№3 რა მოხდა ამ დღეს
15 იანვარი
1797 – ლონდონში ჯონ ეტერინგტონი ქუჩაში გამოვიდა სრულიად ახალი თავსაბურავით – ცილინდრით.
1880 – ლონდონის სატელეფონო კომპანიამ გამოუშვა პირველი სატელეფონო ცნობარი – 255 ნომრის შემცველობით.
16 იანვარი
1920 – ამოქმედდა ამერიკის კონსტიტუციის მე-18 შესწორება – ქვეყანაში ძალაში შევიდა „მშრალი კანონი“.
1963 – ხრუშჩოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირს აქვს 100-მეგატონიანი წყალბადის ბომბი.
1979 – ირანში მოხდა „ისლამური რევოლუცია“. ჩამოაგდეს შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი. ყოფილი მმართველი ეგვიპტეში გაიქცა.
17 იანვარი
1475 – რუმინეთის, ქალაქ ვასლუისთან მოლდავეთის არმიამ გაანადგურა ოსმალეთის არმია.
1718 – შვეიცარიის სოფელ ლეიკერშადში თოვლის ზვავმა გაანადგურა თითქმის ყველა შენობა. დაიღუპა მოსახლეობის ნახევარი.
18 იანვარი
1535 – ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ დააარსა პერუს დღევანდელი დედაქალაქი – ქალაქი ლიმა.
1919 – დაიწყო მუშაობა პარიზის მშვიდობიანმა კონფერენციამ, რომელზეც დამარცხებულ ქვეყნებთან მშვიდობიანი ხელშეკრულებები დაიდო.
19 იანვარი
1826 – ნიუ-იორკში ეზრა დეგეტმა და მისმა ძმისშვილმა, ტომას კენსეტმა დააპატენტეს თუნუქის ქილებში ორაგულის, ხამანწკებისა და ომარების კონსერვაციის მეთოდი.
1915 – პარიზელმა ჟორჟ კლოდმა დააპატენტა ნეონის სარეკლამო აბრა.
20 იანვარი
1265 – გრაფმა ლესტერსკიმ პირველად მოიწვია ინგლისის პარლამენტი.
1841 – ჩინეთმა ჰონკონგი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
1946 – ამერიკის პრეზიდენტმა ტრუმენმა დააარსა ცენტრალური სადაზვერვო ჯგუფი, შემდგომში მას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ეწოდა.
21 იანვარი
1506 – რომის პაპის, იულიუს მეორის განკარგულებით შეიქმნა ვატიკანის არმია – შვეიცარიის გვარდია. გვარდიელთა წითელი მუნდირები თვით რაფაელის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
1954 – ამერიკის შეერთებულ შტატებში წყალში ჩაუშვეს პირველი ატომური წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“.