კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როდის იღვიძებს ვულკანი თეონა წიწაკიშვილში და რის გამო იყო ის განადგურებული და გაოგნებული

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

თეონა წიწაკიშვილის მონაწილეობა მოსკოვის შოუში – „ტანცი“ განსაკუთრებულად წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა. თეონა მთელი შოუს განმავლობაში ერთ-ერთი ფავორიტი იყო და ჟიურის დაპირისპირების მიზეზიც კი არაერთხელ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი უკვე დამთავრდა, თეონას მიმართ ინტერესი კვლავ დიდია და ის თებერვალში, 13 რჩეულ კონკურსანტთან ერთად, უკვე მთელი რუსეთის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას ტურნეში. თეონას ყველაზე დიდი გულშემატკივარი და სტიმული მისი მეუღლე, მუსიკოსი და მოცეკვავე, გიორგი ბაღნაშვილია.
თეონა წიწაკიშვილი:
პროექტი რომ დავტოვე, მაშინ ძალიან  დაკარგული ვიყავი: არ ვიცოდი, სად მოვხვდი. სადაც ცხოვრობდი, იმ სამყაროს ორი თვე რომ ეთიშები, ეს ძალიან რთულია. არ მეგონა, ტოპ-35-ში თუ მოვხვდებოდი, საიდანაც მერე 22-ს ირჩევენ და იქიდან – 20-ს. მაგრამ,  ქვეყნის 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის რომ მოხვდები, ლაივებს გადალახავ და მერე, უცებ ეთიშები, ძალიან მოულოდნელია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იმ ლაივზე არ უნდა დამეტოვებინა შოუ, რადგან კარგი ნომრები მქონდა, შეფასებები, აუტსაიდერიც არ ვყოფილვარ. გავოგნდი, მაგრამ თითქმის ყველამ ასე დატოვა პროექტი.
– ერთადერთი ქართველი რომ იყავი, ესეც ქმნიდა გარკვეულ სირთულეს?
– ყველაზე რთულია ის, რომ ხარ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთან მქონდა ურთიერთობა. მაგრამ, მაინც ბრძოლაა, შეჯიბრება და მარტო ხარ. მეორე სირთულე ენის ბარიერიც იყო. რუსული ვიცი, ინტერვიუებს ვწერდი, მაგრამ სად ქართველთან რომ საუბრობ, შენნაირი იუმორი, ტრადიციები აქვთ... მესამე: ტექნიკურად იყო ძალიან რთული – უცებ ამდენი ჟანრი რომ გემატება. სასწაული მასტერკლასები გვქონდა. განადგურებული ვიყავი და იმის ფიქრის დროც არ მრჩებოდა: ვაიმე, შვილი მენატრება... მასტერკლასები რომ დამთავრდა და ოც მოცეკვავეს შორის მოვხვდი, მერე უფრო გაადვილდა: უკვე იპოვე საკუთარი თავი და შენზეა დამოკიდებული, რას  აჩვენებ   მაყურებელს და თავს როგორ შეაყვარებ.
–  ვულკანას გეძახდნენ.
– ალბათ, იმას გულისხმობდნენ, სცენაზე რომ გავდიოდი, ვულკანივით ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს, იმპულსური და ემოციური ვარ, იქ ძალიან მშვიდად ვიყავი. ალბათ, ვისწავლე ემოციების კონტროლი, გავიზარდე. მძაფრი რეაქცია მაქვს, როცა, ან ძალიან მიხარია, ან ძალიან მწყინს – ბავშვივით ვარ.
–  პროექტის დატოვების შემდეგ საქართველოში დაბრუნება მოგიწია?
–  პროექტი რომ დავტოვე, ის ორი კვირა ძალიან რთული იყო: გათიშული, დაბნეული დავდიოდი. პიტერში დავრჩი დედაჩემთან ორი კვირით, რადგან მერე, გალა კონცერტზე უნდა დავბრუნებულიყავი. უკვე დიდი ხანია, ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს. ხშირად ჩამოდიან ხოლმე. ბავშვობაში უფრო განვიცდიდი, როცა დედა და მამა დიდი ხნით მიდიოდნენ.
– იმან, რომ შვილის გარკვეული დროით დატოვება მოგიწია, ბავშვობის ემოციები ხომ არ გააცოცხლა შენში?
– ასე დიდი ხნით პირველად დავტოვე დემი და მივხვდი, რომ აღარ დავტოვებ. ამიტომ, სადაც წავალ, თან წავიყვან.
– როგორც ვიცი, ამჟამად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გეგმები გაქვს.
– ახლა იწყება, რაც იწყება – ის, რისთვისაც საერთოდ დავიწყე ეს ყველაფერი. კონცერტები გვექნება რუსეთის სხვადასხვა ქალაქში – ტურნეა მთელი რუსეთის მასშტაბით. უკვე გამოქვეყნდა ქალაქებისა და კონცერტების სია. საკმაოდ დატვირთულები ვიქნებით – თითქმის ყოველდღე მოგვიწევს გადაადგილება. 14 მონაწილე აგვარჩიეს. ხალხმა უკვე იცის, რატომ უნდა იყიდოს ბილეთი. სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორი ნომრები გქონდა და რამდენად შეაყვარე თავი მაყურებელს, აგვირჩიეს 14 მონაწილე. 18 თებერვალს  პირველი კონცერტი პეტერბურგში გვექნება და დაახლოებით,  ერთი წელი გაგრძელდება ჩვენი ტურნე.
– გიორგი, მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი შენ ხარ. როგორი იყო შენი შეფასებები და როგორ ეხმარებოდი აქედან?
გიორგი ბაღნაშვილი: ჩვენს ოჯახში ის მომენტი არასდროს ყოფილა: ქმარი ეხმარება ცოლს ბავშვის გაზრდაში – ეს ნულის დონეზეა. მე ჩემს შვილთან ვარ დაბადების პირველივე წუთიდან და ასე გრძელდება დღემდე. ჩემთვის რთული ის იყო, რომ ნახევარი ადამიანი დავდიოდი. რასაც იქიდან მეუბნებოდა თეო, იგივეს ვგრძნობდი მეც.
თეონა: ყველაზე მაგარი ის არის, რომ მიხვდა, რა სიტუაციაშიც ვიყავი და რა რთული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. რაღაცაზე ვფიქრობ და უცებ მეუბნება: თეო, ყველაფერი კარგად იქნება და ზუსტად იმას იმეორებს, რაზეც მე ვფიქრობდი. ვგიჟდები  ამაზე.
გიორგი: ფსიქოლოგიასთან ძალიან კარგად ვარ და თეოსაც სხვანაირად ვგრძნობ. ვიდეოებს რომ ვუყურებდი და მერე ვამონტაჟებდი, ზუსტად ვგრძნობდი: როგორი ემოცია ჰქონდა, რომელი კუნთი ეჭიმებოდა, რა სტკიოდა და ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებდა. პირდაპირი მნიშვნელობით ვგრძნობდი ამ ყველაფერს მეც: იგივე კუნთი მტკიოდა, იგივენაირად ვიღლებოდი. ცოლ-ქმრის თქმა არ მიყვარს, ჩვენ ერთმანეთის ნახევრები ვართ და ამ სიტყვამ ძალიან გაამართლა. 10 წელია ვუკრავ, ხალხში მიწევს ყოფნა, ამ პერიოდშიც ვაკეთებდი ჩემს საქმეს, მაგრამ გათიშული ვიყავი –  თეო ძალიან მაკლდა. ყოველთვის მისგან უფრო მეტ შედეგს ველოდები, ვიდრე თვითონ ჰგონია. სტუდიაში რომ მოვიდა და დაიწყო ცეკვა, იქიდან მახსოვს. თვითონ არასდროსაა კმაყოფილი.
– გაცნობისთანავე მიხვდით, რომ ერთმანეთის ნახევრები იქნებოდით?
თეონა: მაგ დროს აფექტის მომენტში ხარ, ვერაფერს იგებ.
გიორგი: ერთმანეთი რომ  გავიცანით, სულ ერთად დავდიოდით, ერთად „ვგულაობდით”. თავიდან სიყვარული არ იყო, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო. ვინმე თუ ცოტა ახლოს მივიდოდა თეოსთან, ვეჭვიანობდი. ასე, მეგობრობა-მეგობრობაში, გვერდით ოთახში ანგელოზივით ბავშვს სძინავს.
თეონა: მე მეგობრულად არასდროს ვუყურებდი. პირველად რომ დავინახე, გავგიჟდი და გადავირიე. ჯერ განსხვავებული გარეგნობა აქვს და მერე, რომ იცეკვა, გავგიჟდი: მეგონა, ფილმიდან ვიღაც გმირი გადმოვიდა და ის ცეკვავს-მეთქი. მერე მივედი და მე თვითონ გავიცანი. თავიდანვე მომეწონა. ამას ნელ-ნელა შევუყვარდი, მე კი თავიდანვე მიყვარდა.
– ძალიან კარგი მშობლები ხართ.
– დემი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. კარიერამ მეორე საფეხურზე გადაინაცვლა. სადაც არ უნდა მივიდეთ, ყველგან ვამბობთ: ბავშვი ძალიან კარგიაო. გვინდა, ბევრი ბავშვი. ახლაც წავალთ მე და გიო ერთად. ბავშვს ცოტა ხნით ბებიას დავუტოვებთ და შემდეგ, მას ბებოსთან ერთად წავიყვანთ. ხან ერთად ვივლით ტურზე, ხან გიო წავა თავის საქმეზე. წინ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ჯერ არ ვიტყვი ამის შესახებ.
– როგორ ფიქრობ, რა არის ცოლქმრულ ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
– 7 წელია, ერთად ვცხოვრობთ და ასე იდეალურად, როგორც ახლა ვართ, ადრე არ ვყოფილვართ. რაღაცებზე ვჩხუბობდით, ვკამათობდით, ახლა – აღარ. არ მინდა, ამის გახსნება – უაზროდ ვკამათობდით. ახლა ვიზრდებით და წასული რომ ვიყავი, მივხვდით,  არ გვინდა  არანაირ გარემოში ერთმანეთის გარეშე. ყველას ურთიერთობაში საჭიროა ცოტა ხნით განმარტოება, რომ მიხვდე, რა გინდა ამ ცხოვრებაში. მე მივხვდი, რომ ძლიერი ქალი ვარ, მაგარი ტიპი, კარგი მოცეკვავე შევდექი, მაგრამ არ მინდა, ეს ყველაფერი მარტო ვაკეთო. მინდა, გიო იყოს ჩემ გვერდით. ზუსტად ის გჭირდება გვერდით, ვინც შენი მეორე ნახევარია.
– როდის ცეკვავთ ერთად?
– როცა ვერთობით. ცეკვაში რამდენი პარტნიორი მყოლია და ყველაზე მაგარი გიოა. ზუსტად ხვდება, სად წავალ, სად გავიქნევ ხელს. ხშირად იპროვიზებულად ვცეკვავთ. ყველა გვეუბნება: ეს დადგმული გქონდათო. რა დადგმული, ახლა მოვიგონეთ. ამდენი წელია, ერთად ვართ და უკვე ბოლომდე ვგრძნობთ ერთმანეთს.
скачать dle 11.3