№5 რა მოხდა ამ დღეს
29 იანვარი
1856 – დაარსდა ინგლისის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო ჯილდო – ვიქტორიას რკინის ჯვარი.
1927 – ლონდონში გაიხსნა სასტუმრო Pank Lane Hatel, რომელიც პირველი იყო მსოფლიოში, ისეთ სასტუმროებს შორის, სადაც თითო ნომერს თავისი სააბაზანო ჰქონდა.
30 იანვარი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 9 წელი – რომში მარსის მოედანზე გაიმართა თეთრი მარმარილოს სკულპტურული რელიეფით დამშვენებული მშვიდობის საკურთხევლის საზეიმო კურთხევა.
1932 – ფინეთში „მშრალი კანონი“ გამოცხადდა.
1933 – გერმანიის კანცლერად აირჩიეს ჰიტლერი.
31 იანვარი
1714 – პეტრე პირველმა გამოსცა ბრძანება, რითაც წარჩინებულები დაავალდებულა შვილებისთვის აუცილებლად ესწავლებინათ „ციფრები და გეომეტრია“.
1971 – 19 წლის შემდეგ აღდგა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს შორის სატელეფონო კავშირი.
1999 – ლატვია შევიდა ევროსაბჭოს შემადგენლობაში.
1 თებერვალი
1930 – საბჭოთა კავშირში დაიწყო მასობრივი კოლექტივიზაცია.
1951 – ტელევიზიით პირველად გადასცეს ბირთვული ბომბის აფეთქება ნევადის შტატიდან.
2 თებერვალი
1046 – ანგლოსაქსურ ქრონიკებში აღწერილია მკვეთრი აცივება – „მცირე გამყინვარების პერიოდი“.
1852 – ლონდონში ფრიტ-სთრითზე გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი ტუალეტი.
1898 – ამერიკის ჰარტფორდის შტატში პირველად გაიცა სადაზღვევო პოლისი.
1962 – „პლანეტების აღლუმი“.
3 თებერვალი
1830 – გამოცხადდა საბერძნეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობა. მანამდე ის თურქეთის სულთნის უღელქვეშ იყო.
1995 – ჩატარდა „ნატოს“ პირველი სამხედრო სწავლებები ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
4 თებერვალი
1906 – ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დამნაშავეთა იდენტიფიკაციისთვის, თითის ანაბეჭდების გამოყენების შესახებ.
1945 – დაიწყო იალტის კონფერენცია. ერთმანეთს შეხვდნენ სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურები: სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი.