კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რატომ აჩენს სოფია ქავთარაძე შვილს ეჭვიანობის გამო და რაში გრძნობს მერაბ ამზოევი სოფიას წინაშე თავს დამნაშავედ

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 „შვილის გაჩენას კიდევ ერთი წელი არ ვაპირებდი, მაგრამ „X ფაქტორის“ შემდეგ, გოგონები ჩემი ქმრის მიმართ ისე გააქტიურდნენ, ისე დაესივნენ, რომ ვიეჭვიანე და ვთქვი, მერაბს შვილი უნდა გავუჩინო-მეთქი. ზოგს ჩვენი დაშორება მოუნდა. მერაბის სიყვარულში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვი ოჯახს ამყარებს,” – დაწერა სოციალურ ქსელში მერაბ ამზოევის ფეხმძიმე მეუღლემ, სოფია ქავთარაძემ და ამით საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია.  ბევრმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და დასცინა...
სოფია ქავთარაძე: ეს ნათქვამი იყო სხვადასხვა გაგებით. პირველი – ჩვენ ერთი  წელი კიდევ არ ვაპირებდით ბავშვის გაჩენას, მაგრამ რაც მერაბი „X ფაქტორში“ გამოვიდა, ჩემკენ დიდი აგრესია წამოვიდა. გოგონები წერდნენ მერაბს ჩემზე ცუდს. აქეზებდნენ: ეს რა მახინჯი, გაუნათლებელი ცოლი მოგიყვანიაო.  თან, რაც მერაბი პროექტიდან გამოუშვეს, დათრგუნული, მოწყენილი იყო და ამიტომაც სიურპრიზი გავუკეთე. ჯერ ბავშვის გაჩენას არ ვაპირებდით, რადგან რაღაც გეგმები გვქონდა, უნდა წავსულიყავით სხვა ქვეყანაში, მაგრამ, რადგან ორსულად დავრჩი, ვფიქრობ, წასვლას დარჩენა სჯობდა.
– სოფია, როგორ უმკლავდები შენ მიმართ გოგონებისგან წამოსულ ამდენ კრიტიკას და მერაბის მიმართ ყურადღებას?
– საქართველოში ხალხი ერთნაირია. ერთნაირად იცვამენ, ერთნაირად აზროვნებენ და როდესაც მათგან განსხვავებულ პიროვნებას დაინახავენ, იწყება მასზე მითქმა-მოთქმა, ჭორაობა. ქართველებს უყვართ კრიტიკა. მე ვფიქრობ, რაც არ უნდა მეთქვა და როგორი ვიდეოც  არ უნდა გამეკეთებინა, მაინც იჭორავებდნენ. მიკვირს, მერაბი, ასეთი ნიჭიერი ადამიანი იყო მათ წინაშე და უპირველესად, ყურადღება მისთვის  უნდა მიექციათ და არა ჩემთვის. გამოვიდა, რომ მერაბი უყურადღებოდ დატოვეს. ის არის ნიჭიერი, წყნარი და ჩემზე იმიტომ გადმოვიდნენ, რომ ყველას სკანდალი უნდა. უფრო იმაზე ვბრაზდებოდი, ჩემზე რომ სწერდნენ მერაბს ცუდს. ძნელია, როცა ქმართან გაძაგებენ. ჩემზე ეუბნებოდნენ: ეს ცოლი როგორ მოიყვანე, ეს როგორ გყავს, ეს გაკეთებული, გაბერილი... გოგოები ახლაც სწერენ, ადრეც სწერდნენ: მომწონხარ, შემხვდი. ყველაფერი ჩამომითვალეს – „გამიკეთეს“ ძუძუ, საჯდომი. 18 წლიდან ერთად ვართ და იცის მერაბმა, როგორიც ვიყავი და როგორიც ვარ.
მერაბ ამზოევი: „ფეისბუქიდან“ ყველა წაშალა. თვითონ კითხულობდა და შლიდა გოგოების მესიჯებს.
– ამდენმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ თქვენს ურთიერთობაზე თუ იმოქმედა? სოფი, ხომ არ ეჭვიანობ მერაბზე?
სოფია: მერაბი არანაირ მიზეზს არ მაძლევს. ჩვენ ერთმანეთში ეჭვი არ გვეპარება. დიდი ყურადღება იყო მერაბის მიმართ, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას ეს არ შეხებია. ძალიან ეჭვიანიც არ ვარ. ვიცი, რომ არ მიღალატებს. მე ვურჩევდი იმ ქალს, თუ სიცოცხლე უნდა, მერაბს არ გაეკაროს.
– როგორ ემზადები დედობისთვის?
– ორი თვე არ ვიცოდი, ორსულად რომ ვიყავი. მერე რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტესტი გავიკეთე და ვნახე, ორსულად ვიყავი. მერაბს ვუთხარი და ძალიან გაუხარდა. სქესიც ვიცით  – ბიჭია... მქონდა მოფიქრებული გოგოს სახელი, რადგან გოგო მინდოდა. ბიჭის სახელი კი მერაბმა მოიფიქრა, მე ამაზე არ მიფიქრია. ჯერ არ ვამბობთ, რას დავარქმევთ, საიდუმლოა. ახლა მეოთხე თვეში ვარ. მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ ორსულობის გამო, დედამთილი გადმოვიყვანეთ ჩვენთან, რომ დამეხმაროს. დედამთილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან კარგი ქალია, ყველაფერს მიგებს. ყოველთვის ყველაფერში მეხმარება და რჩევებს გვაძლევს.
– მერაბ, საჩუქრებით ხშირად ანებივრებ სოფის?
მერაბი
: ახალ წელს სუნამო ვაჩუქე და კიდევ რაღაც, რაც საიდუმლოა. ხშირ შემთხვევაში, ცდილობს, გამაგებინოს, რა უნდა, ოღონდ ისე, რომ ვერ მივხვდე.  სავაჭრო ცენტრში რომ ვართ, დაინახავს რაიმეს და ხმამაღლა იტყვის: რა კარგია! მე ბრელოკი მაჩუქა წარწერით: „მერაბ-სოფია“. იცით, რა მაინტერესებს? ქალებს რატომ გიყვართ კაცებისთვის ისეთი რამის ჩუქება, მერე თვითონ რომ იყენებთ, ან ნარევი უნდა იყოს, „მერაბ-სოფია“, „მე მიყვარს სოფია“? მანქანა ვაჩუქე, ტელეფონი, დიდად რომანტიკული არ ვარ. მაგრამ, არ მინდა, ძალიან ბანალურად გამომივიდეს და ვცდილობ, მრავალფეროვანი იყოს ჩემი საჩუქრები. ადრე ამ საკითხებზე ვკამათობდით, ეს დაწყებითი სტადიაა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც დამნაშავე ვარ, ამას რომ არ ვაკეთებ. ყველა ქალს სჭირდება სიურპრიზი, რომანტიკა, მრავალფეროვნება. ბოლო პერიოდში ცოტა ავიჭერით და ვცდილობთ, გამოვასწოროთ ის, რაც დავკარგეთ.
სოფია: მე ძალიან რომანტიკული ვარ. ყოველთვის ვეუბნები, რაღაც საღამო მოვაწყოთ, სანთლებით და ასე შემდეგ. მე ვაწყობდი, მაგრამ არ მოსწონს. მე არ ვიცოდი და ეგვიპტის ბილეთები „გააძრო.” ეგ იყო სიურპრიზი, რაც ძალიან გამიხარდა. ისეთი პერიოდი დაემთხვა, ეგვიპტეში კრიზისი იყო და იმ დროს ტურისტები ნაკლებად ჩადიოდნენ. ჩვენ მოვხვდით ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც ცოტა ტურისტი იყო. პერსონალსაც და მეპატრონეებსაც უჭირდათ, რადგან ტურისტები არ ჰყავდათ და ფულსაც ვერ შოულობდნენ. გადაწყვიტეს, ჩვენზე ეშოვნათ ფული. ორი წინდის, ერთი მაისურისა და ერთი შარვლის გარეცხვა დაახლოებით 200 დოლარი დაგვიჯდა. გვითხრეს, უფასოა, გარეცხვაო. გამოსვლის დროს კი მოგვივიდა ანგარიში – ორასი დოლარი. მე ვეუბნებოდი, ვუმტკიცებდი, არ გითქვამთ, თუ ფული უნდა გადაგვეხადა-მეთქი. არ მიჯერებდნენ, სანამ ამ ფულს არ გადაიხდით, ვერ წახვალთ სასტუმროდანო და გადაიხადა მერაბმა.
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია...
– ჩვენ ვსწავლობდით კოლეჯში. მე ვსწავლობდი სასტუმროს საქმეს, მერაბი – ბარმენობას. ის ყურადღებას არ მაქცევდა საერთოდ და ეს ფაქტი ძალიან მაღიზიანებდა. შემდეგ, ახალი წელი მოდიოდა და რაღაც სიმღერას დგამდნენ – მერაბს უნდა ემღერა და დაეკრა გიტარაზე. ვარჯიშობდა, გიტარას უკრავდა. მე გავიარე და მერაბმა მითხრა: უკაცრავად, არ გინდათ, ჩემთან ერთად იმღეროთ? არ ვიცი სიმღერა, მაგრამ მინდა, რომ კომუნიკაცია შედგეს. მოვტრიალდი და ვუთხარი, კარგი-მეთქი. უნდა გვემღერა: „გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი“ და სიმღერა რომ დავიწყე, მერაბმა ისე შემომხედა, ვერ ვიმღერე. მერე ახალი წელი კოლეჯში, მერაბთან ერთად გავატარე და იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. სიყვარულიც არ აუხსნია. კინოში დამპატიჟა, მაკოცა და პირველი კოცნა მაშინ იყო. ალბათ, ეს იყო სიყვარულის ახსნის მაგიერი. იმის მერე შეყვარებულები გავხდით. დედაჩემი კვიპროსზე ცხოვრობს, სადაც მეც წავედი. მერაბმა გამაცილა და მალე უკან უნდა დავბრუნებულიყავი. დედაჩემმა არ გამომიშვა, ორი წელი იქ დავრჩი, მერაბი მეუბნებოდა, რატომ არ ჩამოდიხარო და ამის გამო ვიჩხუბეთ. ბოლოს ის ჩამოვიდა. მე კი სხვაზე ვიყავი დანიშნული. იმას ავუხსენი, რომ სხვა მიყვარდა, დავუბრუნე ბეჭედი და მერაბმაც წამომიყვანა.
скачать dle 11.3