კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ბრძნული აზრები

იოანე ოქროპირი: ქრისტიანობა არ არის მხოლოდ რწმენა, არამედ ის ცოდნაცაა.
ამოსოვი: ექიმი ავადმყოფობას კურნავს, ჯანმრთელობა  კი ადამიანმა თვითონვე უნდა მოიპოვოს.
სკოტი: ღირსებას ვერც ვერავინ წაგართმევთ და ვერც ვერავინ მოგცემთ.
ლესინგი: სიბერეში ადამიანი ცუდად, მაგრამ ბევრს ხედავს.
ბეკეტი: ჩვენ ყველანი არანორმალურები ვიბადებით. ზოგიერთები კი ასეთებად რჩებიან.
ლაო ძი: თუ თვალხილული ადამიანი უფსკრულისკენ მიდის და შეაჩერეს, ის ბრმას ემსგავსება.
სვიფტი: ჭკვიანს უფრო ხშირად აწუხებს გული.
ციცერონი: შენ გაქვს საკუთარი აზრი, თუ სხვასაც დაეკითხები, გექნება არჩევანი.
ლაროშფუკო: ჭკუა ზოგჯერ მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ შეცდომა უფრო თამამად ჩავიდინოთ.
ჰეზლტი: ჯანმრთელი კუჭი არ იღებს სულელურ საკვებს, ჯანმრთელი ჭკუა – სულელურ შეხედულებებს.
ჰერაკლიტე ეფესელი: ცხოველები ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად შინაურდებიან, ადამიანები კი, ერთმანეთთან ურთიერთობით ველურდებიან.
ირვინგი: ღმერთს ვაბრაზებთ ჩვენი ცოდვებით, ხოლო ადამიანებს – ჩვენი ღირსებებით.
როკფელერი: თუ პრობლემას გადაწყვეტს ფული, ეს პრობლემა კი არა, ხარჯი ყოფილა.
ტალეირანი: პოლიტიკაში სინამდვილეზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რისაც ხალხს სჯერა.
სიუნ ცზი: ვინც იცის, როდის შეუძლია, იბრძოლოს და როდის – არა, ის უძლეველია.
ტოლსტოი: მშიშარა მტერი უფრო საშიშია.
ნორდაუ: მტკიცედ შეებრძოლე ისეთ სურვილს, რომელიც შენს ძალებს აღემატება.
ეზოპე: მოსწრებულმა, სხარტმა ნათქვამმა კი არ უნდა დაამციროს, არამედ უნდა გაახაროს მსმენელი.
პოლ ვალერი: თუ გემოვნება არასდროს გღალატობთ, მაშასადამე, ღრმად არასდროს ჩაგიხედავთ საკუთარ თავში, ხოლო თუ გემოვნება არ გაგაჩნიათ, ეს ნიშნავს, რომ ამაოდ ჩაღრმავებიხართ თქვენსავე თავს.
მოპასანი: ღმერთმა გიშველოთ ცუდი ქალისგან, ხოლო კარგისგან თვითონ უნდა დაიცვათ თავი.
კარდენი: მამაკაცი, ჩაცმულ ქალსაც კი, ჩაუცმელს ხედავს.скачать dle 11.3