კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ დაიწყო ბერიამ ანტარქტიდის ათვისება და ვინ ჩააფლავა ის

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას დასავლეთელი მკვლევარ-პუბლიცისტები თავიანთ ნაშრომებში მოიხსენიებენ – „საბჭოთა საიდუმლო პროექტების მამად” და ბევრს წერდნენ „რკინის მარშლის” ღვაწლზე ატომური იარაღის შექმნის საქმეში. მაგრამ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ატომური ბომბის შექმნის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ეგრეთ წოდებული „თეთრი პროექტი“ – ანუ ანტარქტიდის ათვისება, რომელიც ზესაიდუმლო ვითარებაში ხორციელდებოდა და საკითხთა მრავალ სპექტრს მოიცავდა.
„თეთრი პროექტი”, როგორც მკვლევარ-ისტორიკოსები ამტკიცებენ, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციანი წლების მიწურულს მოუვიდა თავში სტალინს და საკმაოდ ტევადი ჩანაწერებიც გააკეთა ამის შესახებ. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ კი, უკვე სერიოზული პროექტიც შედგა და 1939 წლის ივლისში ლავრენტი ბერიასაც გააცნო. თუმცა, მისი განხორციელება გადაიდო, რადგან მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ამის საშუალებას არ იძლეოდა. მხოლოდ 1946 წელს „ამოტივტივდა” საიდუმლო პროექტი და ეს ბერიას ინიციატივით მოხდა. ერთ-ერთი პირადი შეხვედრისას, ბერიას სტალინისთვის უთქვამს – ანტარქტიდა, როგორც ბუნებრივი რესურსებით, ასევე სამხედრო-სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და „თეთრი პროექტის” განხორციელება ხომ არ დაგვეწყოო... სტალინს, ბერიასთვის მოქმედების ვიზა მიუცია და „თეთრი პროექტიც” ადგილიდან დაიძრა.
ანტარქტიდის საფუძვლიანად დასაზვერად, საბჭოეთმა სპეციალურად ააგო სამი უზარმაზარი გემი, რომლებსაც ანტარქტიდის მკაცრ პირობებში შეეძლოთ გადაადგილება. გემთმშენებლობაში კი გამოიყენეს იაპონური ტექნოლოგიები, რომლებიც ბერიას მზვერავებმა ცხვირწინ ააცალეს ამერიკელებს დამარცხებულ იაპონიაში და საბჭოთა კავშირში ჩამოიტანეს. ადმირალი გრიგორი ივანეს ძე ლევჩენკო იხსენებდა: „1946 წლის დეკემბერში სტალინთან გამომიძახეს, მის კაბინეტში ბერიაც იმყოფებოდა. ორივემ ხელი ჩამომართვა და მათთან საუბრის შემდეგ შევიტყვე, რომ სათავეში უნდა ჩავდგომოდი სამი უახლესი გემის საიდუმლო მშენებლობას, რომლებშიც სპეციალური იაპონური ტექნოლოგიები იქნებოდა გამოყენებული და ისინი დაუბრკოლებლად იმოძრავებდნენ ანტარქტიდაში. გემები, წელიწად-ნახევარში ავაგეთ და ბერიამ პირადად შემაქო  და თან სტალინის მადლობაც გადმომცა გაწეული მუშაობისთვის.”
„თეთრი პროექტის” განხორციელება ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა. პირველი – საბჭოეთს, თეთრ კონტინენტზე მდიდარი ბუნებრივი რესურსების: გაზის, ნავთობის საბადოები უნდა აღმოეჩინა და მათი ამოქმედებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებინა. მეორე – უნდა შექმნილიყო სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო და სარაკეტო ბაზები, სადაც საბჭოთა საჯარისო, სპეციალური ნაწილები განლაგდებოდნენ. ბერიამ, ჩვეული ენერგიითა და პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი საქმეს და 1948 წლის მარტში, სტალინს უკვე მაგიდაზე ედო იმ უზარმაზარი ტერიტორიის რუკა, სადაც „წითელი არმია” ჩადგებოდა. აგრეთვე, აღმოჩენილი ბუნებრივი რესურსებით სპეციალური რუკაც. ზედ მონიშნული იყო ის ადგილებიც, სადაც უნდა განხორციელებულიყო განსაკუთრებით ძვირფასი თევზის რეწვა. აგრეთვე, წყლის სხვა ბინადრების მოპოვება სხვადასხვა დანიშნულებით. „თეთრი პროექტი”, ბერიას ინიციატივით კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში დამატებითი ელემენტები შევიდა – კერძოდ კი, ანტარქტიდაზე უნდა აშენებულიყო სამი უმძლავრესი საპელენგაციო სადგური, რაც ააშენეს კიდეც. 1950 წელს კი, მომცრო, საცდელი ობსერვატორიაც დაიდგა, თუმცა, ორივე განადგურდა 1954 წელს, ხრუშჩოვის ინიციატივით, რადგან არარენტაბელურად ცნო ისინი. ამურის – კომსომოლსკში კი, აშენდა ბერიას სახელობის საიდუმლო გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც საანტარქტიდო ხომალდებს აშენებდა და 1953 წლისთვის საბჭოთა ფლოტს 12 ასეთი გემი ჰყავდა. საბჭოთა არმიაში კი ჩამოყალიბდა  ეგრეთ წოდებული „თეთრი ფორმირება”. მასში 30 ათასი სანიმუშოდ მომზადებული რიგითი ოფიცერი და გენერალიტეტი შედიოდა. მათ, განსაკუთრებულ პირობებში ამზადებდნენ და ამარაგენდნენ ეგრეთწოდებული „არქტიკული ტექნიკით”, რომელიც საგანგებოდ მზადდებოდა გასაიდუმლოებულ საბჭოთა ქარხნებში. ერთ-ერთი ასეთი არქტიკული თვითმფრინავის მოდელი თბილისის ¹31-ე საავიაციო ქარხანაშიც შემუშავდა, თუმცა, დღის სინათლე ვეღარ იხილა, რადგან ბერია ვერაგულად მოკლეს. პროექტი კი დახურეს და მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 1980 წელს გაახსენდათ ის, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. „თეთრი პროექტის” ბერიასეულ ვარიანტში, ანტარქტიდაზე უნდა აშენებულიყო მრავალპროფილიანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. იქ, გამოჩენილ საბჭოთა სწავლულებს საშუალება მიეცემოდათ, მრავალმხრივი მედიკო-ბიოლოგიური და ქიმიო-ფიზიკური ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ, რაც დიდ ბიძგს მისცემდა მეცნიერების ამ დარგის განვითარებას. ბერიასთვის უმნიშვნელოვანესი იყო დიდი სარაკეტო-გასაშვები პლაცდარმის მშენებლობა. ანუ, არქტიკული კოსმოდრომისა და ეს საქმე ბრწყინვალე ქართველ ინჟინერ-მშენებელს, არჩილ გელოვანს ჰქონდა ჩაბარებული. გელოვანი იხსენებდა: „ბერია უნიჭიერესი ადამიანი იყო. მის კაბინეტში არაერთი საათი გავატარე და თვალწინ დამიდგა,  თუ რა აღტაცებით მიხსნიდა თავისი იდეის ნიუანსებს, როგორი ყურადღებით ისმენდა ჩემს ყოველ შენიშვნას ამ მშენებლობასთან დაკავშირებით.” თუმცა, ანტარქტიდასთან დაკავშირებული, ყველაფერი ბერიასეული, წამში იქნა გაუქმებული ბერიას მკვლელობის შემდეგ და „თეთრი პროექტისგან” ქვა-ქვაზე არ დატოვეს შეთქმულებმა (ბერიას მკვლელებმა). თანაც, ეს ზესაიდუმლო პროექტი ხრუშჩოვის მთავრობის მიერ გასაჯაროვდა (ინფორმაციამ გაჟონა). ამით კი ამერიკელებმა ისარგებლეს და ყველაფერი იღონეს, რომ ანტარქტიდაზე საბჭოელებს ფეხი აღარ დაედგათ. თავად კი, ინტენსიურად შეუდგნენ მის ათვისებას და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. როგორც მკვლევარ-ისტორიკოსებსა და სერიოზულ ექსპერტებს მიაჩნიათ, ბერიას რომ დასცლოდა და ანტარქტიდაზე „თეთრი პროექტის” ათი პროცენტი მაინც განეხორციელებინა, საბჭოთა კავშირი 1970-1975 წლებისთვის, პირველი იქნებოდა მსოფლიოში ეკონომიკის თვალსაზრისით. მისი ძლევამოსილი არმია კი, დედამიწის სამ მეოთხედს გააკონტროლებდა. თუმცა, ეს არ განხორციელებულა. ბერია მოკლეს, პროექტი კი დახურეს და მძლავრი ქვეყანა უფსკრულისკენ გაექანა.
скачать dle 11.3