კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რას გაუკონტროლებს გიორგი ორბელაძე თავის საცოლეს და რატომ დააკლდა ერთ დღეში ნახევარი სიცოცხლე ნინი მასპინძელაშვილს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

გიორგი ორბელაძემ და  ნინი მასპინძელაშვილმა ერთმანეთი 9 წლის წინ გაიცნეს და  სწორედ ამდენივეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ. ცოტა ხნის წინ გიორგიმ ნინოს სიურპრიზი მოუწყო: ხელი ორიგინალურად სთხოვა. შეყვარებული წყვილი ქორწილის გადახდას გაზაფხულზე გეგმავს.
ნინი მასპინძელაშვილი:
ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით, დავუკომენტარე ფოტოზე: რამხელა ხარ-მეთქი, სიმაღლეს გავუსვი ხაზი. შემდეგ მისგანაც წამოვიდა ინიციატივა. თავიდან უფრო ვმეგობრობდით, ერთმანეთს ვუყვებოდით ისტორიებს, პირადზეც გვქონდა საუბრები. ერთ დღესაც გიორგიმ სკოლაში მომაკითხა.
გიორგი ორბელაძე: მაშინ 17 წლის ვიყავი, ნინი – 15-ს. 9 წელია, შეყვარებულების სტატუსი გვაქვს და რაც მეტი დრო გადიოდა, უფრო ბევრი ადამიანი გვეუბნებოდა: საშველი დაადგითო.
ნინი: შესაფერის მომენტს ველოდებოდით და გადადგა გიორგიმ ეს ნაბიჯი.
გიორგი: ოჯახის შექმნა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და მას მომზადება სჭირდება. ყველანაირად მოვემზადეთ და საბოლოოდ, ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება ამ ფორმით უკვე 9 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ.
– იყო ამ ხნის განმავლობაში თქვენს ურთიერთობაში კრიზისები, დაშორებები?
– რაღაც უთანხმოებები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი და სერიოზული არაფერი.
ნინი: იყო რამდენიმე კვირაც, თვეც, მაგრამ მერე შევრიგებულვართ და გვითქვამს, არასდროს დავშორდებით ერთმანეთსო. შევრიგებულვართ და ისევ გაგვიგრძელებია ურთიერთობა. კარგია, როცა შეყვარებულები შორდებიან, მერე უფრო აფასებ, უფრო გენატრება და მრავალფეროვნება შეგაქვს ურთიერთობაში.
– დაშორების მიზეზი რა იყო? ვისგან მოდიოდა?
– მე უფრო რთული ხასიათი მაქვს, გიორგის კი რბილი, თბილი. როცა ვჩხუბობთ  ან ვკამათობთ, ყოველთვის მე ვიწყებ. გიორგი იშვიათად, რამეში ავიყოლიო. ზოგჯერ ვცდილობ, გავაბრაზო, მაგრამ არ ბრაზდება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შეეხო, რომ ნერვები მოეშალოს.
გიორგი: ან ძალიან მშიერი უნდა ვიყო. შეჯიბრებისთვის რომ ვემზადები, მკაცრ დიეტას ვიცავ და ეს ნერვებზე მოქმედებს. არასასიამოვნო ინციდენტები მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მშიერი ვარ, ან – დიეტაზე.
ნინი: დაძაბული ურთიერთობებიც მაშინ გვქონდა, გიორგი შეჯიბრებაზე რომ გამოდიოდა. სულ ცუდ ხასიათზე იყო და არც ნერვები ჰქონდა კარგად. ამიტომ, ხშირად ვჩხუბდით. მე არ მინდოდა, შეჯიბრებაზე გამოსულიყო. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ, ჩემთვის ცოტა დრო რჩებოდა. ძალიან ეგოისტი ვარ. ამაზე გვქონდა ჩხუბი: შენ ჩემთვის არ გცალია, არ გაქვს დრო.
– შეჯიბრებაზე რომ გაიმარჯვა, შეგეცვალა დამოკიდებულება?
– იმ პერიოდში ისეთი ემოცია მქონდა, ისე განვიცადე, იმხელა ხმაზე ვყვიროდი, რომ მეორე დღეს ხმა აღარ მქონდა. გიორგი სცენაზე რომ გამოვიდა და გაიმარჯვა, ყველაფერი დამავიწყდა.
– აქტიურად რომ ვარჯიშობ, ეს გიორგის დამსახურებაა?
– კი, გიორგის დამსახურებაა. 2011 წელს „მის საქართველოზე“ რომ გავდიოდი, მაშინ დავიწყე აქტიურად ვარჯიში. გიორგი „მისტერ საქართველო“ რომ გახდა, იმ დროს ახალი შეყვარებულები ვიყავით და დედაჩემი მეუბნებოდა: გავა კონკურსზე, თავში აუვარდება, დაგშორდებაო. გიორგის გრძნობებში არასდროს შემპარვია ეჭვი, ვუთხარი: გიორგი ასეთი არ არის-მეთქი.
გიორგი: ნინის მე ვურჩიე და გავიყვანე კონკურსზე., მინდოდა, გამოცდილება მიეღო და მიიღო კიდეც, რომელიც, ალბათ დღემდე გამოსდგომია და კიდევ გამოადგება. არასდროს არაფერი დამიშლია ჩემი შეყვარებულისთვის.
ნინი: ერთადერთი, ტატუს და პირსინგის გაკეთებას მიშლის. ტატუ მაინც გავიკეთე. გამიბრაზდა, მაგრამ ხომ ვეღარ მომაშორებდა.
გიორგი: მიმაჩნია, რომ ისედაც ლამაზია და დამატებით არ სჭირდება გალამაზება, არც მის სხეულს და არც სახეს.
– გიორგი გავარჯიშებს? გიკონტროლებს სწორად ვარჯიშობ თუ არა?
ნინი:  ეს პერიოდი არ ვვარჯობ, ტრავმა მქონდა წელზე. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მენეჯერია, მეც, დარბაზში გახსნის დღიდან ვვარჯიშობ, არ მახსოვს, ჩემთან მოსულიყოს: ეს ასე გააკეთეო.
გიორგი: მეც ხშირად ვერ ვიცლი. ჩემი საქმეები მაქვს. მაგრამ, მთლად მასეც არ არის. მივსულვარ, ამიხსნია კიდეც, მაგრამ ჯიუტია და არ მიჯერებს. ერთხელ და ორჯერ რომ არ დამიჯერა, ვუთხარი: თვითონ ივარჯიშე-მეთქი. შედეგი კი აქვს, მაგრამ თვითნებური ვარჯიშის გამო მიიღო წელის ტრავმა. ახლა რომ ვარჯიშს დაიწყებს, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.
ნინი: კვებასაც დამიწერს, ვარჯიშის პროგრამასაც და იმედია, ორ თვეში ისეთ ფორმაში ჩავდგები, როგორიც მას სურს.
– მომიყევი, როგორ დაგეგმე ხელის თხოვნა?
გიორგი: კახეთში, სასტუმროში ისვენებდა ნინი.  მენეჯერს დავურეკე და ვთხოვე, სიურპრიზის მოწყობაში დამხმარებოდნენ. ახალი წლის ღამე იყო.
გათამაშებები მოაწყვეს სხვადასხვა პრიზით და ერთი – სუპერ პრიზი გახლდათ, რომელიც არავინ იცოდა, რა იყო. ეს პრიზი, წინასწარი ჩაწყობით, მე და ნინიმ მოვიგეთ. პრიზის გადასაცემად რომ გაგვიყვანეს, ჩუმად მომცეს მე – გავხსენით და შიგნით ბეჭედი აღმოჩნდა.
ნინი: მართლა არ ველოდებოდი, ნათქვამი ჰქონდა, რომ რაღაცას აპირებდა, მაგრამ იმ ღამეს თუ ჩამოვიდოდა და ხელს მთხოვდა, არ ვიცოდი. იმხელა ემოციებში ვიყავი, მერე ვკითხე: ხელი რომ მთხოვე, რატომ არ მკითხე, ცოლად გამომყვებიო? როგორ არ გკითხეო.
გიორგი: თანახმა ვარო, არც უთქვამს, ისეთ ემოციებში იყო. ჩამეხუტა და ეს უკვე თანხმობის ნიშანი იყო.
ნინი: ისეთი დადებითი ემოციები მივიღე, მთელი ჩემი ცხოვრება რომ შეაჯამო,  ერთად არ გამოვა.
– გიორგი, ნინიმ თქვა, ეგოისტი ვარო და შენც ხარ?
გიორგი: ეგოისტი ვარ და ეს ყველა ადამიანშია. ჩვენ შორის განსხვავება ის არის, რომ ნინი ეჭვიანია, მე – არა. მიუხედავად იმისა, რომ საბაბი არასდროს მიმიცია, ეს დაპირისპირების, კინკლაობის მიზეზი მაინც ყოფილა.
ნინი: ერთხელ გადაღება ჰქონდა შორენა ბეგაშვილთან ერთად. წინა დღეს მითხრა, გადაღება მაქვსო, მაგრამ ვისთან ერთად – არ უთქვამს. მეორე დღეს შევდივარ „ფეისბუქში“, მიგზავნიან ჩემი დაქალები გიორგისა და შორენას ერთად გადაღებულ ფოტოებს. საიტები წერენ, რომ დაოჯახდნენო. მაგ დღეს, ალბათ, სიცოცხლის ნახევარი მომაკლდა. დავურეკე, ისტერიკაში ვარ: რატომ არ მითხარი-მეთქი. ხომ გითხარი, გადაღებაზე მივდიოდიო. წინასწარ რომ ვიცოდე, რა გადაღებაა, ვისთან და რა სტილის, არ ვინერვიულებდი.
გიორგი: რა მნიშვნელობა ჰქონდა ვისთან გადავიღებდი ფოტეობს: შორენასთან თუ სხვასთან ერთად, ხალათში თუ საქორწილო კოსტიუმში. იმ ფოტოებში არაფერია ინტიმური და ეს ის საკითხია, რაზეც ვერ ვთანხმდებით.  სასაცილოცაა და აღარ ვაქცევ ყურადღებას. ნიშნობის მეორე დღე იყო. სასტუმროში, ერთმა გოგონამ ტელეფონის დამტენი მთხოვა. ამაზე იეჭვიანა: შენ რატომ გთხოვა, მე ვერ მითხრაო.
скачать dle 11.3