კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ აატირა ალა პუგაჩოვა და ფილიპ კირკოროვი ქართველმა ბრენდონ სტოუნმა და რატომ ლანძღავდა მთელი რუსეთი ლეონიდ აგუტინს მის გამო

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 პროდიუსერი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ბესიკ შპეტიშვილი, იგივე ბრენდონ სტოუნი, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბევრს, მისი სახელისა და გვარის გაგებისას, უჩნდება კითხვა: რანაირი ქათველია ბრენდონ სტოუნიო. მაგრამ, სხვა ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით, მას არც ქართულად ლაპარაკი ეშლება, არც წერა დავიწყებია და ყველგან, ყოველი კონცერტის წინ, სიამაყით აცხადებს, რომ ქართველია. წელს, ბრენდონი რუსეთის „ახალი ხმის“ კონკურსზე გამოჩნდა და ბევრის გაკვირვება გამოიწვია. რატომ გადაწყვიტა კონკურსანტობა და რის გამო ატირდნენ რუსები მისი  სცენაზე გამოჩენისას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბრენდონ სტოუნი:
თბილისში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ეს ქალაქი ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საცხოვრებლად და სამუშაოდ, თბილისის გარდა, სხვაგან სადმე გავძლებდი.
– ბევრი შენი სახელისა და გვარის გაგონებაზე ამბობს, სადაური ქართველია ბრენდონ სტოუნიო...
– კი, ეს ჩემთვისაც უთქვამთ. იმის გამო, რომ გრძელი სახელი და გვარი მქონდა – ბესიკ შპეტიშვილი და უცხოეთში მისი წარმოთქმა უჭირდათ, ბენდონ სტოუნი გავხდი. მაგრამ, სადაც გამოვდივარ, პირველი იმას ვამბობ, მე ქართველი ვარ-მეთქი. არასდროს დამიმალავს ჩემი წარმოშობა და ვგიჟდები საქართველოზე. ძალიან მინდა თბილისში კონცერტის გამართვა და იმედია, ამას მალე მოვახერხებ.  ზოგადად, ფორტუნა ყოველთვის მიღიმის, იღბლიანი კაცი ვარ. რასაც ჩავიფიქრებ, გამომდის.
– ინდონეზიის „გრემის“ მფლობელი ხარ, „ახალი ტალღის“ კონკურსის ორგანიზატორთა ჯგუფის წევრი, რუსეთში კონცერტებს მართავ, გერმანიაში კარგი კარიერა გაქვს და რატომ გადაწყვიტე, „ახალი ხმის“ კონკურსანტი გამხდარიყავი? რუსულ შოუ-ბიზნესში, ისედაც ხომ პოპულარული და ცნობადი ხარ?
– დიახ, ასეა, ინდონეზიაში ყოველ წელს ტარდება „გრემის” გადაცემის ცერემონიალი. ეს არის ამერიკული „გრემის“ დაჯილდოების ანალოგი. მეც, როგორც პროდიუსერი, საუკეთესოდ მაღიარეს და „გრემი“ ავიღე. „ახალ ტალაზეც“ ბევრი ჩემი სიმღერა ჟღერს და აქტიურად ვარ ჩართული  მის ორგანიზებაში. გერმანიაშიც მცნობენ და რუსეთშიც პოპულარული ვარ, მაგრამ რუსეთის „ახალ ხმაზე“ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, როგორც კონკურსანტი. ეს ჩემი პატარა ქალიშვილის, ლუიზას დამსახურებაა და მას ვერ ვუთხარი უარი (იცინის). სულ უყურებს „ახალ ხმას“ და ძალიან მოსწონს. მითხრა: მამა, რატომ არ გამოდიხარ შენო. ვუპასუხე: იქ მამას რა უნდა-მეთქი? გაეცინა – იცი, რა კარგი იქნება შენთვის, მეც გიყურებო. დავფიქრდი და ვთქვი, რატომაც არა? რუსეთის პირველი არხი, რომელსაც ყველა უყურებს, იქ აჩვენებენ. პოპულარული კი ვარ რუსეთში, მაგრამ როგორც მელაძე და კირკოროვი, ისე არა. ჰოდა, წავალ და ვაჩვენებ, რისი გაკეთება შემიძლია-მეთქი. გავაგზავნე ანკეტა და დამიბარეს ქასთინგზე. მივედი, გავიარე და პირველ დღეს, 150 კაციდან მხოლოდ მე ამარჩიეს.
– ჟიურის წევრები გიცნობდნენ?
– კი, ყველა მიცნობდა, მაგრამ ამის გამო პრივილეგია არ მქონია, უბრალოდ, გაუკვირდათ (იცინის). ვთხოვე, იქნებ პირველი მამღეროთ-მეთქი და ამაშიც არ გამიწიეს დახმარება. რიგში მომიწია დგომა და ბოლო გამოვედი. აი, როცა სცენაზე დავდექი, იქ ოთხი ჟიურის წევრი იჯდა ზურგით და სიმღერა რომ დავიწყე, ხმაზე ვერ მიცნეს. თუმცა, შემომიბრუნდნენ და მერე გაოცდნენ. ლეონიდ აგუტინს, რომელიც ჩემი მენტორი გახდა, მანამდე კარგად ვიცნობდი და აზრად არ მომსვლია, დარეკვა და იმის თქმა, კონკურსზე გამოვდივარ-მეთქი. რომ შემომიბრუნდა, თვალები შუბლზე აუვიდა. მითხრა, ხმაზე ვერ გიცანი და რომ შემოვბრუნდი, დაგინახე, გამიკვირდაო. დიმა ბილანიც შემომიბრუნდა, მაგრამ მე აგუტინი ავირჩიე. იმ დღესაც, ბოლო გამოვედი. უკვე შევსებული ჰყავდათ მენტორებს გუნდები და გამიმართლა.
– პირველ კონკურსზე, „დედის თვალები“ იმღერე და მთელი დარბაზი აატირე.  შემდეგ, „თბილისო“ – ფოლკლორული ინტერპრეტაციით და მთელი დარბაზი აამღერე. რეპერტუარი ვინ შეგირჩია?
– სხვათა შორის, სიმონ ოსიაშივილის დაწერილი სიმღერა „მამინი გლაზა“, რომელსაც თამრიკო გვერდწითელი ასრულებს, მე და აგუტინმა ერთად ავარჩიეთ. პირველ დღეს, ესპანური სიმღერა ვიმღერე და საკმაოდ დიდი რეიტინგი მქონდა. არ მინდოდა, დამეგდო ის და ზუსტად გავთვალე, რომელი სიმღერა იქნებოდა მომგებიანი. გადავაკეთე ჩემი ინტერპრეტაციით და სცენიდან ვხედავდი, მთელი დარბაზი და ჟიურის წევრები როგორ ტიროდნენ. „ინსტაგრამი” „ამიფეთქეს,“ ისეთი ამბავი ხდებოდა (იცინის). რაც ყველაზე მთავარია, დედაჩემი სპეციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან და ისიც დარბაზში იჯდა. სწორედ, მისთვის, მის თვალებს ვუმღერე და გამომივიდა. ხალხის 70-მა პროცენტმა მომცა ხმა და გადავედი ნახევარფინალში.
– ნახევარფინალში „თბილისო“ ზუსტი ქართული აქცენტით იმღერე. ასე, არცერთ ქართველ ემიგრანტ მომღერალს არ უმღერია. როგორ შეძელი ეს?
დიდხანს ვფიქრობდი, ახლა რა ვიმღერო, რეიტინგი რომ შევინარჩუნო-მეთქი და აგუტინმაც მკითხა, ახლა რა გავაკეთოთო. ვუთხარი, მოდი, ინგლისურ სიმღერას ვიმღერებ, ტირილი აღარ გვინდა, ახლა ხალხი გავაოცოთ-მეთქი და ქართულად იმღერე, გამონაკლისი დავუშვათ – პოპულარული ქართული სიმღერა ავარჩიოთო. მოკლედ, ან „არგო“ ან  „ჩიტო-გვრიტო“ ან „თბილისო“ უნდა მემღერა. მე „თბილისო“ ავარჩიე, წინ დავურთე „წინწყარო“ და ძალიან მაგარი გამოვიდა. მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც ნახევარფინალში ქართულად, მშობლიურ ენაზე სიმღერის უფლება მომცეს. თუმცა, რისკიც იყო – ბეწვის ხიდზე გავლა  მომიხდა.
– ბეწვის ხიდზე გავლა რატომ მოგიხდა?
– რუსეთში ქართულად სიმღერა, რაც უნდა პოპულარული იყოს, მაინც რისკია და მე, ამ რისკზე წავედი. ძალიან მოეწონათ. თუმცა, ბევრი მწერდა, შენ სადაური ქართველი ხარო... ფიქრობენ, დიდი ხანია, წავიდა და ბრენდონ სტოუნს ქართველობა დაავიწყდაო... გული მწყდება, მეტი რაღა გავაკეთო? გენეტიკას და წარმომავლობას ვერავინ წამართმევს და ვერც „თბილისოს“ სიმღერას დამიშლიან უცხოეთში. სახელი და გვარი იმიტომ გადავიკეთე, რომ ამერიკაში მინდოდა კარიერის გაგრძელება. არ გამოვიდა და სახელი და გვარი შემრჩა (იცინის). აგუტინმა ჩემი მეტოქე კონკურსანტი გადაიყვანა ფინალში. ამის გამო, ურეკავდნენ თურმე და ლანძღავდნენ. დამირეკა და მითხრა: ეს რა გამიკეთე, მთელი რუსეთი გადამკიდე, ხალხი ვეღარ მიტანსო (იცინის).
– როგორ ფიქრობ, ამ პროექტმა რა მოგცა? პოპულარული ისედაც იყავი, ხალხიც გცნობდა და არაერთი შოუს პროდიუსერობა გაქვს შეთავსებული...
– ცნობადი კი ვიყავი, მაგრამ ხალხის უფრო მეტი სიყვარული მომცა ამ პროექტმა. სანამ „ახალი ხმის“ ფინალი გაიმართებოდა და მე აღარ გამოვიდოდი, რამდენიმე კონცერტი ჩავატარე, მათ შორის, სანკტ-პეტერბურგშიც და დარბაზი გადატენილი იყო. ახლა, სხვანაირი ბრენდონი გაიცნეს (იცინის). სხვათა შორის, როცა სცენაზე ვდგავარ, დარბაზიდან მესმის – „თბილისო“ იმღერე, „თბილისო“!
– საქართველოში როდის ჩამოვა ბრენდონ სტოუნი სოლო კონცერტით?
– იმედია, მალე. ეს წელი კარგად დაიწყო. ჯერ აგუტინმა დამირეკა და დუეტის ჩაწერა მთხოვა. მერე ფილიპ კირკოროვის ზარი იყო და მითხრა: მე და ალა პუგაჩოვა გილოცავთ ახალ წელს. გიყურებდით, ვიტირეთ „მამინი გლაზაზე“ და ძალიან გვიყვარხარო.  ისე, ახლა დავფიქრდი, იქნებ აგუტინთან ქართული სიმღერა ჩამეწერა დუეტში, ცუდი არ გამოვა (იცინის). ახლა მინდა, ამ ზამთარს, ოჯახთან ერთად, კანარის კუნძულებზე, სითბოში დავისვენო. იმედია, მერე თბილისში ჩამოსვლასაც დავგეგმავ.
скачать dle 11.3