კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე და რა დამატებით შემოსავლებს იღებს ის, პარლამენტის წევრობის პარალელურად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე 1959 წელსაა დაბადებული ყაზახეთის ქალაქ ქოქშეთაუში, სამხედრო ექიმის ოჯახში. საქართველოში, კერძოდ, ბათუმში, 1974 წელს დაბრუნებულა. ილია ნაკაშიძემ ბათუმის N5 ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა  დაამთავრა, 1978-1984 წლებში კი  ვოროშილოვგრადის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა და კვალიფიკაციით, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. ასევე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და  საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ილია ნაკაშიძის სამუშაო გამოცდილება  1984 წელს ვოროშილოვგრადის კლინიკურ საოლქო საავადმყოფოში დაიწყო, სადაც ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად 1988 წლამდე იმუშავა. 1988 წლიდან 2010 წლამდე ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმად მუშაობდა. 1999-2000 წლებში ბათუმის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე იყო, 2000-2004 წლებში – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე (არ არის მითითებული, რომელი პარტიიდან), 2001-2005 წლებში –  ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის კათედრის გამგეც. 2016 წლიდან დღემდე შპს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-კონსულტანტია პედაგოგიურ და სამეცნიერო ნაწილში. 2010-2016 წლებში შპს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ხოლო 2016 წლიდან დღემდე შპს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-კონსულტანტია პედაგოგიურ და სამეცნიერო ნაწილში. 2016 წლის ნოემბრიდან კი, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.
ილია ნაკაშიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, ციური აბულაძე და ორი შვილი: 1994 წელს დაბადებული მიხეილი და 1996 წელს დაბადებული შოთა.
იმხანად უძრავ ქონებას ფლობდა მხოლოდ ციური აბულაძე – ორ ბინას ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. ილია ნაკაშიძე კი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას: იყო შპს „პარაცელსის“ პარტნიორი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2001 წლის განმავლობაში, ილია ნაკაშიძემ, როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, 2 280 ლარი მიიღო.
მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრად მიუთითა მხოლოდ მეუღლე. ამჯერად უძრავ ქონებას მხოლოდ პარლამენტის წევრი ფლობს. კერძოდ: ილია ნაკაშიძის საკუთრებაა ორი ბინა ბათუმში, 2003 წელს შეძენილი 52 000 ლარად და 2015 წელს სეძენილი 60 000 ლარად, ასევე, ბინა თბილისში, 100 000 აშშ დოლარად ღირებული (ჭავჭავაძის გამზირზე). ციური აბულაძეს კი ჰყავს 2016 წლის ავტომანქანა „მერსედესი“, 48 000 ევროდ ღირებული.
ილია ნაკაშიძე კვლავ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ მას არანაირი შემოსავალი არ მოუტანია 2016 წელს.
რაც შეეხება შემოსავლებს: ილია ნაკაშიძემ, როგორც  ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, 2016 წლის განმავლობაში 24 000 ლარი მიიღო, ხოლო, როგორც შპს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას” ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, იმავე პერიოდში – 100 000 ლარი. დეკლარაციაში არ არის მითითებული, თუ რა ოდენობის ხელფასი აიღო, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. ორივე შვილის სწავლის გადასახადში კი 2 500 ლარი გადაიხადა.

скачать dle 11.3