კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რის გამო ჰქონდა ჯანო იზორიას პოლიციასთან პრობლემები და როგორ ადამიანებზე „ნადირობს” ის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ჯანო იზორია 2018 წელს „ცეკვავენ ვარსკვლავებში” „სუხიშვილების“ მიერ  ნაჩუქარ ბინაში გადასვლას ელოდება. ის ამჟამად ფოთშია და გადაღებების დროს ხშირად უწევს ფოთიდან თბილისში ჩამოსვლა და უკან დაბრუნება.
ჯანო იზორია:
2017 წელიც არ ყოფილა ურიგო. ფოთის თეატრში ლიტველ რეჟისორთან ვითამაშე სპექტაკლში, ასევე გადაღება მქონდა თინა კაჯრიშვილის ფილმში „ჰორიზონტი”, რომელიც 2018 წელს გამოდის. იმ საჩუქრის მოლოდინი  მაქვს, რომელიც „ცეკვავენ ვარსკლავების” დროს გადმომცეს და როგორც ამბობენ, 2018-ში იქნება.
– დადგა უკვე 2018.
კი, მოვიდა და ვნახოთ, რა მოხდება 2018-ში. მოლოდინში ვარ და ველოდები იმ ნანატრ დღეს, როდის დადგება. ისევ იგივე რეჟიმში მიწევს ცხოვრება: წამოვალ თბილისში გადაღებებზე და დასრულებისთანავე უკან, ფოთში ვბრუნდები. გადასაღებ მოედანზე არ სჯეროდათ, რომ  5 დღე ასეთ რეჟიმში ვიყავი: 7 საათზე ფოთის თეატრში ვითამაშე სპექტაკლი, ორის ნახევარზე ღამე ფოთიდან თბილისში გავყევი ავტობუსს. დილის 8 საათზე დამხვდა გადამღები ჯგუფი, გადავიღეთ და საღამოს ისევ ჩავჯექი ავტობუსში და დავბრუნდი ფოთში. იმ საღამოს ვითამაშე სპექტაკლი და ღამე ისევ წამოვედი თბილისში და ასე შემდეგ. 5 დღე გადაბმულად ამ რეჟიმში მიწევდა ყოფნა და ასე ყოფილა სხვა დროსაც.
– როგორ უძლებ ამ ყველაფერს?
– კარდიოლოგიურ ცენტრში ვაპირებ მისვლას. არ ვიცი, გულის ამბავია თუ ჩემი აკვიატებული ნევროზის ბრალი. ფიქრი ყველა ადამიანს შეუძლია, მაგრამ ფიქრთან ერთად, ემოციებსაც რომ აფრქვევ, მერე ორგანიზმში რაღაც რეაქციები ხდება და ცოტა უნდა დაზოგო თავი. თუმცა, ჩემი ენერგიით მოხიბლულია ყველა და მეუბნებიან: სად დაიბადე, ვინ შეგქმნა, საიდან გაქვს ამდენი ენერგიაო. ამ ენერგიას ცოტა დაზოგვა და დასვენება სჭირდება. ჩემი დასვენება, ალბათ, 2018 წელს ჩემს სახლში გადასვლა იქნება.
– გავრცელდა ჭორები, რომ ჯანოს ბინის მშენებლობა გაიწელა, „გადააგდეს”, აღარ აძლევენ ბინას და საერთოდ, აღარ შენდებაო.
– „გადაგდებულად”  – ასე არ მინდა, ვიფიქრო და არც ვფიქრობ. მე ჩემი პოზიცია მაქვს ამ ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ იმ საჩუქრით, ცამდე რომ ამაწვდინა – არა მხოლოდ მე, ჩემი ოჯახი, ნათესავები. მე ვარ მოლოდინის რეჟიმში. თუმცა, ამბობენ, გაჯანჯლდაო. გაჯანჯლდა-გაჯანჯლდა – მე მგონია, რომ მივიღებ ჩემს საჩუქარს. მას თავისი სახელი ჰქვია – ამხელა კომპანიამ, „სუხიშვილებმა” გადმომცა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე მოხდეს – არ მჯერა. ჭორია და მჯერა, რომ დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე ვიცხოვრებ.
– რა ეტაპზეა მშენებლობა?
– როცა თბილისში ვარ, ყოველდღე ვაკითხავ და ვათვალიერებ. პირველად, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მივედი, ეზოში ქლიავის ხე იდგა და დავაგემოვნე. მარტო  რომ მივედი – ეს სულ სხვა ამბავი იყო. ბევრი რამ მოხდა, ამის ახსნა ცოტა რთულია. სივრცეში ქვემოდან ზემოთ რომ ვიყურებოდი, იქ, სადაც წესით, ჩემი კონკრეტული ბინა უნდა იყოს, მეცამეტე სართულამდე ავაწვდინე მზერა და ყველაფერი თვალწინ გადამეშალა. ჩემზე ბევრი გაუკეთებიათ სხვებს, მაგრამ გამახსენდა ფოთსა და თბილისს შორის სირბილი და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. რაც ყველაზე მეტად უნდა ადამიანს, საოცნებოდ მიაჩნია და ამას მარტო, თავისი შრომით აღწევს – ეს ძალიან მაგარია. ზოგმა ისიც თქვა, თურმე იმდენი ვიწუწუნე, რომ ილიკოს და ნიანოს გული ავუჩუყე. მათ ჩემთვის ბინაც რომ არ ეჩუქებინათ, იმითაც ბედნიერი ვარ, „სუხიშვილებში” ბევრი ადამიანი რომ გავიცანი. დავმეგობრდით და როცა თბილისში ვარ, მივდივარ მათთან და რეპეტიციებს ვუყურებ. ამ შანსს არცერთი ქართველი არ გაუშვებდა ალბათ ხელიდან. თან, ისე მიღებენ – ცოტა მორიდებული კაცი ვარ, მიწა მეგლიჯება, სანამ შევალ ხოლმე. მაგრამ ილიკოც და ნიანოც ისე გადამეხვევიან, ბედნიერი ვარ მათ, ჩვენს ქართულ ბრენდს, ლეგენდარულ ანსამბლს რომ ვუყურებ. რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა კორპუსის მშენებლობა, მესამე სართულამდეა ასული. 2018 წელს უნდა დასრულდეს და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. არ მინდა, სხვაგვარად მოხდეს, რადგან მაშინ ბევრი კითხვა დაისმება და მეც უნდა გავცე პასუხები. მე ჩემი ნავი მყავს ამ ცხოვრებაში, რომლითაც ვცურავ. ამ ნავში ხან წყალი შემდის, ხან წყალს ვასხამ და ვცდილობ, ნაპირამდე მივიდე.
– რთულია, ნაპირამდე მიცურდე?
– ჩემს შემთხვევაში, ძალიან რთული ყოფილა. ბედი ცოტა სხვა რამეა: ჰოპ და უცებ!.. რა თქმა უნდა, ისიც ბედია, ნახევარფინალში რომ ხარ და ბინა გადმოგეცემა საჩუქრად. მაგრამ, ჩემი ცხოვრება მაინც ბედზე, იღბილზე არ ყოფილა დამოკიდებული. მე რომ აქეთ-იქით არ ვიარო, არაფერი გამოვა. საბედნიეროდ, პროექტმა, თეატრმა, ფილმებმა, სწორად გამიგეთ და ჩემთვის არადამაკმაყოფილებელი, მაგრამ გარკვეული წარმატება მომიტანა. მე რომ არ ვირბინო, არაფერი გამოვა. სხვათა შორის, როგორც კი თეატრში როლზე დამაკავებენ, მაშინვე გამოჩნდება ხოლმე კინო, პროექტი.
– რას განიცდის ახლა ჯანო ყველაზე მეტად?
– ბევრი რამ ყოფილა და ბევრს განვიცდი, ისევე, როგორც სხვები. თუნდაც ჩემი ქალაქის ამბავს – რომ ყარს. ვითხოვთ, გვიშველოს ვინმემ: ჰაერი გვინდა. ინტერვიუ არ მახსოვს, სადაც ჩემი ქალაქის, ფოთის ღირსებაზე არ მისაუბრია, მაგრამ ახლა გული მტკივა: ქალაქში უდიდესი პრობლემაა. ჰაერი აღარ არის, თევზის სუნი ისე ედება ქალაქს, ტანისამოსს ვერ ჩაიცვამ. რამე რომ მოხდეს, არ მინდა, „ვენოკებზე” ბრჭყვიალა ლენტები და მიწერილი: ეს მოგიტანა იმან, ეს ამან. სიცოცხლეში უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
– რა პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული?
– 90-იანი წლები – აფხაზეთის, სამოქალაქო ომები. ეს იყო ურთულესი, მით უმეტეს, დასავლეთში. პურის რიგები მახსოვს, თუმცა რაღაც ბავშვური ხალისი ჰქონდა ამასაც. ურთულესი იყო, როცა ნავსადგურში აფხაზეთიდან მიცვალებულები მოჰყავდათ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მე ვნადირობ ამ ადამიანებზე, რადგან განსაკუთრებით დღესასწაულებზე ისეთებს აღმოვაჩენ, არაფრის შესაძლებლობა რომ არ აქვთ. ეს ჩემთვის ურთულესია. ჩემნაირი ბევრია და მარტო მე არ განვიცდი ამას.
– თუ გინატრია, გქონოდა ბევრი ფული და ხალხს დახმარებოდი?
– ღმერთო, მაპატიე და იცი, ზოგჯერ ღმერთს როგორ ვეხუმრები: ღმერთო, ერთხელ სცადე და მომეცი ფული. მე რაშიც ვაპირებ რომ დავხარჯო, თუ იმაში არ დავხარჯავ, რაც მაქვს, ისიც წამართვი და არასდროს არ მაღირსო-მეთქი. რომ მომცეს, ბევრ კარგ რამეში დავხარჯავდი. ჩემს ქალაქში ავაშენებდი ნიჩბოსნობის ბაზას, გემზე თეატრს გავაკეთებდი – ჩემს საოცნებო თეატრს. შევქმნიდი ფონდს და დავეხმარეობდი ადამიანებს.
– 90-იანი წლები ახსენე. როდისმე პოლიციასთან პრობლემები გქონია?
– ისეთი ბავშვი არ ვიყავი, რომ პოლიციასთან პრობლემები მქონოდა. მაგრამ, მატარებელს ხორბალი რომ შემოჰქონდა, ბავშვები ხელს წავატანდით ხოლმე. პირდაპირ ვამბობ: ვიპარავდით, იმიტომ რომ, მერე ეს ხორბალი იყიდებოდა, ვაბარებდით ვიღაცებს და იმ ფულით „ბაუნტის”, „სნიკერსს” ვყიდულობდით.  ზოგი შეყვარებული იყო და ჰპირდებოდა: ხვალ „სნიკერსს” მოგიტანო. პოლიცია მოგვდევდა. რომ დავეჭირეთ, კარგად დაგვნაყავდნენ. მაგრამ, რას დაგვიჭერდნენ: ჩვენი ხოდები ვიცოდით, თან ხორბალს ხელს არ ვუშვებდით. შაქარს თუ მივაგნებდით, ეგ იყო კარგი: დილით გვქონდა ბრინჯის „ქაში” შაქრით, ტკბილი. ახლანდელმა ბავშვებმა რომ წაიკითხონ, იტყვიან: რეებს ყვებაო. სტუდენტობის დროს „კუკარაჩადან” ნაწყვეტი უნდა მეთამაშა. რეზო ჩხეიძის სტუდენტი ვიყავი და აფთიაქში შესვლის სცენას ვერ ვთამაშობდი რეპეტიციაზე. გადავწყვიტე, აფთიაქში შევსულიყავი: გავიხედავდი-გამოვიხედავდი და შევდიოდი. პოლიციამ დამიჭირა. შარვლის უკანა ჯიბეში რვეული მედო, რომელსაც ეწერა „კუკარაჩა”. ვუთხარი: მსახიობი ვარ-მეთქი. საეჭვო ტიპი ვეგონე. რომ დამიჭირეს, გამიხარდა: ესე იგი, კარგად გავაკეთე-მეთქი. რა თქმა უნდა, მერე გამომიშვეს.
скачать dle 11.3