კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მართლმადიდებლურად რომელია სწორი საქციელი – უნდა ჩაერიო გარშემო მყოფთა დავასა და კამათში, თუ თავი უნდა შეიკავო?
პასუხი:
მოყვასის სიყვარული ჩვენგან მოითხოვს, როგორც, შეძლებისდაგვარად, ყველასთან მშვიდობის შენარჩუნებას, ასევე, სხვებს შორის სიმშვიდისა და სიამტკბილობის ჩამოგდებას. ჭეშმარიტი ქრისტიანი გულგრილად ვერ უყურებს ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ადამიანებს და ყველანაირად შეეცდება, მათ შორის დაპირისპირების აღმოფხვრას.
კითხვა: ახლობელი წყენას რომ მომაყენებს, დიდხანს ვერ ვივიწყებ, რაც ძალიან მაზიანებს. როგორ გავთავისუფლდე ამისგან?
პასუხი:
უფალს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. ადამიანს რომ ბევრი ქრისტიანული სათნოება გააჩნდეს, მაგრამ ჰქონდეს ბოროტი მეხსიერება, მისი გაკეთებული ყოველი საქმე მაინც უნაყოფოა. ამიტომ, ეცადეთ, გულიდან ამოიკვეთოთ მტრობის ფესვები და ყველასთან დაამყაროთ მშვიდობა, რის გარეშეც, ვერ დაიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს.
კითხვა: დედაჩემი ძალიან ცრუმორწმუნეა და ცდილობს, მეც დავიცვა ეს წესები. მე სხვაგვარად ვფიქრობ. ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება, დედას შევეწინააღმდეგო?
პასუხი:
ზოგადად, შვილი დედას უნდა უჯერებდეს, მაგრამ როცა საქმე ისეთ საკითხს ეხება, როგორიც ცრურწმენა და სხვადასხვა რიტუალია, რაც უფალს გაშორებთ, ნუ დაუჯერებთ დედას. ნურასდროს აჰყვებით ცრურწმენას. ბოროტ ძალას სურს ადამიანის ყურადღება ისეთ საკითხზე გადაიტანოს, რაც მეასეხარისხოვანია და ამით დააშოროს ჭეშმარიტებას. ნუ მოექცევით დედის გავლენის ქვეშ და შეეცადეთ, მშვიდად აუხსნათ, რომ ცდება.
კითხვა: გამიგია, ვინც ეკლესიას ააშენებს, უფალი მას ყველა ცოდვას შეუნდობსო. დღესდღეობით, ბევრი ტაძარი შენდება, თუმცა ცოდვებიც მომრავლებულია. მართლა მიეტევება ეკლესიის აღმშენებელს ყველა ცოდვა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ უცხოვრია მას?
პასუხი:
თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ეკლესია ცოდვების მონანიების მიზნით ააგო და არ ცდილობს, შეცვალოს თავისი შინაგანი სამყარო, ასეთ მშენებლობას აზრი არ აქვს. ტაძრის მაშენებელს ბევრად მეტი მოეთხოვება ღვთის წინაშე, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. მან ჯერ საკუთარ სულში უნდა ააგოს ტაძარი, რადგან მთავარია, წრფელი გული და არა შესაწირავის რაოდენობა. შესაძლოა, მდიდარმა ბევრი შესწიროს უფალს, ღარიბმა კი მცირედი, მაგრამ იმ მცირედს უფრო შეიწირავს ღმერთი, თუ თავმდაბლობითა და ქრისტიანული მადლითაა შეწირული.
კითხვა: ჩემი ახლობელი ცოდვაში ჩავარდა და სამწუხაროდ, არ ცდილობს, თავი დააღწიოს თავის ცოდვილ მდგომარეობას. ამის გამო, ხშირად ვეჩხუბები. ცოდვად ხომ არ მეთვლება ეს ჩხუბი?
პასუხი:
უპირველესად, ქრისტიანი ვალდებულია, ილოცოს მისთვის, ვინც უფლისადმი არასათნო გზაზე დგას. ამით ცოდვილს მადლი მოეფინება. რაც შეეხება ჩხუბს, მცდარ გზაზე დამდგარის გაკიცხვა და მკაცრად მოპყრობა ცოდვად არ ჩაგეთვლებათ მაშინ, როდესაც იგრძნობა, რომ თქვენ გიყვართ ის და მისი გადარჩენა გინდათ. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას, ეცადეთ, გაარკვიოთ, რა უფრო მოქმედებს მასზე. ხშირად მოფერება, გულისხმიერება და სათნოება გადაარჩენს ხოლმე ადამიანს.скачать dle 11.3