კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რით არის უკმაყოფილო ცირა კობიაშვილი თურქული კომპანიისგან და აჩუქეს თუ არა მას ავტომობილი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 მომღერალმა ცირა კობიაშვილმა ცოტა ხნის წინ ბედი თურქულ შოუ-ბიზნესში სცადა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. უამრავი გულშემატკივარი უკვე საქართველოს საზღვრებს მიღმა შეიძინა და თურქეთში მასზე უკვე დიდი მოთხოვნაა. გარდა კარიერული ზრდისა, კარგი ამბებია ცირას პირად ცხოვრებაშიც – მომღერალი ფეხბურთელ გიორგი ოთარიშვილზეა შეყვარებული, თუმცა წყვილი ჯერჯერობით დაქორწინებას არ გეგმავს.
ცირა კობიაშვილი:
მინდა, ყველას მივულოცო ახალი, 2018 წელი და სურვილების ასრულება ვუსურვო. წლევანდელი ახალი წელი პირადად ჩემთვის უჩვეულო იყო. წელს პირველად, ახალი წლის ღამეს ვმუშაობდი, წამყვანი ვიყავი. მერე, რა თქმა უნდა, შეყვარებულთან ერთად წავედი. განსაკუთრებული არაფერი – ახალი წელი რომ გართობასა და დასვენებასთან ასოცირდება, ჩემთვის წელს ასე არ ყოფილა. პირიქით, აქტიურად ვმუშაობდი (იცინის). წელს ახალი და გამორჩეული ის არის, რომ ავტომობილი შევიძინე. მართალია, 2017-ში მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ცოტა ხანია გასული.
– შენ თვითონ შეიძინე თუ საჩუქარია?
– მართალია, ძალიან ბევრი ჭორი დადის ჩემს მანქანასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი ტყუილია (იცინის). სასაცილო და წარმოუდგენელი ჭორები გავიგე ამ თემაზე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ავტომობილი თვითონ ვიყიდე.
– ახალი წელი და წონის პრობლემა თითქმის განუყოფელია. შენ თუ წუწუნებ დღესასწაულების შემდეგ ზედმეტ კილოგრამებზე?
– ამჯერად წონას არ შევუწუხებივარ, იმიტომ რომ, ამ მხრივაც ძალიან განსხვავებული წელი მქონდა, თუნდაც წინა წელთან შედარებით. შარშან მქონდა ეს პრობლემა, ძალიან ბევრს ვჭამდი და კარგადაც მოვიმატე (იცინის). აი, წელს იმდენად დატვირთული ვიყავი კარიერის მხრივ, ჭამისთვის არც მეცალა და ვერ მოვახერხე „წონის აკრეფა” (იცინის). საერთოდ, არ მქონია მომენტი, რომ წონის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, რომელიმე საჭმელზე უარი მეთქვას. ზოგადად, წონა არ მაწუხებს და ამიტომ, აბსოლუტურად ყველაფერს ვჭამ, მერე კი, ვარჯიშით ვანაზღაურებ. საერთოდ, გურმანი ვარ და ყველა გემრიელი კერძი მიყვარს.
– შენ თუ გეხერხება კერძების მომზადება?
– არასდროს არაფერი გამიკეთებია დამოუკიდებლად. დედაჩემი ძალიან მაგარი კულინარია. მე ჯერჯერობით მხოლოდ ვუყურებ და ვეხმარები, მაგრამ უშუალოდ ჩართული არ ვარ. მოხმარებაც ელემენტარულია და ამის გამო სულ ჩხუბი გვაქვს (იცინის). მეუბნება, ისწავლე რაღაცო, მაგრამ თვითონ იმდენად მაგარი კულინარია, მე ხელი მაქვს ჩაქნეული. მგონია, რომ მისნაირად ვერასდროს მოვამზადებ კერძებს. ყველა, ვინც იცის დედაჩემის კულინარიული შესაძლებლობები, მეუბნება, დედაშენის შვილმა როგორ არ უნდა იცოდეს მომზადებაო და ამიტომ, თათიაც სულ მეჩხუბება: დაჯექი და მიყურე მაინცო (იცინის). ამიტომ, ახალ წელსაც ვზივარ და ვუყურებ, როგორ ამზადებს თათია გემრიელობებს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვერ ვიტყვი, რომ ამ სფეროში უცოდინარი ვარ. ძალიან ბევრი კერძის მომზადების პროცესი მაქვს ნანახი და რომ დამჭირდეს, მეც აუცილებლად გავაკეთებ. ვერ შევძლებ-მეთქი, ვერ ვიტყვი. მაგრამ რადგან ახლა თათია მყავს გვერდით, ვზარმაცობ. როცა დამჭირდება, აუცილებლად გავაკეთებ.
– ახლა საქართველოს ფარგლებს გარეთ შენი წარმატებების შესახებ მომიყევი.
– კლიპმა, ახლახან რომ გამოვიდა, მართლა დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგრამ, იმ კომპანიასთან ურთიერთობა, რომელთან თანამშრომლობითაც ეს გავაკეთე, ამ მომენტში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კონტრაქტის მიხედვით, ერთი კლიპი და ერთი სიმღერა კიდევ უნდა გამოვუშვათ. ეს პროცესი იწელება და რატომ, არ ვიცი. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მაქვს ჩემს პროდიუსერებთან. რაღაც  ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. პირველ სიმღერაში მე არ ჩავრეულვარ და მეორეც ისეთი მომცეს, რომლის მომზადების პროცესშიც საერთოდ არ ვყოფილვარ ჩართული. ამიტომ, მათთვის შენიშვნების მიცემა მომიწია. მინდოდა, ამჯერად მაინც მიმეღო მონაწილეობა სიმღერის მომზადების პროცესში. რაც მთავარია, მალე ამ კონტრაქტის ვადა იწურება, მაგრამ კიდევ ერთი სიმღერა და კლიპი, რომელიც მის პირობებში იდო, ჯერჯერობით არსად ჩანს. ამიტომ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი, ჩემი ამ კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელების შესახებ. მე ჩემი მოთხოვნები მაქვს, რომელიც მათ ვერ გაიგეს. ვნახოთ, როგორ დასრულდება ჩვენი მოლაპარაკებები.
– ეს მხარე გასაგებია, მაგრამ შენს პირველ კლიპს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არა მხოლოდ ჩვენთან, თურქეთშიც. იქ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი შეიძინე და ძალიან მოთხოვნადი გახდი. ამ ამბებზე მოგვიყევი.
– ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სიმღერა საზოგადოებაში აჟიოტაჟს გამოიწვევდა. თუმცა, მოულოდნელი იყო, როცა თურქეთში მქონდა კონცერტი და თურქი ხალხისგან საოცარი რეაქცია წამოვიდა. საქართველოში, გასაგებია, აქამდეც მიცნობდნენ – ვისაც მოვწონდი, მოვწონვარ, ვისაც არა და არც ახლა გიჟდება ჩემზე, მაგრამ თურქეთში ასეთ ბუმს არ ველოდი. არ მჯეროდა და ახლაც არ ვიცი, ასე მალე როგორ გავხდი იქ პოპულარული. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამ ყველაფრის მიუხედავად, კომპანიასთან რაღაც პრობლემები მაქვს და იმედია, ყველაფერი მალე დალაგდება.
– თურქი ბიჭების ამბებიც მითხარი.
– ყოველთვის დადებითი და სასიამოვნო შეტყობინებები მომდის მათგან, თუმცა ვერ ვიტყვი, ვინმე მაწუხებს-მეთქი (იცინის). ყველამ იცის, რომ მეორე ნახევარი მყავს.
– შენ და გიორგი დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ?
– ჯერ არანაირად. ახლა ორივეს სხვა გეგმები გვაქვს და არ ვართ იმ ეტაპზე, ოჯახი შევქმნათ და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყოთ. თავიდან, ჩვენი სიყვარულის ამბავი რომ ცნობილი გახდა, დიდი ამბები იყო, უამრავი ჭორი მოჰყვა ამ ამბავს. ახლა ძალიან მშვიდად ვართ, არავის ვიწვევთ და არც ხშირად ვჩნდებით ხალხში. საერთოდ არ გვაქვს ისეთი ცხოვრება, რომ ვიღაცამ რაღაც ილაპარაკოს. ძალიან წყნარად და საქმიანად ვცხოვრობთ.
– გულწრფელად მითხარი, არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე? მახსოვს, ამბობდი: გიორგის გოგოები უყვარდაო.
– კი, გოგოები უყვარდა, მაგრამ ახლა აღარ უყვარს. ახლა მარტო ერთი გოგო უყვარს (იცინის). ვერ მოვიტყუები, თავიდან ეს მომენტი იყო, მაგრამ იმდენი ხანი გავიდა და იმდენად დავრწმუნდი, რომ მისი ცხოვრების ეს ეტაპი წარსულს ჩაბარდა, მშვიდად ვარ. თუ ოდესმე ეჭვიანობის მიზეზი გვექნება, აუცილებლად დავჯდებით და ამაზე დავილაპარაკებთ. ახლა მსგავსი არაფერი ხდება (იცინის).
– შეყვარებული ცირა როგორია?
– ეს გიორგის უნდა ჰკითხოთ, მე ვერ გიპასუხებთ (იცინის). ცოტა რთული ხასიათი მაქვს და დაუმორჩილებელი ვარ. ჩემი პრინციპები მაქვს და უმნიშვნელო რაღაც მწყინს. განსხვავებული ხასიათის ვარ და ამის გამო ზოგჯერ შეიძლება, ვიკამათოთ.
– რომელი უფრო დამთმობი ხართ?
– რა თქმა უნდა, გიორგი (იცინის). მე არანაირად. არის მომენტები, როცა ის ძალიან გაღიზიანებულია და მაშინ მეც მიწევს დათმობა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
– რომანტიკული ხარ?
–  მე რომანტიკული ვარ, მაგრამ გიორგი – არა, ცოტა ხისტი ბიჭია. ეს ძალიან მწყინს და მინდა, ცოტა შევცვალო. მაგრამ, „კაცია და გუნება”, ვნახოთ, თუ შეიცვლება (იცინის).
скачать dle 11.3