (შეიძლება, ოქროსფერიც) საფულე და მოიმარაგეთ შემდეგი ნივთები: მრგვალი სარკე, სამი ყვითელი მონეტა (სასურველია, ძველი მონეტა, რომელიც ნუმიზმატთან შეგიძლიათ, მოიძიოთ) და ხის თხელი ნაფოტი. სანამ ამ ყველაფერს სამუდამოდ მოათავსებთ საფულის განსაკუთრებულ განყოფილებაში, 3 საათით ბროლის ჭურჭელში ჩაალაგეთ. თან, შემდეგი შელოცვა წარმოთქვით: როგორც ხეზე ფოთლები, ისე გამრავლდეს მონეტები ჩემს საფულეშიო.  
скачать dle 11.3