კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 უკბილოდ ოხუნჯი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ცეცხლფარეშები


თითქოს ის არ ეყოფოდა (NDI-ს), რომ საქართველოს არცთუ მცირე ოდენობის მოქალაქე ფრიად სკეპტიკურად უყურებს მის საქმიანობას და დიდად, მაინცდამაინც, არ ენდობოდა, რომ NDI-ს საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა ცეცხლს ნავთიც შეუკეთა.
მანამდე კი კოცონი NDI-ს კითხვამ დაანთო (რუსეთი უფრო ძლიერია თუ აშშ-ო) და აღშფოთება ჩვენი თანამოქალაქეების პასუხმაც გამოიწვია (უმეტესობის აზრით, უფრო ძლიერი რფ-ა. პირადად ჩემთვის, ეს პასუხი ფრიად ადეკვატურია, ვინაიდან ვინ თუ არა, საქართველოს მოქალაქემ იცის, ვისმა ტანკმა დანაყა 2008-ში და ვისნი დგანან ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში), პათოსით, არ ეწყინოს ამ ჩვენს სულზე უტკბეს ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორსო.
საპასუხოდ ქ-ნმა ლორამ, არც აცია, არც აცხელა და გვაუწყა, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ იპოვისო.
ჰოდა, რაკი ცეცხლს ნავთიც შეუკეთა, ლამისაა ამოვხტით კაბა-შარვლებიდან, ეს რა გვაკადრესო, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ქ-ნი ლორას შეფასებაში მთავარი სულ სხვა აქცენტი გახლდათ. სახელდობრ, ის, რომ, როგორც ჩანს, ხსენებულ ქალბატონს ჩირადაც არ ვუღირვართ, ანუ ვინ ყრიხართო (რაც ბადებს ეჭვს, რომ ჩვენთან მუშაობა დიდად არ ეპიტნავება, რის გამოც გულით ვუთანაგრძნობ).
მაგრამ, ვინაიდან ეს კოცონი ხანძარში გადაიზარდა (ან კი როგორ არ გადაიზრდებოდა, როცა თავი სამყაროს ჭიპი გვგონია, იმას გარდა, რომ სწორედ აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად არჩევნის გამო დავინაყეთ და ორი „რესპუბლიკაც“ გამოგვიცხო რფ-მ), ლორამ (თორნტონმა) იკადრა და თავის ფბ გვერდზე ბოდიში მოიხადა (პათოსით: „გეხუმრე, არისტოფანო“). კერძოდ: „სოციალური მედიის პირად გვერდზე გავაზიარე სტატუსი, რომელიც შესაძლოა ინტერპრეტირებული ყოფილიყო, როგორც უსამართლო კომენტარი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების მიმართ (შესაძლოაო?!) და დაგვარწმუნა, „ღრმად მწამს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე კავშირების და NDI თავდადებულია იმ სამუშაოსთვის, რომელსაც საქართველოში ახორციელებს“.
ზემოთქმული კი ამტკიცებს ეჭვს, რომ პატარასთვის თავში წარტყმა დედამიწის ნებისმიერ წერტილშია საყვარელი საქმინობა და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ პატარები პატრონს პატრონზე იცვლიან. –
скачать dle 11.3