კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ დაუბრუნა თორნიკე ჯგერნაიამ ნაჩუქარი მანქანა თაყვანისმცემელს და რა სულისშემძვრელი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა მას

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

თორნიკე ჯგერნაიას ცხოვრებაში ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა ყოფილა, თუმცა, ყველა რომანს ის მაშინ ამთავრებს, როცა ყველაფერი იდეალურადაა. მეტიც, დასაწყისშივე იცის, რომ ეს ისტორიაც დამთავრდება. მის ცხოვრებაში უამრავი თაყვანისმცემელია, მათ შორის, მამრობითი სქესისაც, რომლებიც ძვირად ღირებული საჩუქრებითაც ანებივრებენ.
თორნიკე ჯგერნაია:
უცანური სიყვარულის ისტორიები მაქვს. ყველაზე მძიმე თემა  ჩემთვის სიყვარულია. როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვინც მე მიყვარდება ერთია და მე რა მინდა – მეორე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ უმიზეზოდ უყვარდებათ. სიყვარული, რომელიც მამშვიდებს, აღარ მინდა – ემოციურად უნდა დამანგრიოს. დაღეჭილი ფრაზაა სიყვარული არის ღმერთი. ღმერთი არაა თეთრწვერა ბაბუ, ღმერთი ხან ანგრევს, ხან აშენებს, ხან ძალიან მკაცრია, ხან თბილია – ყველაფერს იტევს.
– ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე” დაწერე, „ჩემი სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორია მოგითხროთ?”  ჩვენც გვიამბე...
მე ჩემი ისტორიები, ტკივილი, სიხარული პერფორმანსებით მიმაქვს ხალხთან, მაყურებელთან. მიმაქვს იმ ფორმით, როგორც მე მომხვდა გულში. აქედან გამომდინარე, მაყურებლის წინაშე, ყოველ ჯერზე შიშვლდები. ცხოვრებასაც  ასე ვუყურებ. ჩემი ცხოვრება ერთ დიდ პერფორმანსად ვაქციე.  მე როგორი ემოციაც მაქვს, ისეთს გადმოვცემ. სულ ვამბობ, რომ სუბიექტურები ვართ – ჩემთვის, რაც ტრაგედია და სულისშემძვრელია, შეიძლება, ვიღაცისთვის ასე არ იყოს, ეს გათვითცნობიერებული მაქვს და არ ვითხოვ, რომ სული შეგეძრას. არ მწამდა ერთი ნახვით სიყვარულის. ძალიან ძნელია თორნიკე ჯგერნაიაზე ერთი ნახვით მოახდინო შთაბეჭდილება. იყო ერთი ადამიანი, რომელსაც შემთხვევით შევხვდი. მივხვდი, რომ ეს ის არ არის, ვისაც  ვეძებდი, სრულიად ანტიპოდი იყო იმისა, რაც მინახავს და ვისთანაც ურთიერთობა მქონია.
– რით მოგხიბლა?
–  იმან აღმაფრთოვანა, რომ გაბედა, წინ გადამიდგა და დამანახვა: მე სრულიად საწინააღმდეგო ტიპი ვარ და შენს წინ ვდგავარო. სიტუაცია იყო ასეთი – უნდა გამევლო, ჩემი გზა იყო და უცებ, გადამეღობა: არ მიშვებს და მეუბნება, გვერდიდან მოუარე, გზა დაიგრძელე, იმიტომ რომ, მე ვდგავარ აქო. მე ამას არ ვარ მიჩვეული. მოვიქეცი ისე, როგორც არასდროს მოვქცეულვარ – რქებით გავიტანე, ვეცადე, მისთვის ადგილი მიმეჩინა. უბრალოდ, როცა გავიარე, მივხვდი, რომ „ეს ის იყო”. ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ეს სასიყვარულო ისტორია, ორი წელი.
– რატომ დაშორდი?
ყოველთვის, როცა სასიყვარულო ურთიერთობა იწყება, ვიცი, რომ ისევ მარტო ვიქნები. ანუ, თავიდანვე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა განწირულია დასრულებისთვის. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. მე, როგორც ხელოვანი, ვერ ვეგუები გახუნებულ ფერებს და როგორც კი, ურთიერთობა ნორმა ხდება, ეს არის ჩემთვის გახუნების პერიოდი. ურთიერთობის გახუნებისთანავე პირველივე დღეს, როდესაც ურთიერთობა ხუნდება მოწმენდილ ცაზე ვამთავრებ ყველაფერს. ოღონოდ იმას ჰგონია, რომ მოწმენდილი ცაა. უმრავლესობისთვის კი, როგორც კონსენსუსი მოდის, ეს არის ნორმა. არის ეტაპი, როცა დარწმუნებული ხარ, ამ ადამიანთან მთელი ცხოვრება იქნები. ერთ მშვენიერ დღეს კი ვიჭერ ჩემს თავს, რომ ეს ყველაფერი დამანგრევს, როგორც შემოქმედს. იმიტომ რომ, შევამჩნიე, თავდაყირა დგება ჩემი ცხოვრება და ამაზე მე  რეაქცია არ მაქვს. ისე გადის ერთი წელი, რომ ახალ ნაკეთობას არ ვქმნი. ოღონდ, არა იმიტომ, რომ სულ მასთან ხარ, უბრალოდ, არ გინდება, სავსე ხარ. ამიტომ, ფსონი ბოლოს საკუთარ თავზე  გავაკეთე.
– არჩევანი საყვარელ ადამიანსა და კარიერას შორის გააკეთე?
– არჩევანი არა კარიერის, არამედ ჩემი ცხოვრების სასარგებლოდ გავაკეთე. ჩემთვის სულისშემძვრელია ის, იმიტომ რომ, არჩევნის წინაშე ვდგები. ჩემი ნაკეთობები ჩემთვის სულიერია, უმრავლესობისთვის კი ის ნივთია. არჩევანს ამ ნივთსა და ადამიანს შორის აკეთებ. ეს იყო ყველაზე რთული, რაც შეიძლება, ადამიანს დაემართოს. ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე ჯვარია ეს.
– და ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, სიყვარულიც გაქრა?
–  იყო მომენტი, როცა დავშორდი და მაინც მიყვარდა. სიყვარული ნივთი ხომ არ არის, რომ აიღო და გადადო. იგივე, ღალატზე რომ იციან, მიღალატა და არ ვუყვარვარო. შეიძლება, ადამიანი გღალატობს, მაგრამ ეს გრძნობა ხომ თან დააქვს. ვერ გადადებ ამ გრძნობას. მეორე, ის, მე რა რეაქცია მექნება. ღალატის გამო შეიძლება, დავშორდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ან არ ვუყვარვარ. ჩვენ შევხვდით და მე ყველაფერი ავუხსენი. ის ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ჩვენი ურთიერთობა, მე კი ათი ამოსუნთქვა გავაკეთე და მეთერთმეტეზე ახალი ცხოვრება დავიწყე. განიცადა, მაგრამ შევეცადე, ფაქტებით ამეხსნა, რომ როგორც შემოქმედს, მე მანადგურებს. დრო მოვა და მისთვისაც დამთავრდება.  პირველი სიყვარულის მერე, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი და იმდენად მძაფრი, ამაზე დღემდე მიჭირს ემოციების გარეშე საუბარი. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს. არა, მე მოვინელე.
– შენთვის სიყვარული სექსთან მიდის?
– ჩემთვის არ მიდის სიყვარული სექსთან, თუმცა მისი შემადგენელი ნაწილია. მე ჩემს ნაკეთობებთან იდეალური სექსი მაქვს. სავსე გრძნობა ჩემს შემოქმედებასთან მაქვს.  
– ბევრს ლაპარაკობენ შენს ორიენტაციაზე...
– სიყვარული ჩემთვის არ იზომება, არ იწონება, არ აქვს სქესი. სიყვარული ჩემთვის ღმერთივითაა. სიყვარულს ვუყურებ მარტივად კი არა, ზეაღმატებულად.
– მამაკაცი თაყვანისმცემლები გყავს?
–  მყოლია და მყავს კიდეც.  „ფეისბუქში” დამიდვია სქრინები, საიდანაც ჩანს, რომ ის  გოგოს დაწერილი არ არის. ყოფილა შემთხვევა,  მამაკაცისგან ბევრი ყვავილი მოსულა ჩემთან მანქანით. ერთი საათი ამოჰქონდათ და მერე უკან გაჰქონდათ. იყო პერიოდი, ყოველ დღე  უამრავი ვარდი მხვდებოდა და არ მთავრდებოდა არასდროს. ხალხი ბრაზდებოდა კიდეც, ფოტოებს რომ ვდებდი „ფეისბუქზე.”  ყოფილა შემთხვევა, მეგობარი მგონებია და აღმოჩნდა, თაყვანისმცემელი. ერთი ძალიან სასაცილო ტიპი იყო. ეგონა, თუ ულტრამილიონერის იმიჯი არ ექნებოდა, გამარჯობას არ ვეტყოდი. ყველაფერი გააკეთა და შეიქმნა ეს იმიჯი. ტიპმა მოიგონა, რომ იყო მილიონერი, ოღონდ იდეალურად.
– ყველაზე ძვირად ღირებული რა უჩუქებიათ?
– ერთ მშვენიერ დღეს, გადავიხედე აივნიდან და ვხედავ, საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა დგას წითელი ბაფთით. მაგრამ, როგორ მარტივადაც ვიღებ, ისე მარტივად ვაბრუნებ. დამთავრდა ურთიერთობა და არ დაიბრუნა, მაგრამ  თვითონვე უკან დავუყენე. ძალიან რომანტიკული ურთიერთობებიც მქონია, ძვირად ღირებული საჩუქრებიც მიმიღია და ყოფილა შემთხვევა, არ მიმიღია. ბოლო ურთიერთობას თუ გავიხსენებ, პირდაპირ  ვუთხარი: არ მჭირდება, იმდენად დიდია შენთან ურთიერთობის სიამოვნება, სავსე ვარ მთლიანად-მეთქი.
скачать dle 11.3