№4 კარტოფილის დიეტა და მინუს 4 კილოგრამი
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
კარტოფილის დიეტის საშუალებით, 5 დღეში ადვილადაც დაიკლებთ და თან, თავს დანაყრებულად იგრძნობთ. თუმცა, ეს დიეტა არ შეიცავს ვიტამინებს. ამიტომ, აუცილებელია, ვიტამინების დამატებით მიღება და მინერალური წყლის სმა.
საუზმე: ერთი ჭიქა თბილი, უცხიმო რძე.
სადილი: 300 გრამი მოხარშული კარტოფილის პიურე, უცხიმოდ, ცოტა მარილით.
ვახშამი: კარტოფილის სალათა – 200 გრამი კარტოფილი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, ცოტა მარილი, ცოტა ღვინის ძმარი, 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი და შავი პილპილი – გემოვნებით.
შედეგს რომ მიაღწიოთ, აუცილებელია, დიეტა ზედმიწევნით დაიცვათ და არც სითხის მიღება დაგავიწყდეთ.