№5 მარტივი დიეტა და 3 დღეში, მინუს 3 კილოგრამი
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
ეს დიეტა საკმაოდ სწრაფ შედეგს იძლევა და თან, აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ, სამი დღის განმავლობაში, ყოველ მითითებულ მონაკვეთში, მიირთვით ის პროდუქტი, რომელიც იმ დროისთვისაა განკუთვნილი. დღის განმავლობაში მიიღეთ იმდენი სითხე, რასაც ორგანიზმი გთხოვთ.
9:00 საათი – 1 ჭიქა მწვანე ჩაი, ერთი ულუფა შვრიის ფაფა ცოტა ქიშმიშითა და ნიგვზით.
12:00 საათი – ერთი ულუფა წიწიბურა, 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი და სალათის ფურცლები.
15:00 საათი – თევზი ბოსტნეულით;
18:00 საათი – 1 ჭიქა მწვანე ჩაი, ორი ცალი მოხარშული კვერცხი, უცხიმო ხაჭო;
20:00 საათი – 1 ცალი გრეიპფრუტი.