კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა საპასუხო ოპერაცია ჩაუტარა „კაგებემ” „ცეერუს” ქართველი ორმაგი აგენტის მეშვეობით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

საგანგაშო შეტყობინება
1972 წლის ივნისში, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ჩანერგილმა აგენტმა „ხოჭომ,” საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში საგანგაშო შეტყობინება გამოგზავნა, რომელსაც ფოტოებიც ახლდა თან. სადაზვერვო ცნობაში ნათქვამი იყო, რომ სოხუმის მახლობლად მდებარე საიდუმლო სპეცობიექტის შესახებ, ლენგლიში („ცეერუს” შტაბ-ბინა) მრავალფეროვანი ინფორმაცია გააჩნდათ, აგრეთვე, ამ ობიექტის ზოგიერთი სექტორის ფოტოები. „ხოჭოს” ცნობით, საიდუმლო ინფორმაციის მომწოდებელი გახლდათ აგენტი „მერკური”, რომელიც ლენგლიში სპეციალურ ნომენკლატურულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა და „ხოჭო” ვერ ახერხებდა მისი ნამდვილი ვინაობის დადგენას. საგანგაშო შეტყობინებაში ნახსენები ობიექტი, ეშერის სეისმური ლაბორატორია იყო. უცხოური დაზვერვა ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა მის მიმართ და ყველა ღონეს ხმარობდნენ იქ შესაღწევად. თუმცა, ობიექტს იდეალური უსაფრთხოების სისტემა ჰქონდა და მტერი მის გადალახვას ვერ ახერხებდა. „ხოჭოს” შეტყობინებამ კი უკიდურესად შეაშფოთა „სუკის” მესვეურები. დაიწყო შემოწმება, გამოძიება და აგენტ „მერკურის” ინტენსიურ ძებნას შეუდგნენ.

ანალიტიკოსთა დასკვნა
„ხოჭოს” მიერ მოწოდებულ ინფორმაციას „სუკის” ცენტრალური აპარატის თანამშრომლები ამუშავებდნენ. მათ დაადგინეს, რომ საიდუმლო ფოტოები ლენგლიში გასაგზავნად გადაიღო ისეთმა პიროვნებამ, რომელსაც ლაბორატორიაში მესამე დონის დაშვების უფლება ჰქონდა. ამ საიდუმლო ობიექტზე სულ ხუთი დონის დაშვება არსებობდა და უმაღლესი – მეხუთე გახლდათ, რომელსაც მხოლოდ ათი ადამიანი ფლობდა. მეოთხე დონე თორმეტს ჰქონდა. მესამე კი – თხუთმეტს. ლაბორატორიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი პავლე მაიოროვი იყო. მისი მოადგილე კი, სოსო ტალახაძე, რომელსაც პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. მოსკოვიდან ეშერაში ჩამოსულ საგამოძიებო-ოპერატიულ ჯგუფს კი, სათავეში ედგა ქართველი პოლკოვნიკი ოთარ ლომიძე. ოთარი სწორედ მაიოროვსა და ტალახაძეს შეხვდა პირველად და ესაუბრა. ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ლაბორატორიაში გამორიცხული იყო ფარული ფოტოგადაღება და ყველა თანამშრომელი შესვლა-გამოსვლის დროს საგულდაგულოდ იჩხრიკებოდა.
– რაღაც შეცდომაა ბატონო პოლკოვნიკო, – უთხრა ლომიძეს მაიოროვმა, ტალახაძემ კი დაამატა:
– ნამდვილად რაღაც გაუგებრობაა. ჩვენთან უმნიშვნელო „ჩეპეც” კი არასდროს მომხდარაო.
ლომიძემ, მაგიდაზე ხუთი ფოტოსურათი დაალაგა და ეშერის ლაბორატორიის მესვეურებს უთხრა:
– აი, ეს ფოტოები გაიგზავნა „ცეერუში.” ანალიტიკოსებმა კი დაასკვნეს, რომ ამის გადამღებს აქ მესამე დონის დაშვების უფლება აქვს. ასე რომ, კოლეგებო, მტერი ამ ობიექტის შუაგულში ძალიან მოხერხებულად მოქმედებს და ჩვენი მოვალეობაა, მისი სწრაფი განეიტრალება.

ეჭვმიტანილთა თხუთმეტეული
მოსკოვიდან ჩამოსულმა ჯგუფმა, იმ თხუთმეტი თანამშრომლის საფუძვლიანი გადამოწმება დაიწყეთ, ვისაც მესამე დონის დაშვების უფლება ჰქონდა. თითოეულ მათგანს უმწიკვლო ბიოგრაფია აღმოაჩნდათ. მათ დოსიეებში კი, არაფერი ეწერა ისეთი, რაც გამომძიებლებს დაეჭვების უფლებას მისცემდა. თუმცა, ფაქტი იყო, რომ ერთ-ერთი მათგანი მტრის ჯაშუში „მერკური” გახლდათ. შეცდომა აქ გამორიცხული იყო – „ხოჭოს” მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ლენგლიდან წყალი არ გაუვიდოდა. ამგვარად, მესამე დონის დაშვების უფლების მქონე თხუთმეტივე თანამშრომელი ეჭვმიტანილი გახლდათ და მათზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაწესდა. ლომიძემ კი ცენტრში (მოსკოვში) გაგზავნა შიფროგრამა, რომელშიც ეწერა: „აუცილებელ საჭიროებად მიმაჩნია, რომ ლაბორატორიაში ფარულად დამონტაჟდეს შემოწმების ელექტრონული სისტემა „ილკ-12” (ინფრაწითელი ლაზერული კონტროლი), რაც ჯაშუშ-ფოტოგრაფის გამოაშკარავებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.”
ზემოხსენებული სისტემა, 1972 წლის იანვარში შეიქმნა. ძვირად ღირებული იყო და განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტებზე ამონტაჟებდნენ. ეშერის ლაბორატორია მეხუთე ობიექტი გახლდათ, სადაც ეს სისტემა ფარულად დააყენეს.

აგენტი „მერკური”
ეშერის ლაბორატორიის სტრუქტურიდან გამომდინარე, „ილკ-12” ექვს ადგილზე დაამონტაჟებს. პირველი, საერთო შესასვლელში. დანარჩენი ხუთი კი, შესაბამისი დონეების (სექტორების) შესასვლელებში. უხილავი სხივები ყოველ გამშვებ პუნქტზე, მოძრავ ობიექტს აშუქებდა. საგანგებო ოთახში განლაგებულ ელექტრონულ პუნქტს კი გადაეცემოდა შესაბამისი სიგნალი. ანუ, თუკი ადამიანს, რომელიც სხივებს გაივლიდა, აკრძალული მოწყობილობა ემაგრა სხეულზე, პულტზე წითელი ნათურა დაიწყებდა ციმციმს. ეს კი ნიშნავდა, რომ „ობიექტი” საგულდაგულო ჩხრეკას ექვემდებარებოდა.
1972 წლის 27 ივლისს, მესამე დონის სექტორში განლაგებულმა „ილკ-12-მა” ცენტრალურ პულტზე ნათურა წითლად ააციმციმა. „სუკის” მოსკოველმა თანამშრომლებმა კი, ლიფტთან 43 წლის თამაზ კაკაბაძე დააკავეს და თავაზიანად სთხოვეს, რომ მათ დაცვის ოთახში წაჰყოლოდა. კაკაბაძეს უშიშროების პოდპოლკოვნიკის წოდებაც ჰქონდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებს შორის, როგორც უაღრესად სანდო პიროვნება. პროფესიით ის ფიზიკოსი იყო და წარსულში ბირთვული ფიზიკის საკითხებზე მუშაობდა. ინდოეთში, სპეციალური მივლინების შემდეგ, ადგილობრივ ლაბორატორიაში მუშაობისას, მან მარცხენა თვალი დაკარგა, რაც მცირე აფეთქების შედეგი გახლდათ.  კაკაბაძეს ინდოეთშივე აღმოუჩინეს დახმარება და ორი თვის მერე, სამშობლოში პოდპოლკოვნიკის ჩინით, მაგრამ შუშის თვალით, დაბრუნდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, კაკაბაძე ეშერის ლაბორატორიაში გაამწესეს და იქ, ის უკვე ექვსი წელი მუშაობდა.
დაკავებულ კაკაბაძეს საგულდაგულო ჩხრეკა ჩაუტარეს სპეცაპარატურით და შუშის თვალში მიკროფოტოაპარატი აღმოუჩინეს, რომელიც „ცეერუში” იყო დამზადებული. ჯაშუში „მერკური” კი  ამ ეშმაკური მოწყობილობით სარგებლობდა. მან აღიარა, რომ „ცეერუმ” ის ინდოეთში გადაიბირა და სულ მალე აშშ-ში აპირებდა გაქცევას. „მერკური” მოსკოვში ჩაიყვანეს და სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ, შესთავაზეს, რომ ჯაშუშობა საბჭოთა კონტრდაზვერვის პატრონაჟით გაეგრძელებინა, რაზეც ის დასთანხმდა. ამგვარად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, კაკაბაძე ლენგლიში უამრავ „საიდუმლო” ინფორმაციასა და ფოტომასალას გადასცემდა, რაც სინამდვილეში, დეზინფორმაცია იყო და შეცდომაში შეყავდათ აშშ-ის ცენტრალური დაზვერვა. მას მერე, რაც ლენგლიში ეჭვი აიღეს, რომ „მერკური” ჩავარდა, თამაზ კაკაბაძე გაასამართლეს, 15 წლით ციხეში ჩასვეს და „ლუბიანკაზე” გამოამწყვდიეს.
скачать dle 11.3