№4 სახის დამატენიანებელი, გამწმენდი და ნაოჭების საწინააღმდეგო კივის ნიღბები
კივში შემავალი ვიტამინები და ორგანული მჟავები ძალიან სასრგებლოა სახის კანისთვის. მას აქვს მატონიზირებელი და სამკურნალო ეფექტი, კანს წმენდს, ანიჭებს ელასტიკურობას და აახალგაზრდავებს.
კივი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ეხმარება კანს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში, ასევე, შეიცავს E ვიტამინსა და B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე, ბევრ ისეთ ელემენტს, რომელიც არ იწვევს კანის გაღიზიანებას. კივის ნიღბები აუმჯობესებს სახის კანის ცირკულაციას, მას უფრო ელასტიკურსა და დრეკადს ხდის, კრავს ფორებს. მისი რეგულარული გამოყენებით, ნორმალიზდება კანის სტრუქტურა, ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, კვებავს და აჯანსაღებს მას.
* გამწმენდი ნიღაბი: 1 ცალი კივი გახეხეთ და წაისვით სახეზე. თუ წვა იგრძენით, ესე იგი, ორგანული მჟავები თქვენი სახის კანზე დადებითად მოქმედებს და არ შეგეშინდეთ. 15 წუთის შემდეგ, ნიღაბი ჩამოიბანეთ და სახე გაიწმინდეთ ტონიკით. ბოლოს, წაისვით უცხიმო, დამატენიანებელი კრემი.
* მკვებავი ნიღაბი: გააკეთეთ 1 ცალი კივის და 1 ცალი ბანანის ფაფა და დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი იოგურტი, რომ დამარბილებელი ეფექტი გააძლიეროთ. წაისვით დაბანილ და გაწმენდილ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ბოლოს სახის კანი გაიწმინდეთ ლოსიონით.
* კანის გასაჯანსაღებელი და გასასუფთავებელი ნიღაბი: 1 ცალი მწიფე ბანანი და 1 ცალი კივი კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ 2 სადილის კოვზი არაჟანი და ცოტა ლიმონის გახეხილი კანი, წაისვით სახეზე 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პირველივე გაკეთებისას იგრძნობთ როგორ გასუფთვდა და გახალისდა სახის კანი.
* ნიღაბი თვალის გარშემო: 1 ცალ მწიფე გათქვეფილ კივს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი უცხიმო ხაჭო და დაიდეთ თვალის გარშემო 15 წუთით. შემდეგ, ჩამოიბანეთ და წაისვით თვალის კრემი. ეს ნიღაბი ასწორებს თვალის გარშემო გაჩენილ ნაოჭებს და მოდუნებულ კანს აახალგაზრდავებს.
* აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 ცალ კივის რბილობს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ცალი კვერცხის გული. კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ 10 გრამი მწვანე კოსმეტიკური თიხა. წაისვით სახეზე ნიღაბი, დაახლოებით, 15 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. წაისვით მკვებავი კრემი. გაითვალისწინეთ, არ შეიძლება ამ ნიღბის თვალისა და ტუჩის მიდამოში წასმა.
* ნაოჭების საწინააღმდეგო კივისა და თაფლის ნიღაბი: 1 ცალი კივი გაფცქვენით, კარგად დააბლენდერეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.