კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 სახალისო ტესტი

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

 გთავაზობთ ძალიან სახალისო ტესტს. ბევრი არ იფიქროთ, მხოლოდ უნდა უპასუხოთ შეკითხვას: როგორ ნაძვის ხის ბურთს  ანიჭებთ  უპირატესობას და შეიტყობთ,  რა გელით ახალ,  2018 წელს – როგორი იქნება ის თქვენთვის.
1. თუ მოგწონთ შინდისფერი მბზინავი ბურთი, მშვიდი და უდარდელი წელი გელით. შეხვდებით საინტერესო ადამიანებს. წარმატებები გელით საზოგადოებაში, საქმიანობაში. საკმაოდ ბევრ წვეულებასა და საქმიან შეხვედრაზე აღმოჩნდებით. სამსახურის საქმეები მოწესრიგებული გექნებათ. წელს მოგზაურობის ყველა შანსი გაქვთ. ეს შეიძლება, იყოს იმ ადგილების მონახულება, სადაც ჯერ არ ყოფილხართ.
2. მწვანე ბურთი წითელი ბაფთით   –  სურვილების ასრულების წელი გელოდებათ. საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება.  პირადი ცხოვრებაც საინტერესო მომენტებით იქნება აღსავსე.
3. ხასხასა, წითელი, თვალის მომჭრელი ბურთი –  ამ ახალ წელს წარსულს უნდა დაემშვიდობოთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და პროექტები. გათავისუფლდით ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან და იმ ადამიანებსაც გამოემშვიდობოთ, რომლებთან ურთიერთობაც გძაბავთ. დროა, მიხედოთ ჯანმრთელობას, დაისვენეთ. შეიძლება, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. ახალ გარემოში ახალ მეგობრებს გაიჩენთ.
4. ცისფერი ბურთი ლურჯი ორნამენტებით – წლის დადგომისთანავე გაგიჩნდებათ განცდა, რომ ყველას თქვენი დახმარება, რჩევა სჭირდება. წელს ყველაზე გრანდიოზული და ორიგინალური იდეების განხორციელებას შეძლებთ, რაც სამომავლოდ წარმატებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
5. იისფერი ან ვარდისფერი ბურთი ვერცხლისფერი ორნამენტებით – არც წელს მოგიწევთ გულხელდაკრეფილს ჯდომა. – წარმატების შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოთ. კარგი წელია, პირადი ცხოვრების მოსაწყობად, ოჯახის შესაქმნელად. ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი საინტერესო გელით 2018 წელს. კარიერაშიც მიაღწევთ წარმატებებს.
6. ოქროსფერი, ძვირფასი, მდიდრულად მორთული ბურთი – მხიარული და ხალისიანი წელი გელით. პირად ცხოვრებასაც საუკეთესოდ მოიწყობთ და კარიერაშიც საინტერესო შემოთავაზებები გელით. თუ პრიორიტეტს ოჯახსა და პირადი ცხოვრების მოწყობას მიანიჭებთ,  კარიერა მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს.  წელს ცხოვრება ბევრ საინტერესო სიურპრიზს მოგიწყობთ.
7.  ჩვეულებრივი, თეთრი ბურთი – ფანტასტიკური შეგრძნებებით აღსავსე წელი გელით. არაფერს შეუშინდეთ და არაფერზე თქვათ უარი. უსიამოვნო სიურპრიზები ცხოვრების არცერთ სფეროში არ გელით. ამ წელს შეიძლება, დასვენების, ენერგიის მოკრების წელი ვუწოდოთ.
8. ჩვეულებრივი წითელი ბურთი – იშრომეთ და მოგეცემათ! თითოეული, სწორად გადადგმული ნაბიჯი, ბედნიერებას, წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
скачать dle 11.3