№5 ხასიათი სავარცხელში
შეესაბამება თუ არა სიმართლეს, არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, ქალი როგორ სავარცხელსაც იყენებს, ისეთივე ხასიათი აქვს და მამაკაცებთან ურთიერთობაცო. როგორი სავარცხელი გაქვთ თქვენ? მოცემული ვარიანტებიდან ამოირჩიეთ ერთი და გადაამოწმეთ.
1. მრგვალი ჯაგრისი – გარშემო, წრიულად აქვს კბილები;
2. ვიწრო, ბრტყელი სავარცხელი – ჯაგრისი;
3 მრგვალი, ზედაპირზე ბევრი კბილით – ჯაგრისული;
4. ჩვეულებრივი პატარა, ვიწრო სავარცხელი – ლითონის;
5. შავი, ვიწრო და გრძელი სავარცხელი – თანაბარი კბილები;
6. რბილი, ფუმფულაკბილებიანი ჯაგრისი-სავარცხელი.
გააკეთეთ არჩევანი?
ახლა ნახეთ შედეგი:
1. ასეთი თუ აარჩიეთ, თქვენ ხართ „ნიმფა“ – ქალურობისა და სინაზის განსახიერება. მამაკაცებს ერთი შეხედვით ატყვევებთ. გარდერობში ფრიალა კაბები და ყვავილების პრინტიანი ბლუზები გაქვთ. საოფისე სამსახურის მაგივრად, უფრო შემოქმედებითი სამუშაო გიზიდავთ, ბავშვებთან, ქველმოქმედებასთან დაკავშირებული.
2. ასეთი სავარცხელის არჩევა ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი, მკაცრი და პირდაპირი ხართ. საკუთარ მოსაზრებას ძალითაც დაიცავთ. მამაკაცების გვერდით იბრძვით. ვერ იტანთ მოუხერხებელ ფეხსაცმელს. ვერ ძლებთ არაკომფორტულ გარემოში. ვერ ეგუებით შეზღუდვებს მამაკაცის მხრიდან. გულკეთილი და მიმზიდველი ხართ. გულში არ იტოვებთ წყენას და არ აგროვებთ ნეგატივს. საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრობთ.
3. მინიმალისტი – იდეალური წესრიგი უნდა გქონდეთ გარშემო. ფულს ქარს არ გაატანთ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში დახარჯავთ. თუმცა, მოგზაურობაზე, განათლებასა და ჯანმრთელობაზე არაფერს დაიშურებთ. გარშემოც კი არ გყავთ ზედმეტი ადამიანები. გარდერობში მხოლოდ ხარისხიანი და პრაქტიკული ნივთები გაქვთ. კარგი დიასახლისი და იდეალური დედა ხართ.
4. ავანტიურისტი – თავისუფლებისმოყვარე და ამყოლი ხართ. გიყვართ გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები. ხშირად უცვლით მეგობრებს სამოსს, აადგილებთ ავეჯს. უამრავი გასართობი გაქვთ. ხშირად მოგზაურობთ და არც სამსახურის მარტივად შეცვლაა თქვენთვის პრობლემა.
5. კონსერვატორი – სტაბილური ადამიანი ბრძანდებით. მდიდრული გემოვნება გაქვთ და შეხედულებებსაც დალაგებულად გადმოსცემთ. მცირე ცვლილებები კი თქვენში სტრესს იწვევს. მდიდრული და ხარისხიანი უნდა გქონდეთ სამოსიც, ნივთებიც და ავეჯიც. გირჩევნიათ გავლენიანი და წარმატებული მეგობრები გყავდეთ.
6. ბიზნესვუმენი – ყველასი და ყველაფერის გაკონტროლების სურვილი გაქვთ. ძლიერი და მიზანსწრაფულიც ხართ. ყველამ იცის, რომ თქვენთან ხუმრობა არ გაუვა და თავდაჭერილად იქცევა. სამოსში მკაცრ სტილს ანიჭებთ უპირატესობას. პარტნიორისადმი განსაკუთრებული მოთხოვნები გაქვთ და დაღვინებული უფრო მიიღებთ დაქორწინების გადაწყვეტილებას. თქვენზე ვერავინ იტყვის, არასერიოზული და გაუწონასწორებელიაო.
ელენე წულუკიძე