კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 თეირანი – 2018

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ვისი მოკავშირე ვის ბანაკშია?!



მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისე აირია, არავინ უწყის ხეირიანად, ვისი მოკავშირე ვის ბანაკშია, თეირანმა პარტნიორებს (რფ-ს, ერაყს, სირიასა და პაკისტანს) ახლოაღმოსავლეთის აშშ-სგან დაცვისკენ მოუწოდა.
კერძოდ, ირანის შეიარაღებული ძალების სარდლის მრჩეველმა მხარეებს მოუწოდა, ჩამოაყალიბონ აშშ-ის საპირწონე სამხედრო ალიანსი.
საინტერესოა, რომ, ირანის აზრით, ახალ სამხედრო ალიანსს სწორედ და მხოლოდ თეირანმა უნდა უხელმძღვანელოს, რომლის მიზანი აშშ-ის ახლოაღმოსავლური გეგმების ჩაშლაა (ვაშინგტონი ცდილობს, ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნასო).  თუმცა მტრად მხოლოდ აშშ-ს არ აღიარებენ, ასევე, საუდის არაბეთსა და ისრაელსაც.
ნაკლებად სავარაუდოა, ეს ალიანსი შედგეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ, ჯერ ერთი, რუსეთი მეორეხარისხოვან როლს, უდიდესი ალბათობით, არ დასჯერდება; მეორეც – არ სჭირდება დასავლეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის დაძაბვა; მესამეც, ალიანსის გარეთაა მოაზრებული თურქეთი (გასაგები მიზეზის გამო: ბოლოს და ბოლოს, „ნატოს“ წევრია),  რომელთანაც რფ აქტიურად აღვივებს ძმურ ცეცხლს.
მეორე მხრივ, მართალია, ამ ალიანსის მომავალი ბუნდოვანია, მაგრამ ნათელია ირანის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აშშ-სადმი, ისევე, როგორც აშშ-ის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ირანისადმი (რაც იმას მოასწავებს, რომ, ადრე თუ გვიან, გავარდება).
შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ახლო აღმოსავლეთის მართული ქაოსი უმართავში გადავა (რაც იმასაც ნიშნავს, რომ ტყვიებმა შესაძლოა, ყურის ძირში გაგვიზუზუნოს), ოღონდ, სახელდობრ, ჩვენი საზოგადოების ყურადღება ლიბერალური ნარკოპოლიტიკისადმია მიმართული, პათოსით: „ტყეში პლანი ამოსულა, „თეთრი ხმაური“ ვიყო“). – скачать dle 11.3