№3 ბრძნული აზრები
ბალზაკი: ის კი არ არის მომხიბლავი, ვისი ფეხი ან სახეც მოსწონთ, არამედ ის, ვისაც ისეთი თვისებები აქვს, არ იძლევა ფეხის ან სახის დანახვის საშუალებას.
დელაკრუა: სანამ რამეს სხვას ეტყოდე, ჯერ შენს თავს უთხარი.
სენეკა: ვინც შეძლებს სურვილების მოზომვას, ის შეიძლება, ბედნიერ ადამიანად ჩაითვალოს.
ოდენი: რაც უფრო არასწორია ჩვენი საქციელი, მით უფრო ჯიუტია ის.
ვებერი: შენი შემწუხებელი თუ სუსტია, შეიცოდე ის, ხოლო თუ ძლიერია, საკუთარი თავი შეიცოდე.
ტოლსტოი: განათლებულ ადამიანს არ აკმაყოფილებს სიმდიდრე, მას სულიერი საზრდოც ესაჭიროება.
ლაროშფუკო: ბევრის მცოდნეს უჭირს, ამტკიცოს ბევრისმცოდნეობა, ხოლო ბრიყვი ორიოდე სიტყვით ამტკიცებს თავის სიბრიყვეს.
სანდი: სიყვარულს არც მონობა სჭირდება და არც სულთნობა, ორივე მისი მტერია.
მარენი: ყველაზე ბედნიერია ის, ვისაც ბედნიერება არ სჭირდება.
როკფელერი: იქ, სადაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, არც არაფერი უნდა გინდოდეს.
ჰიუგო: მხიარულება დარდს კი არ აქრობს, არამედ დროებით – შუბლზე ნაოჭებს.
განდი: არ იყო ძუნწი, დიდი სიმდიდრეა.
დიდრო: არ არსებობს კანონი გამონაკლისის გარეშე, მაგრამ გამონაკლისი კანონს ხელს არ უნდა უშლიდეს.
ლებოკი: ერთი სარკე გადაწონის წინაპართა გალერეას.
ჩესტერფილდი: თუ უფრო მეტი გსურთ, ვიდრე გაქვთ, ესე იგი, იმაზე მეტი გაქვთ, ვიდრე იმსახურებთ.
მონტენი: შურიანს ეტყობა, რა უბედურიცაა.
ჰეგელი: როცა დიდ ადამიანებში აღმოვაჩენთ ნაკლს, ადვილად ვამართლებთ საკუთარს.
ბელინსკი: როცა ვინმეს რამეს ავალებ, მისი შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინო და არა – შენი სურვილები.
ბაირონი: ქალის მოვალეობაა, არ დათმოს ქალის მოვალეობა.
მოლიერი: ლამაზ ქალს ქება ახარებს, ულამაზოს კი – აბედნიერებს.