კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ გადაურჩა სიკვდილს სახრჩობელაზე ჩამოკიდებული აბრეკ ფხალაძე საკონცენტრაციო ბანაკში და როგორ გათხარა მისმა დამ საკუთარი ხელით ტყეში მიწა მოკლული მამის გვამის გადმოსასვენებლად

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

„ზოგჯერ უძრაობა უფრო მეტს შესძენს ადამიანს, ვიდრე გადახტომა-გადმოხტომა და ყირაზე გადასვლა. ეს ჩემს თავზე გამოვცადე. სიჩუმეში, მდუმარებაში მწოლიარე, დავფიქრდი და ვთქვი: რისთვისა ვართ ცოცხალნი, რისთვის? –  ადამიანებმა ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ სიცოცხლე ერთია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყოველი წუთი. არ დავხარჯოთ და არ გადავყაროთ სადღაც, მოუსავალში, ის ძვირფასი მომენტები, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ ბრუნდება, აღარ!..” – ამ საოცარი, ძალიან ამაღელვებელი სიტყვებითა და ტირილნარევი ხმით დაემშვიდობა მაყურებელს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს დამსახურებული არტისტი, აბრეკ ფხალაძე. ის 101
წლის ასაკში გარდაიცვალა. „შერეკილები”, „ცხელი ზაფხულის სამი დღე”, „მეტიჩარა”, „საფეხური”, „სამოთხის გვრიტები”, „ადამიანთა სევდა”… ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც აბრეკ ფხალაძემ  საკმაოდ საინტერესო სახეები შექმნა. თუმცა, მაყურებელს ის მაინც ყველაზე კარგად „შერეკილებიდან” ახსოვს, თავისივე გამოგონილი ცნობილი ფრაზებით: „აბი გლუკოზა”, „ბროწეულის ოყნები”… აბრეკ ფხალაძის ისტორია, რომელსაც ახლა მის დღიურებში წაიკითხავთ, უთუოდ რომელიღაც ზღაპარს მოგაგონებთ, ბავშვობაში ბებია-ბაბუებისგან რომ მოგვისმენია ძილის წინ, რადგან ასეთი ამბები რეალურ ცხოვრებაში ძნელად წარმოსადგენია. თუმცა, ცხოვრება ხომ, ერთი დიდი და უცნაური სამყაროა, სადაც ყველაფერი შეიძლება, მოხდეს: ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზებიც და ყველაზე საშინელი ამბებიც. ამისთვის კი, ყოველ წუთს, თუ წამს, მზად უნდა იყოს ადამიანი.
მსახიობი აბრეკ ფხალაძე გახლდათ პირდაპირი შთამომავალი (ძმისშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, მელქისედეკ ფხალაძისა (1952-1960 წლები). თავად აბრეკის მამა კი, ცნობილი ექიმი და სასულიერო პირი გახლდათ, რომელსაც თელავში თავისი ეკლესია ჰქონდა. ამბობენ, ძალიან კარგი პიროვნება იყო, ბევრ გაჭირვებულ ადამიანს უშველაო. 1937 წელს, სტალინის რეპრესიების დროს, ღამით, გზად სახლში მიმავალი, იარაღით მოკლეს და იქვე დამარხეს. მკვლელმა მამის მკვლელობისა და ადგილსამყოფლის შესახებ  აბრეკის უფროს დას, ანას შეატყობინა –  მიაკითხეთ მამათქვენს ტყეშიო. საწყალი ანა, თურმე  ჩუმად, ისე რომ ოჯახს არაფერი გაეგო, ტყეში წასულა და საკუთარი ხელით გაუთხრია  მიწა. როდესაც ეს უბედურება მათმა დედამ შეიტყო, ნერვიულობის ნიადაგზე მძიმედ დაავადდა და ცოტა ხანში, გარდაიცვალა. აბრეკი და მისი და-ძმა ობლად დარჩნენ, (ექვსნი იყვნენ, სამი და და სამი ძმა). უფროსმა დამ, ანამ დაიწყო ქსოვა და ამით
არჩენდა ოჯახს. ანა და მისი შუათანა და სოფიო, იმ დროისთვის იყვნენ გიმნაზიადამთავრებულები, განათლებული ახალგაზრდები და უდედმამოდ დარჩენილ ოჯახს კარგად გაუძღვნენ, რომ როგორმე გადარჩენოდნენ სტალინის რეპრესიებს.   
„აბრეკ ფხალაძეს ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. პროფესიით მსახიობი იყო – გვიყვება მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, – დაამთავრა თბილისის თეატრალური სტუდია და  როცა თეატრალური ინსტიტუტი დაარსდა, იქ უნდა ჩაებარებინა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის 17  წლის ასაკში ომში წავიდა. იქ გადახდა სასწაული ამბები. წითელთმიანი იყო და გერმანელებმა ჩათვალეს, რომ ებრაელია, დაიჭირეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ჩამოსახრჩობად რომ გაიყვანეს ის და რამდენიმე კაცი, უკვე კისერზე თოკი ჰქონდა და სკამი უნდა გამოეცალათ, ჩამოვარდა ყუმბარა. ყველანი ძირს ჩამოცვივდნენ. გერმანელებიც დაიხოცნენ და ვინც ცოცხალი გადარჩა ამ დაჭრილებიდან, ისევ საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანეს. იქ გამოკეთდა, მაგრამ ცოტა ხანში, ისევ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა, დაჭრილი და უსულო, იფიქრეს, გარდაიცვალაო, ყუთში ჩასვეს და ტყეში გადააგდეს. ამ დროს, ტყეში პოლონელი ჯარისკაცები მიდიოდნენ, დაინახეს ყუთიდან გამოჟონილი სისხლი, გახსნეს და იქ დახვდათ ცოცხალი აბრეკ ფხალაძე. გადაარჩინეს, წამოიყვანეს. მანამდე კი ოჯახმა დეპეშა მიიღო მისი გარდაცვალების შესახებ. დებმა უკვე გამოიტირეს, რომ… წარმოიდგინეთ, როგორი სასწაული ხდება, ერთ-ერთი ჩემი ბებია (აბრეკ ფხალაძე ნუცა შანშიაშვილს ბაბუად ეკუთვნოდა. ის მისი ბებიის, სოფიო ფხალაძის ალალი ძმა იყო, ნუცას დედის, მსახიობ მზია მაღლაკელიძის ბიძა – ავტორი) ფანჯრის რაფასთან ზის, ლოცულობს და უცებ, გადაიხედა ქვემოთ და დაინახა,  ჯარისკაცის ფორმაში აბრეკი მოდის. ეს იყო სრული შოკი ოჯახისთვის. რამ განაპირობა მისი გადარჩენა?.. ძალიან საშინელი პირობები იყო საკონცენტრაციო ბანაკში. ხალხი თურმე სიბინძურეებს ჭამდა. ლამის ადამიანებს ერთმანეთი შეეჭამათ და ეს არაფერს მიეკარა. ასე, მშიერი იყო და ითმენდა ტანჯვას. ამან გამოაწრთო, გამოიმუშავა არნახული ძალა და გარდა იმისა, რომ მსახიობი იყო, საქართველოში პირველი იოგას სკოლა მან დააარსა. ის იყო პირველი იოგას მიმდევარი, რომელმაც ჩამოაყალიბა თავისი თეორია. კაცი აკეთებდა ლევიტაციას, რომელიც წარმოუდგენლად რთულია. ას წელს გადააბიჯა. უდიდესი პიროვნება იყო. იცით მისი კინონამუშევრებიც. ის თავისუფლად მოაზროვნე, ფილოსოფოსი, გენიალური კაცი
გახლდათ. მადლობელი ვარ უფლის, რომ მასთან მქონდა  ურთიერთობა და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. უამრავი მოწაფე ჰყავდა, რომლებიც  სიკვდილს გადაარჩინა, განკურნა საშინელი დაავადებისგან და მათ შორის, საკუთარი თავიც. საკონცენტრაციო ბანაკიდან ის დაბრუნდა დაავადებული, განადგურებული ჰქონდა მთელი შინაგანი ორგანოები. იოგა ვარჯიშებით აღიდგინა ჯანმრთელობა და საბოლოოდ, ისე გამოჯანმრთელდა, რომ 101 წელი  იცოცხლა.
შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ „შერეკილებში” ფრაზები: „აბი გლუკოზა” და „ბროწეულის ოყნები”, მისი მოგონილია. ჩემი აზრით, ის არის ქართველი ტოტო – იყო ასეთი უდიდესი იტალიელი კინოკომიკოსი. იტალიას ჰყავდა ის და საქართველოს – ტოტოს სახით, აბრეკ ფხალაძე. დედაჩემი – მზია მაღლაკელიძე რომ პატარა იყო და სიცხე ჰქონდა, მოვიდოდა, ხელს დაადებდა და სიცხე მაშინვე დაუვარდებოდა. მერე მან ესეც გამოიყენა თავის იოგაში. იყო ნამდვილი მკურნალი, ხელებში ჰქონდა უნიკალური ძალა, ბიოეველი და ბიოდენები.”

скачать dle 11.3