კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 თემურ ლენგის აჩრდილი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ორჯერ ორი ხუთია?!


ის, რომ განათლების სისტემის კრიზისი, ადრე თუ გვიან, გამოვლინდებოდა, ამის მიხვედრას დიდი ნოსტრადამუსობა, სულაც, არ სჭირდებოდა. იმას გარდა, რომ რეგულაციების მოშლა, აქაოდა, ბაზარი ყველაფერს თავისით დაარეგულირებსო (ე. წ. ლიბერალური ეკონომიკური ხედვით, რომელსაც ახლაც ჰყავს მიმდევრები და რის წყალობითაც, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში სრულად მოიშალა რეგულაციის ყოველგვარი მექანიზმი და განათლებაც აღებ-მიცემობის სფეროდ იქცა, პროფესიები სრულად გაქრა, იმიტომ რომ, ბაზრის რეგულაციის იმედად დარჩა), ვერაფერსაც ვერ დაარეგულირებდა.
ჰოდა, რაკი ვერ დაარეგულირებდა, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, ოღონდ, ღვთის შეწევნით, ამბავი მსხვეპლის გარეშე გასრულდა.
ცხადია, დამნაშავეების ძიებაც დაიწყო (მეტროსადგური მცირე ხნის წინათ შეკეთდა და საზეიმოდაც ჩაბარდა და გაიხსნა) და ისიც ცხადია, რომ ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს: ზოგი შემკეთებელს აბრალებს და ზოგიც ჩამბარებელს.
ამასობაში კი, საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ სამშენებლო სტანდარტები არ გვქონია (უნდა გაგიმხილოთ, რომ პირადად მე, ეს ამბავი აქამომდეც ვიცოდი, მეტიც, არც სურსათის ხარისხის სტანდარტი გაგვაჩნია).
ასეა თუ ისე, დედაქალაქის მერია და ძალოვანები გვპირდებიან, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან (იმედია, მათი გამოვლენის სტანდარტი მაინც არის).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში ფუნდამენტური მეცნიერებები დიდ გასაჭირშია და მხოლოდ ძველი თაობის ინჟინერ-მშენებლები შემოგვრჩნენ, ამ საქმეს რომ მხოლოდ გამოძიება ვერ უშველის, დღესავით ნათელია.
მეტიც, არც ის დროა შორი, კედლის სწორად ამომყვანიც აღარ გვყავდეს, აი, როგორც თემურ ლენგის რვაგზის ლაშქრობიდან სამასი წლის განმავლობაში (ამიტომაცაა, რომ, მაგალითად, მეთხუთმეტე საუკუნეში აგებული ეკლესია მეთერთმეტეში აგებულის ნეკის ფრჩხილადაც არ ღირს). –
скачать dle 11.3