კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რატომ იყო დაინტერესებული გიორგი ბრწყინვალე, რომ ოქროს ურდო არ გაბატონებულიყო კავკასიაში და როგორ დაიკავა დარუბანდის გადმოსასვლელი გზები

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

ჩვენს ხელმწიფეს, გიორგი მეხუთეს პოლიტიკური მეგობრობა აკავშირებდა საილხანოს ყველაზე გავლენიან ვაზირთან, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველთან, ამირა ჩობანთან. სწორედ მისი დახმარებით დაიკავა ტფილისის ტახტი და პირველ ეტაპზე ავრცელებდა გავლენას საკუთარი სამეფოს მიწებზე, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით. სამაგიეროდ, გიორგი მეფე თავისი ჯარით მონაწილეობდა ჩობანის ლაშქრობებში.
1260-იანი წლებიდან, საქართველო და სამხრეთ კავკასია, საილხანოსა და ოქროს ურდოს შორის საომარ ლელოდ იქცა. ოქროს ურდოს ჯარები, დარუბანდის გავლით, გადმოდიოდნენ სამხრეთში და ცდილობდნენ შირვანის, საქართველოსა და ადარბადაგანის დაკავებას, რომელსაც თავის საკუთრებად მიიჩნევდნენ. მეფე გიორგის პაპის, დავით მეშვიდე ულუს დროიდან მოყოლებული, ჩვენს ჯარებს უწევდათ ოქროს ურდოს წინააღმდეგ ბრძოლა, საილხანოს ჯარებთან ერთად, ასევე, მორიგეობა სიმაგრეებში, სიბაზე. ეს ჩვენს ინტერესებშიც შედიოდა, რადგან, ოქროს ურდოს შეეძლო, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანი მიეყენებინა. 1265 წელს, მტკვართან გზა გადაკეტილი დახვდა სამხრეთ კავკასიაში შემოჭრილ, ოქროს ურდოს ყაენ ბერქას. დადგა ბერქა მტკვართან, აურაცხელი ჯარით, როგორც ამბობენ, 300 000 მეომრით. საილხანოს მბრძანებელი, აბაღა ყაენი შებრძოლებას მოერიდა, გააგზავნა ხალხი მტკვრის აღმა და ხიდები დაანგრევინა. თოთხმეტი დღე ჯარები პირისპირ იდგნენ მტკვრის გაღმა-გამოღმა და ისრებს უშენდნენ ერთმანეთს. მტკვარი ძალიან ადიდებული იყო და მდინარეზე გადმოსვლა ვერ შეძლო ბერქამ. ამიტომ, ბერქა ამოჰყვა მტკვარს ამოღმა და მოაოხრა შირვანი, ჰერეთი, კახეთი, ივრისპირი მცხეთამდე. ტფილისში უამრავი ქრისტიანი მოკლეს. დაინგრა არაერთი ქალაქი. შემდეგ ბერქას ჯარი დაიძრა გარეჯისკენ. მაგრამ, მოჰხედა ღმერთმა წყალობით ჩვენს ქვეყანას, ბერქა ყაენს რაღაც სენი შეჰყარა და მოკვდა გარეჯში.
1319 წელს, მტკვრის პირას გამართულ ბრძოლაში საილხანოს ჯარებმა, ქართველების დახმარებით, დაამარცხეს და ისევ ჩრდილოეთ კავკასიაში გადადევნეს ოქროს ურდოს მბრძანებლის, უზბეკ-ხანის ჯარი. შემდეგ წელს უზბეკ-ხანის ჯარებმა ისევ გადმოლახეს დარუბანდი და საქართველოსკენ დაიძრნენ, რათა ჩობან ნოინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე გაენადგურებინათ, მაგრამ, გიორგი ბრწყინვალე კარგად იყენებდა მონღოლებს მონღოლებისვე წინააღმდეგ. საილხანოს მონღოლებს ოქროს ურდოს მონღოლების შემოსევების მოგერიება უნდოდათ. საილხანოს არ აწყობდა შირვანისა და განსაკუთრებით საქართველოს დარბევა ოქროს ურდოს მიერ. მით უმეტეს, ამ ქვეყნების გადასვლა ოქროს ურდოს გავლენის ქვეშ. ქართულმა და საილხანოს ჯარებმა ისევ დაამარცხეს ოქროს ურდო და გადარეკეს ჩრდილოეთში. რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი შემოტევა განმეორდა სამხრეთ კავკასიაში, არანსა და შირვანში. მერე კი საილხანოსა და გიორგი მეფის ჯარებმა დაიცვეს კავკასია.
ჩობან ნოინს დიდი იმედები ჰქონდა ჩვენი ხელმწიფისა და ყველანაირად ეხმარებოდა მას, როგორც მოკავშირესა და თანამზრახველს. გიორგი მეფეც კარგად იყენებდა ჩობანის ძალაუფლებას, ოქროს ურდოს წინააღმდეგ და შიდა პრობლემების მოსაგვარებლად, საქართველოს გასაერთიანებლად. ჩობანი შორს იხედებოდა, მან იცოდა, რომ ყაენი, აბუ საიდი („მუსაითი“), რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო, სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ, შეეცდებოდა ძალაუფლების ხელში აღებას. ეს კი საფრთხეს შეუქმნიდა ჩობანის გავლენას და შესაძლოა, სიცოცხლესაც კი. ამიტომ, მან აბუ საიდ ყაენს ცოლად სთხოვა მისი და. აბუ საიდმა ვერ უთხრა უარი ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს. გარდა ამისა, პოზიციების გასამტკიცებლად, ჩობან ნოინმა თავისი ვაჟები და შვილიშვილი დანიშნა ჰულაგუიდთა საილხანოს სხვადასხვა ტერიტორიის გამგებლად: უფროსი ვაჟი – ჰასანი ხორასანსა და მაზანდარანში; მეორე ძე, თემურთაში (დემურთაში) – ანატოლიაში (რუმი, იკონია); მესამე ვაჟი, დემიშქ-ხოჯა მართავდა ადარბადაგანს, ერაყის მიწებს და თან ერთ-ერთი ვაზირის მოვალეობას ითავსებდა; მეოთხე ძე, შეიხ მაჰმუდი საქართველოს მოამაგრა, ჩვენს ქვეყანაში მდგომი ჯარის უფროსად დანიშნა; შვილიშვილი, თალიში, ჰასანის ვაჟი, ისპაჰანში, კერმანსა და ფარსში იყო დანიშნული მმართველად.; ამგვარად ცდილობდა ჩობანი საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებას და სამომავლოდ პოზიციების გაძლიერებას თავისი ოჯახისათვის. სწორედ ამიტომ დაუახლოვა თავისი ვაჟი, შეიხ მაჰმუდი, გიორგი ბრწყინვალეს და საქართველოს მიმართულება ჩააბარა.
ისე გაძლიერდნენ ჩობანიდები (ასე უწოდებდნენ ჩობანის შვილებს და შვილიშვილებს), რომ საერთოდ არ ეპუებოდნენ ყაენ აბუ საიდს. თემურთაშმა 1322 წელს, თავის სახელზე აღავლენინა ხუტბა და საკუთარი ფულიც მოჭრა ანატოლიაში. ხუტბის აღვლენა ნიშნავს, რომ მას აცხადებდნენ დამოუკიდებელ მბრძანებლად, სუზერენად, სულთნად. ამაზეც არ გაჩერდა და თავი მეჰდიდ გამოაცხადა. მეჰდი ისლამში ნიშნავს მესიას, მხსნელს. ისლამში ყოფილა წინასწარმეტყველება, იმამ მეჰდის მოსვლის შესახებ, რომელმაც უნდა იხსნას კაცობრიობა. მეჰდიდ ითვლებოდა პიროვნება, რომელიც ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრედ მოიაზრებოდა, მეჰდი უნდა მოსულიყო კაცობრიობის დაღუპვის წინ და გადაერჩინა ადამიანები, განეახლებინა რწმენა. ის შეატყობინებდა განკითხვის დღის მოახლოებას მორწმუნეებს, მაჰმადიანებს.
გარდა ამისა, თემურთაშს მოუწოდებია მამლუქებისთვის, ერთად გაელაშქრათ ირანის დასაპყრობად. ირანში იყო საილხანოს ცენტრი.
იმ დროს დასავლეთის მონღოლთა დიდი უმრავლესობა მაჰმადის რჯულს აღიარებდა, მათ შორის, საილხანოში. მაჰმადიანი იყო ილხანი აბუ საიდიც. თემურთაშის ქცევა იმდენად გაუგონარი თავხედობა გახლდათ, რომ თვითონ მამამისს, უძლიერეს ვაზირ ჩობანს მოუწია შვილის წინააღმდეგ გალაშქრება. შეიპყრო ის და მიიყვანა აბუ საიდის წინაშე. ილხან აბუ საიდს სხვა რა გზა ჰქონდა, სიცოცხლე შეუნარჩუნა მასზე გავლენიანი ჩობანის შვილს და უფლებები აღუდგინა კიდეც თემურთაშს.
მართლაც, აბუ საიდი, მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა, ცდილობდა, გამოსულიყო ჩობანის გავლენისაგან და თავად ემართა ქვეყანა. მას განსაკუთრებით ნერვებს უშლიდა დემიშქ-ხოჯა, ჩობანის ვაჟი, რომელიც თავრიზში იჯდა და მართავდა ადარბადაგანსა და ერაყს. მაშინდელი ადარბადაგანი სამხრეთით იყო დღევანდელი აზერბაიჯანისგან. ამბობენ, რომ დემიშქ-ხოჯა ძალადობდა მოსახლეობაზე, ხოლო ილხანს კი სახალხოდ დასცინოდა, თურმე. ერთხელ დემიშქ-ხოჯას უთხრეს, აბუ საიდს არაფერი აქვს, სადილად რომ მიირთვას და სუფრაზე დადოს, ანუ ღარიბიაო. ჩობანის ვაჟს გაუცინია და უხუმრია: „აბუ საიდს დღეში საჭმელად ორი ქათამიც ეყოფა“, ანუ სუსტია, მეტი არც ეკუთვნისო... ეს დიდი შეურაცხყოფა იყო ყაენისთვის. შემდეგში აბუ საიდს აცნობეს, დემიშქ-ხოჯა სახელმწიფო ჰარემში დაძვრება და მამაშენის ყოფილ მხევალს ჰყვარობსო. ამ ინფორმაციამ გააცოფა აბუ საიდი და დემიშქ-ხოჯა მოაკვლევინა. საილხანოში არეულობა დაიწყო.
სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი – შირვანი, დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო მხარე, დიდი საქართველოს გავლენის სფერო იყო. დავით აღმაშენებელმა ის პირდაპირ შემოუერთა ჩვენს  სამეფოს. მისმა მემკვიდრეებმა შირვანი ძველ მფლობელებს დაუთმეს ისევ, ყმადნაფცობის პირობით. ჩვენს სასაზღვრო პუნქტად ითვლებოდა დარუბანდის ზღვა და ქალაქი დარუბანდი. სტრატეგიულად აუცილებელი იყო და ჩვენი დიდი ხელმწიფე, გიორგი ბრწყინვალე, ვერ დატოვებდა დარუბანდის გადმოსასვლელს დაუცველად. ეს დიდი საფრთხე იქნებოდა ქვეყნისთვის. გიორგი მეფემ შეკრიბა ჯარი და გაილაშქრა ირანში. ვერავინ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. დაიმორჩილა შირვანი და მოხარკედ აქცია დარუბანდამდე, ლეკები და ქურდები (ხალხი იყო  ასეთი). ამგვარად, ეფექტური თავდაცვის სისტემა შექმნა, ვიდრე მონღოლებს ჰქონდათ, სიბაზე უფრო უკეთესი, პირდაპირ გადმოსასვლელი ჩაკეტა – კავკასიის ქედის ვიწრობები.
გამარჯვებული დაბრუნდა ტფილისში ჩვენი ხელმწიფე. ისევ დარუბანდის სასაზღვრო ზოლამდე გადაიჭიმა საქართველო.
скачать dle 11.3