კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 მესია?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ აბსოლუტური ძალაუფლება ათაყვანებს


რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ ჩვენს ჩრდილოეთში კომუნიზმის აჩრდილი ისევ დადის და რუსეთის მოსახლეობის არუთუ მცირე ნაწილი სსრკ-ს მისტირის (ან კი რფ რა გასაკვირია, როდესაც ამ ჩვენს ქვეყანაშიც კი, ჰყავს თაყვანისმცემლები საბჭოთა კავშირს).
ამ თუ სხვა მიზეზით, მაგალითად, ვლ. პუტინი აგერ უკვე მეთვრამეტე წელია, მართავს რუსეთს და, სავარაუდოდ, კიდევ შვიდსაც გაინაღდებს (მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც, უდიდესი ალბათობით, კვლავ, პრ. პუტინი გაიმარჯვებს), ანუ მეოთხედი საუკუნით ხელისუფლების პირველ პირად ყოფნა, როგორც ოკუპანტების ენაზე იტყვიან, „ბეზ პიაწი მინუტ“ გარანტირებული აქვს (ფაქტობრივად, ვლადიმირ ვლადიმიროივიჩ კი არა ლეონიდ ილიჩია?!).
ხოლო, რაკი გარანტირებული აქვს, ბანალური ჭეშმარიტების თანახმად კი, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად (იმას გარდა, რომ, ჩემი აზრით, კიდეც ათაყვანებს, ასევე, აბსოლუტურად), პრ. პუტინმა კომუნიზმი, არც მეტი, არც ნაკლები, ქრისტიანობას შეადარა, ხოლო პროლეტარიატის ბელადის მავზოლეუმი – წმიდა ნაწილების საძვალეს.
კერძოდ, შენიშნა, რომ, თუმცა ქვეყანამ ღმერთთან მებრძოლობის პერიოდი გაიარა (როდესაც ეკლესიებს ანგრევდნენ და სასულიერო პირებს ხვრეტდნენო), სამაგიეროდ, ახალი რელიგია შეიქმნა (ანუ კომუნისტურიო), რომელიც ქრისტიანობის ღვიძლი ბიძაშვილიაო. რატომ? იმიტომ რომ, კომუნისტურ იდეოლოგიაში ჩადებული ღირებულებები: თანასწორობა, ძმობა, სამართლიანობა, წმიდა წერილის პრინციპები, კომუნიზმისთვის ორგანულიაო.
ლენინის ნეშტის შენახვა-მონახულება კი სხვა არაფერია, თუ არა წმიდა ნაწილების თაყვანისცემაო.
მომყავს ციტატა პრ. პუტინის ნააზრევიდან (მეტი სიზუსტისთვის): „აი, ნახეთ, ლენინი მავზოლეუმში მოათავსეს. რით განსხვავდება ის მართლმადიდებელი წმიდანების ნაწილებისგან?!“
რუსული ეკლესია ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, ოღონდ არც ისაა გამორიცხული, რომ ვლ. ლენინი წმიდანადაც აღიარონ (სულაც, ვლ. პუტინის ხათრით).
ჩვენ არ ვიცით, რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი პრ. პუტინმა, თუმცა, თუ ზემონახსენებ მეოთხედ საუკუნეს გავითვალისწინებთ, არც ისაა გამორიცხული,  თავად საკუთარი თავის მესიად გამოცხადებისთვის ემზადებოდეს. –


скачать dle 11.3