კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მუქარების ტყვეობაში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ალალია


ვითომ ის არ გვეყოფოდა, რომ ამ ჩვენს მეზობელსა და სტრატეგიულ აზერბაიჯანში დიდი ამბებია ამტყდარი, რას მიქვიან საქართველოში ისტორიულ თურქულ სახელწოდებებს ქართულით ცვლიანო (რამეთუ საქართველო ძირძველი თურქული ტერიტორია ყოფილა!), ახლა უკვე საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია გაიხსენეს. მოგეხსენებათ, ეს პროცესი დიდად შორს ვერ მიდის, იმ მიზეზით, რომ აზერბაიჯანი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს იჩემებს – ალბანური კულტურის ძეგლია, ჩვენ კი ძირძველი ალბანელები ვართო! და არც ტერიტორიის ადგილმონაცვლეობას თანხმდებიან (პათოსით: არავის დავუთმობთ დავით გარეჯსო). მეტიც, თურმე, საქართველომ, როგორც ქრისტიანულმა ქვეყანამ, გონიერება უნდა გამოიჩინოს და დათმოს დავით გარეჯი, რომელიც მას არ ეკუთვნის, თუ, მართლაც, უღირს და ეძვირფასება ქრისტიანობაო.
უფრო მეტიც, გაგვახსენეს, გაზს ჩვენ გაწვდითო.
ასე, მაგალითად, ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორი, ზედაც, პოლიტოლოგი ფიქრეთ სადიხოვი აცხადებს: „ქართულმა მხარემ ამ სიტუაციაში (დავით გარეჯს რომ არ გვითმობს, როგორც ალბანური კულტურის ძეგლსო. ავტორი.), თუ მას აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელება სურს (ქართველი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით), საზღვრის დელიმიტაციის საკითხს უფრო ფართოდ უნდა შეხედოს. საქართველო აზერბაიჯანთან კომპრომისზე უნდა წავიდეს, თბილისს შეუძლია, რაღაც დათმოს. ჩვენს ქვეყნებს ხომ ერთმანეთთან ნაყოფიერი, მჭიდრო თანამშრომლობა  აკავშირებთ... შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე საკითხის მოუგვარებლობამ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. განა უკეთესი არაა ერთად გავუმკლავდეთ იმ საერთო საფრთხეებსა და მუქარებს, იმ რისკებს, რეგიონის წინაშე რომ დგას? სწორედ ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუგოთ, ერთად გადავლახოთ სირთულეები და მოვაგვაროთ პრობლემები.“ ოღონდ „გაგება“ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ცალმხრივად ესმის: ჩვენ გავუგებთ, ის იხეირებს?!
სავსებით ცხადია, რომ ხსენებული პროფესორის ენით ოფიციალური ხელისუფლება გველაპარაკება (იმიტომ რომ, რიგ მიზეზთა გამო, იქ ფოთოლიც ვერ შრიალებს თავის ანც ნებაზე), ანუ, თუ დავით გარეჯს არ დაგვითმობთ, სულ მცირე, გაზის მოწოდებას შეგიწყვეტთო (როგორც ჩანს, „პრ.“ პუტინისა და ილჰამ ალიევის ხშირ შეხვედრებს ამ უკანასკნელზე უარყოფითად უმოქმედია, იმიტომ რომ, გაზით შანტაჟი რუსული პოლიტიკის უკვდავი სტილია).
ხოლო, ამას თუ დავამატებთ, რომ უფრო ადრე ერევნიდან შემოგვითვალეს, როკის გვირაბი გაგვიხსენით, თორემ ჯავახეთს გაგახსენებთო; რუსეთი კი, რასაც სჩადის, ყოველდღე ვხედავთ, ხოლო ჩვენ „თეთრად ვხმაურობთ“ და არაფერი გვაინტერესებს იმას გარდა, იქნება თუ არა ნარკოტიკების მოხმარება უსაფრთხო, უნდა ვაღიაროთ, რომ ზემონახსენები მუქარები ჩვენზე ალალია. –
скачать dle 11.3