კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ მოვუაროთ ზამთარში დახეთქილ კანს და როგორი კვებითი რაციონია საჭირო იმუნიტეტის გასაძლიერებლად

თათია ფარესაშვილი მარიამ ციცქიშვილი

 ყოველ სეზონს თან ახლავს თანმდევი დაავადებები, რაც პერიოდულად, ყველა ჩვენგანში თავს იჩენს. ამ მხრივ ყველაზე პრობლემური კანი და მისი მოვლაა. ზამთრის დადგომასთან ერთად, გახშირდა კანის დახეთქვა, გამოშრობა, ტუჩების დასკდომა –  ეს ის სიმპტომებია, ხშირად რომ გვაწუხებს. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადებები, რა პროცედურებია პროფილაქტიკისთვის და რა რჩევებს აძლევს მოზარდებსა და ახალბედა მშობლებს  ექიმი-დერმატოლოგი ლია ჭითანავა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როგორ შეიძლება, ავარიდოთ ბავშვებს ზამთრის დაავადებები. კონკრეტულად კი, კანის დასკდომა სახესა და ხელებზე?
– ზამთარს ყოველთვის თან სდევს მსგავსი დაავადებები. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, კანი იწყებს გამოშრობას, დასკდომას, კარგავს ტონუსს. უპირველესად, სანამ სახლიდან გავალთ სიცივეში, უნდა წავისვათ სპეციალური კრემები, რომლებიც ატენიანებს სახეს. არის სხვადასხვა სახის კრემები, რაც რეკომენდებულია ბავშვებისათვის და მისი მოხმარება ნებისმიერი ასაკიდან შეიძლება. რაც შეეხება ხელზე კანის დასკდომას, რაც უფრო ხშირია ზამთარში, სასურველია, დღეში რამდენჯერმე წავისვათ ხელის მკვებავი კრემი.
– კვების რაციონით თუ შეიძლება, ხელი შევუწყოთ კანის გაჯანსაღებას?
– რა თქმა უნდა, აუცილებელიც კია. კვების რაციონი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბავშვმა უნდა ჭამოს თევზი, ზღვის პროდუქტები, სტაფილო, გოგრა, საკვები, რომელიც მდიდარია A  ვიტამინით. თუმცა, მოზრდილთა შემთხვევა სულ სხვაა – გარდატეხის ასაკში ხშირად აქვთ ეგრეთ წოდებული „ახალგაზრდათა აკნე“, რომლის მიზეზიც ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია, არასწორი კვება, ჭარბი წონა, ენდოკრინული და სხვა სახის დაზიანებაა. ამიტომ, განსაკუთრებით უნდა მოუარონ სახის კანს ზამთრის პერიოდში, რომ უფრო მეტად არ გართულდეს კანზე არსებული დაავადება. უპირველესად, სასურველია, კვებით შეუწყონ ხელი. მიიღონ ნატურალური საკვები, მაქსიმალურად შეზღუდონ ჭარბი ცხიმი, ნახშირწყლები, ტკბილეული, ასევე სასურველია, მოხარშული საკვები და არა შემწვარი. მოზარდებში, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მინიმუმამდე შეამცირონ თამბაქოს მოწევა და ყავის დიდი რაოდენობით სმა. ორგანიზმი არ უნდა დაიტვირთოს მჟავებით, პირიქით, უნდა გატუტიანდეს, დაიტვირთოს ისეთი ბოსტნეულით, როგორიცაა ბოლოკი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო. აკნე არ უშლის ხელს მოზარდს, წაისვას დამატენიანებელი კრემები – ულტრადამატენიანებელი კრემი, რომელიც ყველა ტიპის კანისათვისაა.
– რაც შეეხება ტუჩის დასკდომას – როგორ ავიცილოთ თავიდან ის?
– არსებობს ჰიგიენური პომადები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მოზრდილთათვის. რაც შეეხება სახლის პირობებში თავის მოვლას, სასურველია A ვიტამინის მიღება ზეთოვანი საფენებით. მარლაზე წაუსვით და დაიდეთ ტუჩზე რამდენიმე წუთით, ეს დაგვეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ტუჩის დასკდომა. ასევე, კარგია არგანის ზეთი, თაფლის წასმაც ტუჩზე. თუმცა, თაფლი ძლიერი ალერგენია და ამიტომ, ალერგიულებისთვის არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პატარების შემთხვევაში. მშობელმა უნდა იცოდეს მისი შვილი რა პროდუქტზეა ალერგიული.
– შეიძლება, თუ არა ზამთარში ბავშვს გაუმწვავდეს დიათეზი ან გაუჩნდეს ჰერპესი?
– დიახ, ჰერპესი დაბალი იმუნიტეტის ბრალია. მისი მკურნალობა შეიძლება, ანტივირუსული მალამოებით. თუმცა, შეიძლება, გართულდეს კიდეც. ამიტომ, სასურველია, ექიმის ჩარევა ადრეულ ეტაპზე და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. რაც შეეხება დიათეზს, ეს იგივეა, რაც ატიპიური დერმატიტი. ეს არის ორგანიზმის წინა განწყობა ალერგიისადმი, რაც შესაძლოა, გენეტიკურიც იყოს და სეზონურობასთან კავშირშიც. ამ დროს მნიშვნელოვანია, ბავშვმა ხელები ანტიალერგიული საპნით დაიბანოს და იხმაროს გელი, რომელიც არ შეიცავს ტუტეს.
– როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში?
– მთავარია, ზამთარში კანი გამოკვებოთ, რაც შეიძლება, სწორად იკვებეთ და გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემები, რათა  კანი არ გამოშრეს. კრემი უნდა წაისვათ რეგულარულად, რაც მთავარია, სიცივეში გასვლის წინ. რაც მთავარია, კანის ტიპს მოარგოთ და სასურველია, ის გამოიყენოთ არა მხოლოდ ზამთარში, არამედ წელიწადის სხვა დროსაც.
– როგორ შეიძლება, მოვამზადოთ კანი ზამთრამდე, რომ შემდეგ სეზონზე არ გამოგვიშრეს?
– ძირითადად, აქაც საკვები პროდუქტებით, რაც შესაძლებელია ზაფხულში ხილით. გარგარი ძალიან კარგია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს. კვებითი ხელშეწყობა ნებისმიერ სეზონზე ძალიან კარგია. თუ ამ ყველაფერს ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყებთ, კანის დაავადებები ზამთარში უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ და შესაბამისად, უფრო უმტკივნეულოდ გადაიტანთ ამ სეზონსაც.
скачать dle 11.3