კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ აპირებდა ტყუპისცალი ძმის მკვლელი ჯაშუში უახლესი თვითმფრინავის თბილისიდან გატაცებას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

იდუმალი შიფროგრამა
1975 წლის 26 იანვარს საქართველოს უშიშროების კომიტეტის რადიოლოკაციის განყოფილებამ შიფროგრამა ჩაიგდო ხელში. მას მერე, რაც მასზე კრიპტოგრაფებმა იმუშავეს, ამ იდუმალი გზავნილის ტექსტი ასე იკითხებოდა: „ორ კვირაში დანიშნულია საკეისრო კვეთა. ნაყოფი ჯანმრთელია და დიდი იმედის მომცემი. ოპერაციას მეც ვესწრები. უზრუნველყავით საიმედო დახვედრა ახალშობილის მისაღებად. „ფარვანა“.
პოლკოვნიკმა ვასო კიკაბიძემ გაშიფრული ჯაშუშური ტექსტი საქართვლეოს „სუკის” თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს მიუტანა და როდესაც მას გენერალი გაეცნო, კიკაბიძეს უთხრა:
– თუ არ ვცდები, ეს „ფარვანა“ პირველად მოხვდა ჩვენი ყურადღების არეალში, ამხანაგო პოლკოვნიკო.
– დიახ, ალექსი ნიკოლაევიჩ, პირველად. ეს შიფრიც ახალია და კრიპტროგრაფებს ძალიან გაუჭირდათ მისი ამოხსნა, – მიუგო კიკაბიძემ ინაურს.
– რას ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს ეს იდუმალი გზავნილი?
– როგორც შიფროგრამის შინაარსიდან ჩანს, ეს „ფარვანა“ რაღაც საიდუმლოს გატანას აპირებს ჩვენი ქვეყნიდან და ამიტომაც ითხოვს საიმედო დახვედრის ორგანიზებას. სინამდვილეში კი, რას და როგორ, ძნელი სათქმელია. ჩვენ ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ და იმედია, ამოვიცნობთ მტრის ჩანაფიქრს.
– დააჩქარეთ პოლკოვნიკო, დრო არ ითმენს. აქ წერია – ორ კვირაშიო, ანუ ცხრა-ათი თებერვლისთვის. ამიტომ, დროზე უნდა გამოვააშკარაოთ და გავანეიტრალოთ „ფარვანა“, რათა მტერს არ ჩაუვარდეს ხელში სახელმწიფო საიდუმლოება. გასაგებია?
– გასაგებია, ალექსი ნიკოლაევიჩ. ნება მიბოძეთ, წავიდე.
– წადით, პოლკოვნიკო და დააჩქარეთ, – უთხრა ინაურმა კიკაბიძეს და კაბინეტიდან გამოისტუმრა.

საიდუმლოებათა სია
კონტრდაზვერვის ანალიტიკური სამსახური მთელი დატვირთვით ამუშავდა. საქმეში გამოცდილი მუშაკები ჩართეს და ჯერ იმის გარკვევას ცდილობდნენ, ორ კვირაში რა უნდა „დაბადებულიყო“, რომლის ქვეყნიდან გატანასაც  „ფარვანა“ შეეცდებოდა – როგორც ეს იდუმალ შიფროგრამაში იყო ნახსენები. ჩეკისტებმა სპეცგანყოფილებებიდან გამოითხოვეს იმ სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო სამუშაოების სია, რაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო ამიერკავკასიაში. ქართველმა კონტრმზვერავებმა ივარაუდეს, რომ „ფარვანა“ შესაძლებელია, არა მხოლოდ ლოკალურ მასშტაბს გულისხმობდა და ამიტომ, გააფართოეს ძებნის არეალი. მოითხოვნილი მასალა თბილისში სულ რაღაც სამიოდე საათში მიიღეს. აღმოჩნდა, რომ უახლოეს ორ კვირაში, დაგეგმილი იყო ოთხი ისეთი ღონისძიება, რასაც შეეძლო უცხოეთის დაზვერვა დაეინტერესებინა. 9 თებერვალს ბაქოს ერთ-ერთ ნავთობსარეწზე უნდა გამოეცადათ ბურღვის უახლესი ტექნოლოგია. 7 თებერვალს სომხეთში მდებარე ატომურ ელექტროსადგურში იყო დაგეგმილი ახალი სამართავი პუნქტის ექსპლუატაციაში გაშვება. 7 თებერვალს, თბილისის რადიოქარხანას უნდა დაეწყო თანამედროვე რადიომართვადი პლატების სერიული გამოშვება. და ბოლოს, თბილისის ¹31 საავიაციო ქარხანაში დაგეგმილი იყო „სუ-25-ის“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის პირველი საგამოცდო ფრენა. ყოველმხრივი, საგულდაგულო ანალიზის შედეგად, კიკაბიძემ და მისმა ხელქვეითებმა ივარაუდეს, რომ „ფარვანა“ ახალი საიდუმლო თვითმფრინავის ხელში ჩაგდებასა და გატაცებას გეგმავდა.

საიდუმლო გამოძიება
საქართველოს „სუკის“ კონტრდაზვერვა დარწმუნებული იყო, რომ სწორ გზაზე იდგა. მიუხედავად ამისა, მათ მაინც გააფრთხილეს ბაქოელი და ერევნელი კოლეგები და შესაბამისად, იქ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ასეთივე ზომები მიიღეს თბილისის რადიოქარხანაშიც, ხოლო ¹31 საავიაციო ქარხანაში კი, ფარული გამოძიება დაიწყო და იდუმალი „ფარვანას“ აღმოსაჩენად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. თბილისის საავიაციოში, კონსტრუქტორ ოლეგ სამოილოვიჩის საკონსტრუქტორო ბიუროს ფილიალი იყო განთავსებული და სწორედ იქ იქნა აწყობილი უახლესი მოდელის მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“. ახალი მოდელის გამოცდა 10 თებერვალს იყო დაგეგმილი. მთავარი კონსტრუქტორი წინა დღეს უნდა ჩამოსულიყო საქართველოს დედაქალაქში და თავისი პირმშოს გამოცდას დასწრებოდა. კონტრდაზვერვამ უკვე 28 იანვარს დაიწყო „ფარვანას“ ძებნა საიდუმლო ქარხანაში და ქართველი ჩეკისტები საგულდაგულოდ ეცნობოდნენ იმ პირთა საბუთებს, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა უახლესი მოდელის მოიერიშე თვითმფრინავთან. კონტრმზვერავები გამორიცხვის მეთოდით მუშაობდნენ. 21 ეჭვმიტანილიდან 6 აიყვანეს საგანგებო აღრიცხვაზე და მათ დოსიეებს უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ. მუშაობის პროცესში კიკაბიძემ თვალი დაადგა ინჟინერ-გამომცდელს, 37 წლის მარტოხელა ვიტალი ფროლოვს, რომელიც უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდა. პოლკოვნიკმა კი იმიტომ მიიტანა მასზე ეჭვი, რომ ფროლოვს ერთბაშად ჰქონდა წვდომა როგორც ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ასევე უშუალოდ თვითმფრინავთან. სწორედ მას და შტურმან ბადრიძეს უნდა გამოეცადათ ახალი თვითმფრინავი. კიკაბიძის ეჭვს ისიც ამყარებდა, რომ ბადრიძე „სუკის” ფარული თანამშრომელი იყო და კონტრდაზვერვა მას კარგად იცნობდა. ფროლოვი კი მხოლოდ ერთი წლის წინ გადმოსახლდა მოსკოვიდან, მას მერე, რაც ტყუპისცალი ძმა უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ცირკში, რეპეტიციის დროს.

„ფარვანა“
ქართული კონტრდაზვერვა არ შემცდარა და 1975 წლის 10 თებერვალს, დილის 7 საათზე, ფროლოვი თავის ბინაში დააკავეს საბურთალოზე. ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა თვითმფრინავის გატაცების მარშრუტი, რომელიც წინა ღამით გამოუგზავნეს „ცეერუდან“ და ქართველმა კონტრმზვერავებმა დაშიფრული რადიოგრამა ჩაიგდეს ხელში. „ფარვანას“, იგივე ფროლოვს, მოიერიშე თვითმფრინავი თურქეთში უნდა გადაეყვანა. „ნატოს“ ავიაბაზაზე დაესვა, სადაც მას „ცეერუს“ თანამშრომლები დახვდებოდნენ. გასამრჯელოდ კი, მილიონი ამერიკული დოლარი და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა უნდა მიეღო. ფროლოვი გამოტყდა, რომ მან მოკლა თავისი ტყუპისცალი ძმა, ნამდვილი ვიტალი ფროლოვი, რომელიც ინჟინერ-გამომცდელი იყო და მისი ადგილი დაიკავა. თავად კი, ანატოლი ერქვა და ცირკის აკრობატი გახლდათ. „ფარვანა“ წერდა: „ცეერუმ“ გერმანიაში გასტროლის დროს გადამიბირა და სწორედ მათ მიკარნახეს ეს საშინელი გეგმა. ერთხელ ვიტალი ცირკში დავიბარე, რომ მისთვის ახალი ატრაქციონის ნომერი მეჩვენებინა. მე ის სიმაღლეზე ავიტყუე. შემდეგ ხელი ვკარი და გადმოვაგდე. მისი ადგილი დავიკავე და მომავალი ოპერაციისთვის მზადებას შევუდექი. ძმის ადგილის დაკავება არ გამჭირვებია, რადგან ჩვენ ერთად დავამთავრეთ საავიაციო ინსტიტუტი. თუმცა, მე ცირკის მსახიობობა ვისურვე...“
ანატოლი ფროლოვი მკვლელობისა და სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს და დახვრიტეს. კიკაბიძესა და მის ხელქვეითებს კი, სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს. „სუ-25-ის“ პირველმა გამოცდამ კი, 12 თებერვალს, წარმატებით ჩაიარა და თბილისში მისი სერიული გამოშვება დაიწყეს.
скачать dle 11.3