№4 რა მოხდა ამ დღეს
22 იანვარი
1970 – დაიწყო თვითმფრინავ „ბოინგ 747-ის“ რეგულარული ფრენები (დღეს ის ყველაზე გავრცელებული სამგზავრო თვითმფრინავია მსოფლიოში).
23 იანვარი
1556 – ჩინეთში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მიწისძვრა (9 ბალი), რომლის მსხვერპლიც 820 ათასი ადამიანი გახდა.
1960 – შვეიცარიელმა მეცნიერმა ჟაკ პიკარმა და ამერიკელმა დონალდ უოლშმა ბათისკაფ „ტირესტით“ მიაღწიეს რეკორდულ სიღრმეს. ჩაეშვნენ მარიანის ღრმულში, 10 915 მეტრზე.
24 იანვარი
41 – რომში შეთქმულებმა კასიუს ხერეას მეთაურობით, მოკლეს იმპერატორი კალიგულა.
1848 – ჯეიმს მარშალმა კალიფორნიაში აღმოაჩინა ოქროს საბადო. ეს გახდა „ოქროს ციებ-ცხელების“ დასაწყისი.
1922 – ამერიკელმა კრისტიან ნელსონმა დააპატენტა ნაყინი „ესკიმო“.
25 იანვარი
1831 – პოლონეთის სეიმმა რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ პირველი პოლონეთის ტახტიდან გადააყენა და პოლონეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1895 – შედგა პირველი საერთაშორისო მატჩი ბალახის ჰოკეიში. ირლანდიამ მოუგო უელსს – 3:0.
26 იანვარი
1788 – ავსტრალიაში პირველად დასახლდნენ ინგლისელი კოლონისტები.
1875 – ამერიკელმა ჯორჯ გრინმა დააპატენტა კბილის ბორმანქანა.
1905 – სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი – „კულინანი“ (3 106 კარატი).
27 იანვარი
1593 – ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციის ციხეში მოხვდა.
1895 – სანკტ-პეტერბურგში, მარინის თეატრში, შედგა პრემიერა – პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტისა „გედების ტბა“.
1926 – ლონდონში შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბერდმა საზოგადოებას წარუდგინა პირველი ტელევიზორი.
1983 – დასრულდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის გათხრა (53,85 კილომეტრი). ის აერთებს იაპონიის კუნძულებს – ჰონსიუსა და ჰოკაიდოს.
28 იანვარი
1986 – კატასტროფა განიცადა ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა „ჩელენჯერმა“.