№5 ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები
იმერეთის სოფელში, ეზოში იკრიბებიან სოფლის თავკაცები სოფლის ამბების განსახილველად. აივნიდან, თვალს ადევნებს მათ საუბარს მოხუცი ბაბუა.
– ზდაროვა, სიმონიჩ!
– იცოცხლე, მამიოვიჩ!
– გაგიმარჯოს, კარლოვიჩ!
– აბა, დავიწყოთ, აქვსენტიჩ!
ბაბუამ უსმინა, უსმინა და ბოლოს აივნიდან გადმოსძახა:
– რა მაინტერესებს თუ იცით... თქვენე, სოფლის თავკაცები ხართ თუ ხორვატიის ნაკრები?
***
ოსი შევარდა ბარში იარაღით, სადაც მისი ცოლი მუშაობდა მიმტანად და დაიღრიალა:
– აბა, რომელს ჰქონდა ჩემს ცოლთან სექსი?
– ტყუილად ირჯები... ტყვიები არ გეყოფა, მეგობარო...
***
– ქმარს შევუსწარი საყვარელთან.
– მერე?
– სკანდალი არ ამიტეხია, უბრალოდ, მშვიდად ვუთხარი, ადექით, ჩაიცვით, დაჯექით, ფოტოს გადაგიღებთ-მეთქი.
– სულ ეგ იყო?
– ხო, აბა, საფლავის ქვაზე რა დამედო?
***
ახალქალაქიდან ჩამოსული ქალი შესჩივის ექიმს:
– ექიმო, ჩემი ქმარი ძალიან სუსტია ლოგინში და რა ვქნა?
– რას აჭმევთ?
– ნუ, ჩვენთან კარტოფილი მოდის ძირითადად...
– გასაგებია პრობლება! დაიმახსოვრეთ, სახამებლით მარტო „საროჩკის“ საყელო დგება კარგად!
***
– მეგონა, უშენოდ სუნთქვას ვერ შევძლებდი..
– მერე?
– უბრალოდ, სურდო მქონია...
ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
ფსიქოლოგ მამაკაცთან მივიდა ქალი და უყვება თავის გასაჭირს:
– წარმოიდგინეთ, მე და ჩემი ქმარი ათი წელია, ერთად ვცხოვრობთ, წელებზე ფეხს ვიდგამ, ვაკეთებ, რაც შემიძლია – არიქა ბაზარი, არიქა საჭმელი, არიქა უთო... მერე ნათესავს უნდა სცე პატივი... მერე, დედამთილი ჩამობრძანდება, უნდა უშალო სუფრები... მერე, მამამთილს უნდა ვემსახურო... ჩემს ქმარს კიდე, ერთი ვარდიც კი არ უჩუქებია ჩემთვის და რა ჰქვია ახლა ასეთ კაცს?
– გმირი!
– ბატონო?!
– იმდენი ილაპარაკეთ, ქალბატონო, ათი წუთი მე ძლივს გიძლებთ და გმირია, აბა, რა არის?
***
ტიპი მივიდა ექიმთან, ლურსმანი აქვს თავში ჩარჭობილი. ექიმმა გასინჯა და ეუბნება:
– თქვენ რომ ჩვენს პარტნიორ სადაზღვევო კომპანიაში იყოთ დაზღვეული, ამ ლურსმანს თავიდან წამში ამოგაძრობდით.
– კი მაგრამ, საყოველთაო დაზღევევა ხომ მაქვს?
– საყოველთაო დაზღვევა ლურსმნის გადაღუნვას ითვალსიწინებს, გენაცვალე და არა ამოძრობას!