კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორი რეაქცია ჰქონდა ორსულ თამო ვაშალომიძის შიშველ ფოტოებზე საქმროს და რატომ წელავს ის დაქორწინებას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

თამო ვაშალომიძე სულ მალე პატარა გოგონას დედა გახდება. ის შვილის დაბადებას სულმოუთქმელად ელოდება. თამო უკვე გადავიდა ახალ ბინაში, სადაც თავის გოგონასა და საქმროსთან ერთად აპირებს ცხოვრებას.
თამო ვაშალომიძე:
2017 წელი ძალიან კარგი იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2018 მასზე უკეთესი იქნება. ყოველთვის კრიტიკული ვარ, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისედაც,  ზოგადად, ამიტომ, შეიძლებოდა, უკეთესი წელიც ყოფილიყო. იყო რაღაც, თუნდაც ოჯახში, რასაც უფრო დაფიქრებულად გავაკეთებდი. ეს საქმროს არ ეხება, მაგრამ იყო რაღაც წვრილმანები, რაც ყველა ოჯახშია. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც კარგი წელი იყო.
– საქმროსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, რაიმე გაურკვევლობა არ ყოფილა?
– არა. მადლობა ყველას და ყველაფერს, რომ მე და ჩემს საქმროს იდეალურად გვაქვს საქმე. ვცდილობ, ეს იდეალური ურთიერთობა ორივემ შევინარჩუნოთ. ბოლო პერიოდში ჩვენი თემა უფრო განხილვადი გახდა – არავინ იცოდა და უცებ გამოვჩნდი ამხელა მუცლით, ბეჭდით. ხალხი შოკში იყო, ვერ გადახარშეს, თან, ორივე ამბავი ერთად. მაგრამ არა უშავს, გადახარშავენ.
– საკუთარ თავს ამჩნევ ცვლილებებს?
– უკვე ბავშვზე ვარ გადართული. ბევრს ვკითხულობ ბავშვის  აღზრდაზე. არ მინდა, ვთქვა, რომ ნამეტანი გარეკილი მაქვს, მაგრამ კარგი დედა მინდა ვიყო, კარგად აღვზარდო შვილი. არ მინდა, ჩემი შვილი ცნობილების შვილებს ჰგავდეს, მათგან 90 პროცენტი ამპარტავანია და ზემოდან უყურებენ სხვებს. მინდა, სწორად აღვზარდო. 20 დღეში უკვე მეყოლება და ყველაფერი მაინტერესებს. თან, ორსულობამ ჩემი სამოდელო კარიერა საერთოდ არ შეაფერხა. ბევრი შემოთავაზება მაქვს და ყველა ელოდება, როდის გავაჩენ, რომ მერე გადაღებები დაიწყოს.
–  ძიძა შეარჩიე უკვე?
– ჩემს სადედამთილოს და მულს უნდოდათ, თავიდან, როცა ბავშვი დაიბადებოდა, მომხმარებოდნენ. იმდენად ვარ შეჩვეული მარტო ცხოვრებას, რომ გამიჭირდება ბევრ ხალხთან ერთად ყოფნა. ახლა გადავედით ახალ სახლში, ვნახე ძალიან კარგი ძიძა. იტალიაში ცხოვრობს და 25 იანვარს ჩამოდის – იმაზე მეტ ანაზღაურებას შევპირდით, ვიდრე იქ აქვს. ქართველი ემიგრანტია, პედიატრი. მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, 47 წლის ქალბატონი და ჩვენთან ერთად იცხოვრებს. თავიდან, ალბათ, მაინც ვეცდები, ჩემთან იყოს, რადგან ვფიქრობ: დედა როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, სითბო არ უნდა მოაკლოს შვილს. მხოლოდ ძვირად ღირებული საჩუქრები, სამოსი, არ ნიშნავს კარგ აღზრდას.
– ახლა, ალბათ, მოლოდინის რეჟიმში ხარ.
– მეგობრებს ვეუბნებოდი: ბავშვს რომ გავაჩენ, მინდა, სულ ჩემთან იყოს და ბავშვების ოთახში არ წაიყვანონ-მეთქი. ვფიქრობ, მამას დაემსგავსება თვალებით. ექოსკოპია რომ გადავუღეთ, თვალის ჭრილით მამას ჰგავდა. დარწმუნებული ვარ, თეთრი, ფუმფულა ბავშვი იქნება. თან, ისეთი მშვიდი, წყნარია, მთელი ორსულობა არ შევუწუხებივარ. სიამაყით ვამბობ ხოლმე: ჩემი შვილი დინჯია-მეთქი.
– მამამისიც ასეთია?
– ჩემი საქმრო ძალიან დიპლომატია, მშვიდი, არასდროს აღელდება. მშურს ხოლმე მისი, რადგან მე ძალიან ემოციური ვარ. როცა რაღაცას ვხსნი, ვსაუბრობ,
ამას ემოციურ ფონზე ვაკეთებ.
– გოგონას ელოდები. ალბათ, სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა.
– რაც მე ანალიზებზე დავრბოდი, ძალიან მშიშარა ვარ. გერმანიაშიც კი გავაგზავნე გენეტიკური ანალიზი. მეშინოდა და მინდოდა, მშვიდად ვყოფილიყავი. ჩემთვის მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი. სქესს ნამდვილად არ ჰქონია მნიშვნელობა. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ბიჭი თუ არ იქნება, აბორტი უნდა გავიკეთოო, რომ ამბობენ. იმდენად წინააღმდეგი ვარ აბორტის, 4 გოგოც რომ მყოლოდა მუცელში, მაინც არ გავიკეთებდი.
– როგორი რეაქცია ჰქონდა შენს საქმროს?
– მას წინა ქორწინებიდან გოგოც ჰყავს და ბიჭიც. შესაბამისად, მისთვისაც მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს. აეროპორტში რომ დავხვდი, ვარდისფერი ფაჩუჩები ვაჩვენე და მაშინვე მიხვდა. დიდი ხანი არავის ვუმხელდი ბავშვის სქესს და ყველა მეუბნებოდა: ბიჭი გეყოლება, ბიჭიო. გულში ვფიქრობდი: ნეტავ, შემეძლოს გითხრათ, რომ გოგოს ველოდები-მეთქი. ფოტოსესია მინდოდა, გამეკეთებინა და მანამდე ვმალავდი. ცუდი მითები არსებობს: თუ გოგოზე ხარ ორსულად, სილამაზეს წაგართმევს, გასუქდები, გვერდები გაგეზრდებაო და საშინელი რაღაცები. მოკლედ, ძალიან შემაშინეს. რომ არაფერი იცი, ყველას რაღაცას ეკითხები – დამაპანიკეს. ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და მითებიც დავამსხვრიე. ცოტა კი მოვიმატე, სულ ცხრა კილო-ნახევარი. მთავარია, რომ ვვარჯიშობ, ტონუსში მაქვს სხეული. არ გამჩენია სტრიები. ვცდილობ, კანი არ მომიდუნდეს და არ გამიფუჭდეს.
– ორსულობის პერიოდში შიშველი პოზირებდი, ფოტოები გადაიღე. ამაზე რა რეაქცია ჰქონდა საქმროს?
– უბრალოდ, მითხრა: იქნებ ცოტა მოკრძალებულად ყოფილიყავი, მაინც საქართველოა. ვიცი, უცხოურ მოდას ჰბაძავ, იქით იწევ, მაგრამ მაინცო. ვუთხარი: გპირდები, ესთეტიკურად ლამაზი იქნება, მეც დამრჩება და საზოგადოებასაც მოეწონება-მეთქი. სხვათა შორის, საზოგადოების მხრიდან ცუდი რეაქცია არ ყოფილა. მგონი, შეეგუვნენ იმას, რომ ასეთ დროსაც არსებობს ზღვარი. თან, მოდელი ვარ და მიხდიან. თუ ჩემი სურვილია, ვაკეთებ ფოტოსესიებს. ასე რომ, შევაგუე.
–  საქმროს შვილებთან გაქვს ურთიერთობა?
–  უფროსი არ არის საქართველოში, ამერიკაში სწავლობს. ორივეს ვიცნობ და ჩვეულებრივი, ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე სულ ვკონტაქტობთ. და ეს, რა თქმა უნდა, მამის დამსახურებაა და ოჯახის წევრების, ვინც ირგვლივ ჰყავს.
– სადედამთილოსთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს?
– კი, დისტანციური. ვფიქრობ, ყველა ურთიერთობაში აუცილებელია დისტანცია. სულ უნდათ, რომ ჩემ გვერდით იყვნენ და ძალიან მიხარია. ცოტა შეიძლება, ვაწყენინე, რომ ვუთხარი ძიძასთან ერთად უნდა ვიყო-მეთქი, მაგრამ ვიცი, სწორად გამიგებენ. ასე, ჩემთვის უფრო კომფორტულია.
– დაქორწინებას აპირებთ?
– გეგმაში გვაქვს დაქორწინება, მაგრამ როდის – არ ვიცი. მე თვითონ ვწელავ, რადგან საქმრო-საცოლის სტატუსი უფრო მომწონს, ვიდრე დაქორწინებულის. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ცრურწმენები კი არის, მაგრამ თითქოს მეშინია: ოფიციალური სტატუსის დროს, რაღაც ფუჭდება ხოლმე. ალბათ, უფრო ერთ წელიწადში დავქორწინდებდით. თან, მე არ მინდა ამერიკაში გადასვლა, განსაკუთრებით, სანამ ბავშვი ერთი წლის მაინც არ იქნება.
– ახალი წლისთვის არ გაგიკეთა სიურპრიზი?
– კი. ჯერ არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ ვიტყვი. სულ მინდოდა, გამეკეთებინა სასტუმრო ტურისტებისთვის. ჰოდა, მიწა მიყიდა, სადაც ზაფხულში დავიწყებ სასტუმროს აშენებას. თბილისშია, ცენტრალურ ადგილას. უკვე არის შენობა, რომელიც ფუნქციონირებს. უბრალოდ, ივნისში გადმოგვეცემა. დავანგრევთ და ავაშენებთ დაახლოებით 20-ნომრიან კარგ სასტუმროს. ეს სულ მინდოდა და ფულსაც ვაგროვებდი, რომ მეყიდა. ერთ დღესაც ფურცელი მომცა, ხელი მოაწერეო. გადავხედე და რაც ეწერა, მერე მივხვდი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი – დამაფასა, ჩემი სურვილი აასრულა.
скачать dle 11.3