კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გამიგია, რომ მშობლები შვილის ნათლობას არ უნდა დაესწრონ. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
პასუხი:
არანაირი საეკლესიო აკრძალვა არ არსებობს იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს ბავშვის მშობლები არ უნდა დაესწრონ. თუ მშობლებს ამის სურვილი აქვთ, შეუძლიათ დაესწრონ ნათლობას. ეს შეხედულება მოდის იქიდან, რომ თუ დედა ახალი ნამშობიარებია და მშობიარობის შემდგომ ჯერ არ არის ორმოცი დღე გასული, ის მართლაც ვერ დაესწრება ნათლობის საიდუმლოს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საეკლესიო წესის თანახმად, ქალს მშობიარობის მეორმოცე დღეს მოძღვრის მიერ ეკლესიაში უნდა წაეკითხოს ლოცვები, მანამდე კი მას ეკლესიაში შესვლის უფლება არ აქვს. ასევე, დედა ვერ დაესწრება ნათლობას დედათა წესის დროს, რადგან ამ შემთხვევაშიც ქალს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის უფლება ეკრძალება.
კითხვა: სახლში მაქვს ხატების კუთხე. მაინტერესებს, თუ არსებობს გარკვეული წესი ხატების განლაგების შესახებ?
პასუხი:
ხატების განლაგებისას, მართლაც სასურველია დავიცვათ წმიდანთა იერარქიული წესი. ამ წესს ეკლესიებში ყოველთვის იცავენ. პირველ რიგში უნდა განათავსოთ წმიდა სამების ხატი, შემდგომ, მაცხოვრის, მის მიმდებარედ კი – ღვთისმშობელი მარიამის. ამის შემდეგ შეგიძლიათ განათავსოთ სხვა წმიდანთა ხატები.
კითხვა: სიტყვები „იმედი” და „სასოება” მე ერთი მნიშვნელობის მეგონა, ახლახან მითხრეს, რომ „სასოება” უფალთან არის დაკავშირებული. თუ შეიძლება განმიმარტეთ ეს სიტყვები:
პასუხი
: „იმედს” ადამიანი საკუთარ გეგმებზე, სურვილებზე აგებით ქმნის და შესაძლოა, მან არც გაამართლოს, ხოლო რაც შეეხება „სასოებას”, ეს არის უფლის იმედი, უფლისადმი მუდარა, მისთვის ნუგეშის თხოვნა. უფალი კი ყოველთვის არის იმ ადამიანებთან, ვისაც მისი იმედი აქვს.
კითხვა: ძალიან შეურაცხყოფილი ვარ ახლობლისგან. გადავწყვიტე, კანონს მივმართო. ეს ცოდვაში ხომ არ ჩამეთვლება?
პასუხი
: ეკლესია არ კრძალავს საერო ხელისუფლების კანონმდებლობისადმი მორჩილებას. თუ ვინმე გაზიანებთ და ვნებას გაყენებთ, მიმართეთ კანონს. მაგრამ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, გირჩევთ, გამოიჩინეთ ქრისტიანული კაცთმოყვარეობა, რათა თქვენი სინდისის წინაშე იყოთ მართალი. გაესაუბრეთ მისი ოჯახის წევრებს, თუ აშკარა აგრესიას არ იჩენს თქვენ მიმართ – თავად მასაც დაელაპარაკეთ. კიდევ ერთხელ სცადეთ, დაანახვოთ თქვენი სიმართლე და გაუკეთეთ სიკეთე. ასეთ დროს ხშირად ადამიანს გონება უნათდება და გრძნობს დანაშაულს. თუ ამ ყოველივემ მაინც არ გაჭრა, მიმართეთ კანონმდებლობას.
კითხვა: ყოველ ღამით მესიზმრება ეკლესია, ხატები, სანთლები. შეგიძლიათ, ამიხსნათ, რას ნიშნავს ასეთი ხილვები?
პასუხი
: წმიდა მამები გვირჩევენ, ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ სიზმრებს. მით უფრო, თქვენ ისეთ სიზმრებს ხედავთ, ადვილი შესაძლებელია, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეგექმნათ და ხიბლში ჩავარდეთ. ამიტომ, აჯობებს ცხადში მიხვიდეთ ეკლესიაში მიეახლოთ ხატებს, აანთოთ სანთელი, ილოცოთ და იცხოვროთ ეკლესიურად. შესაძლოა, სწორედ ამას მოასწავებს თქვენი ხილვები.

скачать dle 11.3