№5 დონაცია-სუროგაციის ცენტრი „ბედნიერი მომავალი“ – რა პირობებს სთავაზობს ორგანიზაცია უშვილო წყვილებს
უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად, ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი უშვილო წყვილი მიმართავს დონაცია-სუროგაციის მეთოდს, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია. თბილისში რამდენიმე დონაცია-სუროგაციის ცენტრია, რომელთა შორის არის ორგანიზაცია „ბედნიერი მომავალი”. აქ წყვილებს მათთვის სასურველი დონორისა და სუროგატის მოძიება შეუძლიათ. რა პრობებს სთვაზობთ მათ „ბედნიერი მომავალი” და რა მოთხოვნები აქვთ ძირითადად უშვილო წყვილებს დონორის შერჩევისას, ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ლიკა გარუჩავას გავესაუბრეთ.
ლიკა გარუჩავა: იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დონაცია-სუროგაციის ცენტრს არსებობის დიდი ხნის ისტორია არ აქვს, შევქმენით დონორთა და სუროგატთა საკმაოდ დიდი ბაზა და მოვიპოვეთ იმ უშვილო წყვილთა ნდობა, ვინც ჩვენი მომსახურებით ისარგებლა. უშვილო წყვილებში ეს მეთოდი საკმაოდ აქტუალურია. ბოლო წლებში საქართველოში უფრო და უფრო მეტი უშვილო წყვილი მიმართავს დონაცია-სუროგაციის მეთოდს. დონაცია გამოიყენება უშვილო წყვილებისთვის, კერძოდ იმ ქალებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ან დაქვეითებული აქვთ საკვერცხეების რეზერვი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რეპროდუქციულ კლინიკებთან, როგორც დონორებით, ასევე სუროგატებით.
– რატომ გახდა ეს მეთოდი უფრო აქტუალური?
– იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც დონაცია-სუროგაციის დროს დგება. არსებობს არაოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელი 40-45 პროცენტია, დონაცია-სუროგაციის მეთოდით შვილის გაჩენის ალბათობის მაჩვენებელი კი უფრო მეტი, 60 პროცენტამდეა. ამ მეთოდით, ძირითადად, სარგებლობენ რეპროდუქციული ასაკის, 40 წელს გადაცილებული ქალები. სწორედ 40-45 წლის ქალბატონებში, ძირითად შემთხვევებში, საკითხი დგება დონორის კვერცხუჯრედის გამოყენების შესახებ. რადგან პოტენციური დედის კვერცხუჯრედი არ იძლევა განაყოფიერების საშუალებას, ის შეიძლება, შეიცვალოს დონორის კვერცხუჯრედით.
– რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სუროგატი და რას სთავაზობთ უშვილო წყვილებს?
– სუროგაციისთვის სასურველია, ქალი იყოს 19-დან 37 წლამდე ასაკის, რომელსაც უკვე ჰყავს ჯანმრთელი შვილი, რომ არ იყოს გამოვლენილი რაიმე გენეტიკური ხარვეზი. მათ უტარდებათ სრული გამოკვლევა – სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, ჰორმონული გამოკვლევები, ასევე აუცილებლად მოწმდება ინფექციებსა და სხვადასხვა დაავადებაზე. უტარდება ექოსკოპია. ჩვენ მთელი ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში ვუწევთ სამედიცინო მომსახურებას და კონტროლს სუროგატებს. ვამოწმებთ რა პირობებში არიან ისინი. სუროგატები და დონორები ჩვენთან ბევრად მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე სხვა ცენტრებში. რაც შეეხება უშვილო წყვილებს, საშუალება აქვთ მათთვის მისაღები პირობებით შეარჩიონ, როგორც სუროგატი დედა, ასევე, დონორი. მათი ძირითადი მოთხოვნა არის, როგორც დონორის ჯანმრთელობა, ასევე გარეგნული მსგავსება იმ წყვილთან, ვისაც ნანატრი შვილის ყოლა სურს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კმაყოფილი დარჩეს ორივე მხარე – დონორი და სუროგატი, ასევე უშვილო წყვილი, რომლისთვისაც ეს პროცესი არსებითად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ემოციურია. ჩვენ მათ ვეხმარებით ოფიციალური დოკუმენტაციის, ნოტარიული ხელშეკრულებების მოწესრიგებაში იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დაშვებულია კანონმდებლობით, და რა თქმა უნდა, ეს პროცესი კონფიდენციალურია. ყველა დეტალი მათი მოთხოვნების მიხედვითაა გაწერილი.
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ორგანიზაცია: „ბედნიერ მომავალს”
ტელეფონი: 598 008 518.
მისამართი: წერეთლის გამზირი 49/51, პირველი სართული.