კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რა საშობაო საჩუქარი გაუკეთა გერმანელმა ბურგომისტრმა არალეგალ ქართველ ემიგრანტებს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

1993 წელს, ცნობილი ქართველი მსახიობი გია ფერაძე და რამდენიმე მისი მეგობარი გერმანიაში გაემგზავრნენ. ვიზა რომ დაუმთავრდათ, ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში და იქ დამკვიდრებას აპირებდნენ. ფერაძე და კამპანია დროებითი სამუშაოთი ირჩენდნენ თავს და რის ვაი-ვაგლახით იხდიდნენ ბინის ქირას. შობის დღესასწაულზე მეგობრებმა ბინის ქირა გადაიხადეს. სუფრის გასაშლელად კი მხოლოდ ერთი ბოთლი ვისკის ფული დარჩათ და ბუტერბროდებიც კი ვერ იყიდეს. ამიტომ, შემოუსხდნენ ცარიელ სუფრას, ჩამოასხეს ვისკი და ნელ-ნელა შეუდგნენ სმას. თან, ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული, სადაც ქალაქის ბურგომისტრი პირადად პასუხობდა მოქალაქეებს ცხელ ხაზზე და მათ პრობლემებს მომენტალურად, გერმანული პუნქტუალურობით უგვარებდა. „მოქეიფე” ქართველებმა უსმინეს, უსმინეს ბურგომისტრს და გიამ მეგობრებს უთხრა:
– მოდი, ჩვენც დავრეკოთ. ვუთხრათ, რომ საშობაოდ საჭმელ-სასმელი არ გვაქვს და იქნებ მოგვიტანონო.
ფერაძის იდეა დანარჩენებმაც მოიწონეს და ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც კარგად ფლობდა გერმანულს, ცხელ ხაზზე დარეკა და ბურგომისტრს უთხრა:
– შობაა, სუფრას ვუსხედვართ, მაგრამ მშივრები ვართ. ფული არ გვაქვს და იქნებ რაიმეთი შეგვეწიოთ საშობაოდო?
– რა თქმა უნდა, შეგეწევით. ახლავე მოგიგვარებთ პრობლემებს, მხოლოდ თქვენი ვინაობა და მისამართი გვითხარითო, – მიუგო პირდაპირ ეთერში ბურგომისტრმა.
ქართველებმა ყველა მონაცემი ჩააწერინეს და დიდი სიხარულით ელოდნენ ბურგომისტრის საშობაო გზავნილს. მართლაც, ნახევარ საათში კარზე დააკაკუნეს, მაგრამ საშობაო გზავნილის მაგივრად, მოვიდა პოლიცია. მათ ქართველები განყოფილებაში წაიყვანეს, მეორე დღეს კი სამშობლოში გაუკეთეს დეპორტაცია. საქმე ის გახლდათ, რომ, როდესაც ქართველების ვინაობა მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს, მათ ვიზაში გადაცდენა აღმოაჩნდათ და არალეგალი ემიგრანტები პუნქტუალურმა გერმანელებმა ქვეყნიდან გამოაძევეს.
скачать dle 11.3