კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ვინ არის ქართველი არქიტექტორი ქალი, რომელმაც საბერძნეთის ძველ დედაქალაქს იერ-სახე შეუცვალა და რატომ ანდობენ მას ბინების მშენებლობას ცნობილი ადამიანები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

არქიტექტორ-დიზაინერი, ხათუნა საყვარელიძე 27 წელია, საბერძენთის ძველ დედაქალაქში, ნაფპლიონში ცხოვრობს. მართალია, ემიგრაციაში საკმაოდ რთული პერიოდების გამოვლა მოუწია, მაგრამ დღეს ის ძალიან წარმატებული არქიტექტორია – საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს და ულამაზეს სახლებს აშენებს.
ხათუნა საყვარელიძე
: ხელოვანების გარემოში გავიზარდე, დედაჩემი – ნათელა ბარნაბიშვილი, ცნობილი მხატვარია.  ლია ბარნაბიშვილი, რომელიც ბუბმბულებით ქმნის ძალიან ლამაზ ნამუშევრებს, ჩემი დეიდაა. ჩემი ნათლია ცნობილი მოქანდაკე გახლდათ. მოკლედ, დედა – მხატვარი, მამა – ინჟინერი და საბოლოოდ, მხატვარიც გამოვედი და ინჟინერიც. ბავშვობიდან, დედა რომ გამოფენებზე დადიოდა, მეც თან დავყავდი და მას შემდეგ, ოცნებასავით მქონდა: რომ გავიზრდები, უცხოეთში წავალ და იქ ვისწავლი-მეთქი. სკოლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, არქიტექტურულზე ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში. ჩავაბარე, დავიწყე სწავლა. ნაფპლიონში მანამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ, რადგან დედას აქ მეგობრები ჰყავს და ხშირად აწყობდა გამოფენებს. 90-იან წლებში მოხდა ნაფპლიონისა და მცხეთის დამეგობრება და საბერძნეთიდან ჩამოსული სტუმრები, ქალაქის მერი ჩვენთან, ოჯახში მოვიდნენ სტუმრად. ნაფპლიონის მერი ინჟინერი გახლდათ პროფესიით. ჩემი სტუდენტური ნამუშევრები რომ ნახა, აღფრთოვანდა და მითხრა: თუ გინდა, ჩამოდი და ჩვენთან განაგრძე სწავლა, მე ყველაფერს გაგიგებო. მართლაც, მოგვიანებით შემატყობინა, რომ შემეძლო, სალონიკში წავსულიყავი და მესწავლა. მოკლედ, ჩავედი ზაფხულში  ნაფპლიონში დედას მეგობრებთან და სექტემბერში ვაპირებდი სალონიკში სასწავლებლად წასვლას. ამ დროს საქართველოში დაიწყო არეულობა, ომი. ჩემი შვილი დედასთან, თბილისში მყავდა დატოვებული. ვეღარაფერზე ვფიქრობდი, საქართველოში დაბრუნების გარდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო და ასე ჩავიკეტე საბერძნეთში. სასწავლებლად აღარც წავსულვარ, ფულიც დამიმთავრდა და უნდა დამეწყო მუშაობა. ძალიან დამეხმარა ის ოჯახი, ვისთანაც ვცხოვრობდი: ყვავილებს ვხატავდი, სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, ნაზახებს ვაკეთებდი – ეს იყო ჩემთვის ურთულესი პერიოდი. თან, ენაც არ იცი, უცხო ქვეყანაში ხარ... მაგრამ, სხვა გამოსავალი არ იყო – უნდა მემუშავა, რომ საქართველოში დაბრუნება შემძლებოდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჩემს შვილს და როდის იქნებოდა ის ჩემ გვერდით.
– შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

– ღამეები ვფიქრობდი: რა უნდა გავაკეთო-მეთქი. მიზანი დავისახე: ნუ გეშინია, ხათუნა, დიპლომი გაქვს. შეგიძლია, შენი საქმის კეთება. ყველაფერი გამოგივა და შვილსაც ჩამოიყვან-მეთქი. ენა ვისწავლე, ინჟინრები გავიცანი, რომელებსაც ხელით ვუკეთებდი ნახაზებს. ძალიან მოსწონდათ და კითხულობდნენ: ვინ გააკეთაო და ასე, ნელ-ნელა გამიცნეს. მერე შვილიც ჩამომიყვანა ჩემმა დამ და სხვა სიყვარულით, სიძლიერით შევეჭიდე ცხოვრებას. 5 წლის იყო, სახლში მარტო ვტოვებდი. მეზობელს ჩავაბარებდი ხოლმე და მთელი დღეს ვმუშაობდი. ბერძნებმა სიყვარულით, მთელ გულით მიმიღეს და როგორც შეეძლოთ, ისე მეხმარებოდნენ. იმისთვის, რომ ვინმე ინჟინერს სამსახურში მივეღე მხაზველად, მიწის კანონები უნდა მესწავლა, რადგან აქ, სად როგორ უნდა აშენდეს სახლი, ყველაფერი უნდა იცოდე. ყველა მიწას თავისი კანონი აქვს. დავჯექი და ვისწავლე. შემდეგ სამი ინჟინერი გამოვიცვალე, მათთვის ვაკეთებდი არქიტექტურულ ნახაზებს. მენდობოდნენ, იცოდნენ, რომ კარგი ნახაზები გამომივიდოდა. ბოლოს ვთქვი: მზად ვარ, დამოუკიდებელი ნაბიჯი გადავდგა იმისთვის, რომ საკუთარი კომპანია დავაფუძნო-მეთქი. არქიტექტორთა კავშირში უნდა გავწევრიანებულიყავი და გამოცდები ჩამებარებინა. რომ ნახეს, საქართველოში 6 წლის განმავლობაში რა საგნები მქონდა ნასწავლი, ერთ-ერთმა პროფესორმა ხელი ჩამომართვა და მითხრა: ჩვენთან არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, სადაც ამდენ საგანს ასწავლიანო. არ ვიცით, თქვენი დიპლომი რომელი უნივერსიტეტის დიპლომს შევუსაბამოთ, ასეთი არაფერი გვაქვსო. ჩემი კომპანიის გახსნა ძალიან დიდი რისკი იყო. უცხოელი ქალი რომ კომპანიას ხსნი, უნდა დაუმტკიცო ხალხს: რა შეგიძლია. ვნერვიულობდი, მაგრამ პატარ-პატარა რაღაცებით დავიწყე და ნელ-ნელა შევძელი რეალიზება. მახსოვს, პირველი დიდი შეკვეთა რომ მივიღე, მთელი ღამე არ მეძინა. ერთმა პატარა სახლმა სხვა შემკვეთები მომიყვანა და ასე შემდეგ. დღეს ქალაქში რომ დავდივარ, დიდი პატივისცემით მხვდებიან. საქართველოც შევაყვარე. სულ მეკითხებიან: გვარი რატომ არ შეიცვალეო. მე კი ვპასუხობ: ქართველი ვარ და მინდა, გაწვალოთ ჩემი გვარის გამოთქმა-მეთქი.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი სახლი გაქვთ აშენებული.
– ჩემს ქალაქში საკუთარი სახლების გარდა, არის სამსართულიანი კორპუსებიც. აქ ბინა რომ ააშენო, 4 ჰექტარი მიწა უნდა გქონდეს. რადგან საზღვაო კურორტია, მრავალსართულიან ბინებს არ აშენებენ. ჩემი პროექტები განსხვავებულია, არ არის ტიპური სახლი – არქიტექტურული ნახაზითა და სტილით განსხვავდება. გარდა იმისა, რომ ვაკეთებ ნაზახებს და ვაშენებ ბინებს, ხშირად ვაკეთებ შიდა დიზაინს. ზოგჯერ კლიენტი მეუბნება: ხათუნა, მინდა, შენ გამიკეთო ყველაფერი და გასაღები ჩამაბაროო. ბრიგადა მყავს და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ აკეთებენ ყველაფერს. ხშირად ჩამიბარებია ბინა თავისი ავეჯით და რომ ვხედავ, მათ გახარებულ სახეებს, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. მახსოვს, ერთმა ბელგიელმა, რომ ნახა დასრულებული ბინა, ხელები დამიკოცნა, რადგან ყველაფერი განვახორციელე, რაც სურდა. ბევრი ბინა მაქვს აშენებული, თუმცა რამდენია არ დამითვლია.
– როგორც ვიცი, საბერძნეთის ძველ დედაქალაქს უკვე ეტყობა თქვენი ხელწერა – თქვენი სტილი შეიტანეთ მის არქიტექტურაში.
– კი, შევიტანე ჩემი სტილი. ეტყობა, რომ ქალია არქიტექტორი და ნახაზები ქალის გაკეთებულია. განსხვავებული და უფრო ჰარმონიულია. შეიძლება, 5 შენობა იყოს  და ჩემი აშენებული რომელია, მიხვდებით – სხვა არქიტექტურაა. მაშინვე კითხულობენ, ვინ არის არქიტექტორიო. ჩემი შენობები „საუბრობენ” ჩემს ნამუშევრებზე. თუ ვინმე ჩამოდის ნაფპლიონში ბინის საყიდლად ან გასარემონტებლად, ჩემთან უშვებენ.
– როგორი ხართ მუშაობის პროცესში?
– ჩემ გარშემო სულ მამაკაცები არიან. მოვძებნე ურთიერთობის ისეთი ფორმა, არ ვიყო მკაცრი – მათ ისე ვუდგები, რომ პატივისცემით იმუშაონ ჩემთან. სულ ვეუბნებოდი: ჩვენ ერთად ვართ საქმეში, ერთი გუნდი ვართ. მე არ ვარ თქვენი უფროსი და ერთად გავაკეთოთ საქმე-მეთქი.
– თქვენი კლიენტების სიაში, ალბათ, ბევრი ცნობილი ადამიანია.
– კი, არიან ძალიან ცნობილი ექიმები, მსახიობები, ქალაქის მერი. ახლა მყავს ბელგიიდან ძალიან ცნობილი ქირურგი. უცხოეთიდანაც მოდიან კლიენტები –
გერმანიიდან, რუსეთიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. მოდიან და აქ მიწებს ყიდულობენ, ძირითადად, ბიზნესმენები. გარდა ამისა, მაქვს შეკვეთები კუნძულებზეც. ნაფპლიონში ერთი დიდი რაიონია, სადაც სახლები მაქვს აშენებული. ათენშიც ვიმუშავე ბინების დიზაინზე, ასევე კორინთოში და ასე შემდეგ. ქალაქის მერი არჩევნების დროს მეუბნებოდა, იმდენ ხალხს უყვარხარ, შენ ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებო. მაგრამ, პოლიტიკა არ მაინტერესებს და არ ვაპირებ ბერძნულ პოლიტიკაში მოსვლას. სულ იმაზე ვფიქრობ, როდის დავბრუნდები საქართველოში. სხვათა შორის, საქართველოში ბინების მშენებლობის კანონში ბევრ  რამეს შევცვლიდი. ამხელა სახლები არ უხდება ჩვენს რელიეფს, ნეტავ, დამიძახონ და უფასოდ დავეხმარები, სად რა უნდა გააკეთონ. რელიეფის განადგურება – ეს არის საშინელი კატასტროფა. ყველა რაიონში განსაზღვრული უნდა იყოს კორპუსის სიმაღლე, კვადრატული მეტრი, არქიტექტურული ფასადი – სხვაგვარად არ შეიძლება. მითხრან და როგორც შემეძლება, ისე დავეხმარები.
скачать dle 11.3