№3 სამდღიანი ბრინჯის დიეტა და მინუს 2 კილოგრამი
სადღესასწაულო დღეებში მომატებული ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, ბრინჯის დიეტა საკმაოდ ეფექტური და კარგია. ამით ორგანიზმს ერთგვარ წმენდასაც ჩაუტარებთ და სწრაფად გათავისუფლდებით აკრეფილი ზედმეტი წონისგან. რაც მთავარია, ამ დიეტის დაცვისას, უნდა სვათ დღეში მინიმუმ 2-3 ლიტრი წყალი.
პირველი დღე
საუზმე: 1 ცალი ვაშლი, 100 გრამი მოხარშული ბრინჯი ლიმონის გახეხილი ცედრით;
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრამი მოხარშული ბრინჯი მწვანილითა და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: 100 გრამი ბრინჯი, 1 ცალი მოხარშული სტაფილო.
მეორე დღე
საუზმე: 1 ცალი ფორთოხალი, 100 გრამი ბრინჯი 1 სადილის კოვზი არაჟნით;
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრამი მოხარშული ბრინჯი.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი ბოსტნეულით.
მესამე დღე
საუზმე: 1 ცალი გრეიპფრუტი, 100 გრამი მოხარშული ბრინჯი.
სადილი: 1 ცალი კიტრი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით შენელებული 100 გრამი მოხარშული ბრინჯი.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი და 150 გრამი ბროკოლი.