№4 ლენინიდან – სტალინამდე
„კარმენის“ გავლით
თუკი ჩვენმა ჩრდილოელმა ოკუპანტმა ლამისაა პროლეტარიატის ბელადი შერაცხოს ქრისტიან წმიდანად (და არც უიმისობაა, რომ სტალინობას თამაშობს), ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს „რესპუბლიკელმა“ სენატორმა (ჯეფ ფლეიკმა) დონალდ ტრამპი სტალინს შეადარა.
მას არ ეთანხმებიან აშშ-შივე (შედარება გადაჭარბებულიაო). კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ე. წ. ლიბერალურ მედიას (აი, ჩვენთან რომ გამოლიბერალურებს უწოდებენ) „ხალხის მტერი“ უწოდა, რაც ზემონახსენები ფლეიკის აზრით, სტალინური ტერმინია, რაც თვით ნიკიტა ხრუშჩოვმაც კი დაგმოო.
მართალია, ჯერჯერობით, აშშ-ური საზოგადოებრივი აზრი არ ჩამოყალიბებულა თემაზე: ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ტრამპი სტალინი, თუმცა საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ ცოტა ხანში, შესაძლოა, დიქტატორობის მცდელობაც დააბრალონ. რაც მთავარია, ერთობ უცნაურია, რომ ჩრდილოეთსა და ოკეანის გაღმა კომუნისტური ასოციაციები წამოტივტივდა.
ამის პარალელურად კი, რაკი ქალებმა სრულიად ცივილიზებული სამყაროს მასშტაბით, გაილაშქრეს ძალადობის წინააღმდეგ, ისიც ითქვა, რომ „კარმენის“ ფინალი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ქალთა მიმართ ძალადობას წაახალისებსო.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ყველა ისე უბერავს, როგორც შეუძლია. –