№5 კითხვა-პასუხი
კითხვა: ჩემს გარშემო, ბევრი იყენებს სახის ბაზისს. როგორ მოვიხმარო ის და რისთვისაა სასურველი?
პასუხი: ბაზისი გამოიყენება დამატენიანებლის შემდეგ, ტონალური კრემის წასმამდე. ის გვეხმარება გლუვი ზედაპირის შექმნაში, რაც აადვილებს ტონალურის სწორად და უდანაკარგოდ გადანაწილებას. მწვანესაფუძვლიანი ბაზისი აქრობს სიწითლეს სახეზე, ხოლო, ბაზისი ლავანდის საფუძვლით, მკრთალ კანს ახალისებს. გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი, ძალიან ადვილად ანაწილებს ტონალურს. ასევე, არსებობს თვალის ბაზისი, რომელიც გამოიყენება ჩრდილების გამოსაკვეთად და მათი მთელი დღით შესანარჩუნებლად. წაისვით ბაზისი მთელ სახეზე და დაელოდეთ 1-2 წუთს, სანამ ტონალურს გადაისვამთ.
კითხვა: თვალის გარშემო მაქვს გენეტიკურად მუქი შეფერილობის კანი და მუდმივად მის შენიღბვას ვცდილობ კორექტორით. თუმცა, ჩემი კანისთვის მისაღები კორექტორი ვერ ვიპოვე. რას მირჩევთ?
პასუხი: კორექტორი გამოიყენება მუქი წრეების, ასაკობრივი ლაქების, დიდი ფორებისა და სხვა მცირე ნაკლოვანების დასაფარად. კორექტორი ჰგავს ტონალურს, თუმცა უფრო სქელი ტექსურისაა და სხვადასხვა პიგმენტის დასამალად გამოიყენება. ისევე, როგორც ტონალური, კორექტორიც რამდენიმე სახისაა: თხევადი, კრემოვანი და სტიკი. კორექტორი ტონალურამდე უნდა წაისვათ. თხევადი – კარგია ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის, ადვილად ნაწილდება და კარგია სხვადასხვა სიწითლის დასაფარად. გლუვი დაფარვის მქონე კორექტორი უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე ჩვეულებრივი. სტიკი – კარგია ნორმალური, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. მისი სქელი, კრემოვანი ტექსტურა საშუალებას იძლევა, კარგად დაფაროს პრობლემური ადგილები, განსაკუთრებით კი თვალქვეშა წრეები და ცხვირის და ტუჩის გარშემო. კრემოვანი კი – ნორმალური, კომბინირებული, მგრძნობიარე ან მშრალი ტიპის კანისთვისაა კარგი. ის იდეალურია თვალქვეშა წრეებისა და სხვადასხვა ლაქის დასაფარად.
კითხვა: რომელი რუჯი რა სახის ნაკლოვანებებს ფარავს და რომელი ტექსტურისაა უფრო მისაღები?
პასუხი: რუჯი ლოყებსა და ღაწვებზე ბუნებრივი ფერის მისაღებად გამოიყენება. არსებობს პუდრი რუჟი, თხევადი, კრემოვანი და სტიკი. პუდრი რუჯი – კარგია ჩვეულებრივი სახის კანისთვის. დაპრესილი რუჯი ბუნებრივად გამოიყურება და მისი წასმა უფრო ადვილია, თან კანის ცხიმსაც ადვილად იწოვს. თუმცა, პუდრი რუჯი თხევადზე ნაკლებ ხანს ძლებს და შეიძლება, ოდნავ ფერიც კი შეიცვალოს, როდესაც კანში კარგად გაჯდება. თხევადი რუჯი – სხვადასხვა ფორმით გვხვდება და კარგია როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. ასეთი რუჯი დიდხანს ძლებს და ფერიც უფრო შენარჩუნებადია. სამწუხაროდ, მას ნაკლებად ბუნებრივი ეფექტი აქვს და ოდნავ რთულადაც ნაწილდება კანზე. კრემოვანი რუჯი – მშრალი კანისთვის იდეალური პროდუქტია, რომელიც კიდევ უფრო დაატენიანებს და ახალგაზრდულ მბზინვარებას შესძენს კანს. სტიკი – კრემოვანი ტექსტურა ადვილად ნაწილდება ღაწვებზე და შესანიშნავ ეფექტს ანიჭებს სახეს. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ისიც, რომ მაკიაჟის პროდუქტები, მით უმეტეს რუჯი, დიდიხანს არ ძლებს და ვადა გასდის.