კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 მოპარული ბედნიერება

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹1-2(889)




ზარი განმეორდა. მირიანი ზანტად წამოდგა. სავარძელში წოლისგან დაბუჟებული სხეული ტეხდა. მთელ სხეულში პატარა ჭიანჭველები დაუდიოდნენ... თავი უხურდა და აუტანლად სტკიოდა. რაღაც მომენტში, იმედიც გაუჩნდა, იქნებ ნათია დაბრუნდაო და დაუფარავი უკმაყოფილებით მიაჩერდა ზღურბლზე აღმართულ მაკოს.
– შენ ხარ? რატომ მოხვედი?
– იქნებ, ჯერ სახლში შემოსვლა მაცადო და სკამი შემომთავაზო.
– მაკო, არ გინდა, ისედაც ძაფზე მკიდია ნერვები.
– ვიცი. ამიტომაც მოვედი. დაგამშვიდებ. ყოველ შემთხვევაში, ვეცდები მაინც, თუ შენ ამის ნებას მომცემ.
– მაკო, მგონი, აჯობებს, სახლში წახვიდე. მართლა არ მაქვს შენი თავი. საერთოდ არავის თავი არ მაქვს.
– მამა, მანდ ვინ არის? ვის ელაპარაკები? – პიჟამაზე ხალათშემოცმული თიკო აბაზანიდან გამოვიდა და დაუპატიჟებელ სტუმარს დამცინავი ღიმილით მიაჩერდა. მაკო უხერხულად აიბუზა და მირიანს ისე გადახედა, თითქოს შველას სთხოვდა.
– ოჰო, ქალბატონიც დროულად გამოცხადდა! რა იყო, გაიგე, ადგილი გათავისუფლდაო და მის დასაკავებლად მოცუნცულდი? იმედი უნდა გაგიცრუო. შენ აქ არავინ გელოდება. ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოდგამ. ყოველ შემთხვევაში, სანამ მე აქ ვცხოვრობ. სხვა შემთხვევაში, მამაჩემს არჩევნის გაკეთება მოუწევს ჩემსა და შენს შორის. ჰოდა, მეეჭვება, რეიტინგებში მაჯობო.
– თიკო, გეყოფა... – შვილის შეჩერება სცადა წარბშეკრულმა მირიანმა.
– ანუ, წავიდე? მე წავიდე და ეს დარჩეს?
– სისულელეს ნუ ლაპარაკობ. შენს ოთახში შედი ცოტა ხნით.
– კარგი. შევალ, მაგრამ ცოტა ხნით და როცა გამოვალ, ეს აქ აღარ დამხვდეს, – თქვა თიკომ ცხვირის აწევით და მაკოს მტრულად შეუბღვირა.
– ხედავ? ვერ მიტანს. – შესჩივლა მაკომ მირიანს, როგორც კი თიკომ ოთახის კარი მიიხურა.
– მაგის დროა ახლა? შენი და თიკოს კინკლაობისთვის მცალია? ნათიას ვერ ვპოულობ.
– შენს შვილს რომ ვძულვარ, არ გაწუხებს? ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გასართობი ვიყავი, მეტი არაფერი, – ტუჩი გაბუსხა ქალმა.
მირიანს გულს შემოეყარა.
– ახლა არ იტირო, თორემ გავგიჟდები. სახლში წადი, დამშვიდდი. საღამოს გამოგივლი, გპირდები.
– თავიდან მიშორებ? როგორი უსინდისო ხარ. თავიდანვე იცოდი, რომ ოჯახს არ მიატოვებდი. მატყუებდი, მასულელებდი... მირიანმა ამოიოხრა.
– კარგი, რადგან არ იშლი... მართალი ხარ, ოჯახის დანგრევა არ მინდა. არც არასდროს მდომებია. ახლა რაც გინდა, ის ქენი. შეგიძლია, ისტერიკა მომიწყო და უსინდისო მეძახო. იქნებ, ვარ კიდეც უსინდისო. მოკლედ, მაკო... შენთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ.
მაკომ შეჰყვირა, შეშლილივით წამოხტა და ორივე ხელი მკერდზე გამეტებით ჰკრა კაცს, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა.
– არ მომეკარო, გესმის, არ მომეკარო! არა უშავს, ასე ვერ მომიშორებ თავიდან, პასუხს აგებ, თანაც მწარედ აგებ პასუხს. თუ შენზე შემეკითხებიან, უკვე ვიცი, რაც უნდა ვთქვა...
***
მირიანმა სიგარეტს მოუკიდა და შუბლზე იტაცა ხელი. თიკომ ყავა მოუტანა და გვერდით მიუჯდა.
– ყოჩაღ, მაგარი იყავი. საერთოდ, რად გინდოდა ეგ უინტელექტო ქალი?
– ყველაფერი გაიგონე?
თიკომ თავი დაუქნია.
– მერე?
– მერე რა, გინდა, რომ დედაჩემს დავურეკო და მოვუყვე?! რომ ვიცოდე, სად არის, იქნებ ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ არ ვიცი. თან, ვფიქრობ, უფრო საჩვენებელი გამოსვლა იყო. რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ, ისევ არ გაიქცევი მასთან.
– სად უნდა გავიქცე, თიკო, ვერ ხედავ, რა დღეში ვარ?! ან რომელი გამქცევი მე ვარ. აი, დედაშენი კი გაიქცა. ძალიან გთხოვ, როგორმე დაუკავშირდი და უთხარი, რომ დაბრუნდეს. მე თუ არა, ოჯახს მაინც სცეს პატივი. ერთ კვირაში ახალი წელია, სამი მოსაწვევი უკვე მიდევს კაბინეტში. რა ვუთხრა იმ ხალხს, ჩემი ცოლი სად არის-მეთქი.
– ჰო... არ გაგიმართლა. ცუდი პერიოდი დაგემთხვა აშკარად, – გაეხუმრა თიკო, მაგრამ მირიანის სახეს რომ შეხედა, გადაწყვიტა, დაენდო, – კარგი, თუ ნათია დამირეკავს, ვეტყვი, რომ ინანიებ საკუთარ საქციელს და ვთხოვ, დაბრუნდეს.
– თიკო, შენ დაგიჯერებს, ძალიან გთხოვ... და მანქანას გიყიდი.
– ანუ, ჩემს მოსყიდვას ცდილობ? – გაიცინა თაკომ, – ეგ არ არის კარგი საქციელი, – თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
– არა, მაინც ვაპირებდი ყიდვას და ბარემ, იმ მოდელს გიყიდი, რომელიც გინდა.
– აჰა, ესე იგი, ნებისმიერი მოდელი შემიძლია, შევარჩიო? – თიკომ თვალები მოჭუტა, – მდა, მომენტით უნდა ვისარგებლო. ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
– შვილიც რომ შენგან მხოლოდ სარგებელს ელოდება და იმაზე ფიქრობს, რას გამოგრჩეს, – ხელები უკმაყოფილოდ აიქნია მირიანმა.
– შენ არ თქვი, მანქანას გიყიდი, ოღონდ დედაშენთან ურთიერთობის მოგვარებაში დამეხმარეო?
– მე გითხარი, ბარემ გიყიდი-მეთქი, იმიტომ რომ, საახალწლოდ უნდა მეჩუქებინა. ეს ერთი და იგივე არ არის. მაგრამ, იყოს ისე, როგორც შენ გინდა. არ შეგეკამათები. ამდენი ძალაც აღარ მაქვს. მოკლედ, მქონდეს შენი იმედი?
– ვერაფერს დაგპირდები, გარდა იმისა, რომ დაველაპარაკები ნათიას და შენ წინააღმდეგ არ განვაწყობ.
– ეს დახმარებაა? – აღშფოთდა მირიანი, – ჩემ მიმართ დადებითად უნდა განაწყო.
– იმის მერე, რაც შენ გააკეთე, ეს ადვილი არ იქნება, – მოუჭრა თიკომ.
მირიანმა ამოიოხრა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინაო. თუმცა, არ იცოდა, კონკრეტულად, როდის დაუშვა შეცდომა. ნათია არ იყო „ჩასაფრებული“ ცოლი. იშვიათად ინტერესდებოდა მისი დღის განრიგით. წასვლა-მოსვლის გრაფიკს არ  უდგენდა და არ უკონტროლებდა. ყოველთვის ზომიერი და მშვიდი იყო. თითქოს უემოციოც კი, რასაც მირიანი ზოგჯერ მოთმინებიდან გამოჰყავდა. კაცი საკუთარ თავს არ უტყდებოდა იმაში, რომ უნდოდა, ცოლს ერთხელ მაინც გადმოეფრქვია მძაფრი ემოციები – ეჩხუბა, ქალურად გაანჩხლებულიყო. ხმამაღლა ეს არასდროს უთქვამს, თუმცა, აშკარად აკლდა. თითქოს სიყვარულიც ვერ წარმოედგინა ასეთი „აფეთქებების“ გარეშე. ახლაც გაიგო, ქმარმა რომ უღალატა, მაგრამ კი არ იჩხუბა, ჩანთა ჩაალაგა და გაემგზავრა. რომელი ქალი მოიქცეოდა ასე? რომელი გაეცლებოდა ბრძოლის ველს უჩუმრად, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს. არავითარი ისტერიკა, ფეხების ბაკუნი და ულტიმატუმები. არც მუქარა, რომ იმ უსირცხვილო დედაკაცს თმით ითრევდა და საქვეყნოდ შეაჩვენებდა. უბრალოდ, წავიდა, სიტყვის უთქმელად, – მირიანმა შუბლი მოისრისა, – არა, მაინც, როგორ გაიქცა ასე. ნუთუ საერთოდ არ ვუყვარვარ, ოჯახიც მისთვის სულერთია და საკუთარი ქმარიც? ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, სიტუაცია სტანდარტულად რომ წარმართულიყო – ადამიანური ემოციებით და ფინალით, გრანდიოზული სკანდალით, მირიანის მონანიების ტექსტითა და ბოლოს შერიგებით...
შვილის ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა. თიკო დუმდა. ვერ გაბედა კიდევ ერთხელ დაკაკუნება. გოგოს, შეიძლება, არ ეძინა, მაგრამ მისთვის ხმის გაცემა არ სურდა. ისიც ვერ შეძლო, შვილი მაინც გაეხადა მოკავშირედ.
***
ჩანთაში ნელა ალაგებდა ნივთებს. კაცი მის წინ, სავარძელში იჯდა და დაძაბული თვალს არ აშორებდა.
– ნება მომეცი, აეროპორტში მაინც წაგიყვანო.
ნათიამ მდუმარედ გააქნია თავი, გრძნობდა, ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა, ემოცია გაიმარჯვებდა და შეიძლება, ატირებულიყო კიდეც. ზოგადად, რაღაც უჩვეულო ხდებოდა მის თავს. დიდი ხანია, რაც მსგავსი არაფერი განეცადა. მისი ცხოვრება უკვე ერთი პროგრამით მიედინებოდა, ზედმეტი სიურპრიზების გარეშე. დღეები ერთმანეთს ჰგავდა, სანამ ქმარმა არ უღალატა და მერე თავადაც არ უღალატა ქმარს. ახლა კი ჩანთას ალაგებდა და მზერას არიდებდა კაცს, რომელიც მონუსხულივით შესცქეროდა.
– კიდევ მინდა, გნახო. ძალიან გთხოვ, ხმა გამეცი...
– უნდა წავიდე.
– კიდევ გაქვს დრო. თვითმფრინავი მხოლოდ ოთხი საათის შემდეგ გაფრინდება. ჩაის დალევას მოვასწრებთ.
– უნდა წავიდე, – საკუთარი ხმა ვერ იცნო, თითქოს ვიღაც სხვა ლაპარაკობდა. გაუკვირდა, ასე მშვიდად როგორ ვარო. ჩანთა შეკრა და იატაკზე დადო.
– ახლა ნომერს ჩავაბარებ.
– ნომრის ღირებულებას გადავიხდი. ეს ჩემი ბოლო სურვილი იქნება, თუ გინდა, თხოვნა.
– არ შემიძლია.
– ზოგჯერ მაინც რომ ვიფიქრო შენზე?
– ამას ვერ დაგიშლი, ამის უფლება არ მაქვს.
– მოგძებნი...
– უნდა წავიდე...
თვითმფრინავმა ჩვეულებრივზე მეტ ხანს იფრინა... ან ქალს მოეჩვენა, რომ რეისი დაუსრულებლად გაგრძელდა. ბოლო პერიოდში, როცა უცხოეთში კომპანიის საქმეებზე იყო წასული და სახლში ბრუნდებოდა, აეროპორტში არავინ ხვდებოდა. საკუთარ თავზე ზრუნვას შეეჩვია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა. ახლა კი საშინელი სიმარტივის, მიუსაფრობის განცდა დაეუფლა. თითქოს, საერთოდ მარტო იყო უზარმაზარ სამყაროში, გულშემატკივრისა და იმ ერთადერთი ადამიანის გარეშე, რომლის იმედიც შეიძლებოდა, ჰქონოდა. სწორედ ამ მომენტში... ან იქნებ იმიტომ, რომ მთელი გზა მასზე ფიქრს ებრძოდა, მუდარანარევი ხმა ჩაესმა: „მოგძებნი“...„ზოგჯერ მაინც რომ ვიფიქრო შენზე?“ თავი ისე გააქნია, თითქოს გამოფხიზლება და რეალობის მთელი სიცხადით აღქმა უნდოდა. ხელჩანთიდან მანქანის გასაღები ამოიღო და ავტოსადგომისკენ გაემართა...
***
მირიანს არ ეძინა. კარი გაიღო და დაიხურა. შემოსასვლელში ვიღაცამ ჩანთა დადო და ფეხსაცმელებმაც ყრუდ დაიბრაგუნა. „ჩუსტებს იცვამს“, – გაიფიქრა კაცმა. ნათიამ თავი ასწია და ქმარს შეხედა.
– არაფერი მკითხო და არც მე გკითხავ, კარგი? დაღლილი ვარ, უნდა დავისვენო...
... ისხდნენ და ჩუმად სვამდნენ ვისკის. ბარში გემოვნებიანი მუსიკა ისმოდა, ზომიერად მაღალ ხმაზე. შემაწუხებლად კი არა, რომ გრძნობ და ხელს მაინც არ გიშლის.
– აბა, მომიყვები, რა ხდება შენს თავს? – პირველმა დაარღვია სიჩუმე იმან, ჭრელი თვალები და ქათქათა ღიმილი რომ ჰქონდა.
– რა გეჩქარება, ჯერ დავლიოთ. არა, ასეთ ვისკის თბილისში, სხვაგან ვერსად დალევ.
– მირიან, არ მჯერა, რომ ვისკის დასალევად გამომიძახე და სხვა პრობლემა არ გაქვს. მშვიდობაა?
– მგონი, კი. მშვიდობაა. ყოველ შემთხვევაში, ყველანი ჯანმრთელები ვართ და სამინისტროშიც ყველაფერი ნორმალურადაა. თუმცა...
– ჰო, მეც სწორედ ეგ „თუმცა“ მაინტერესებს. ისეთი სახე გაქვს, აი, მინისტრმა რომ კაბინეტში დაგიბაროს და უცებ შარვალი ჩაგძვრეს.
– რა გენაღვლება, შენ ხომ ექიმი ხარ...
კოტეს გაეცინა.
– ექიმებსაც აქვთ პრობლემები, უბრალოდ, სიკვდილს ისე ხშირად ვხვდებით, ლამის დავუმეგობრდეთ კიდეც და ყოფითი უსიამოვნებები აღარაფრად მიგვაჩნია.
– მოკლედ, ცოლს ვუღალატე.
– ოჰო?! – კოტემ მხრები აიჩეჩა, – უარესის მოლოდინი მქონდა.
– მაგალითად, – გაღიზიანდა მირიანი, – რას ელოდი, რომ გეტყოდი?
– რომ კიბო გაქვს ან ანევრიზმა, რა ვიცი... შენ კი, თურმე, ცოლს უღალატე. ეს ისეთი ბანალურია, სალაპარაკოდაც არ ღირს. ისევ ვისკი დავლიოთ და დავიშალოთ.
– კოტე, მომისმინე, შენ ხომ იცნობ ნათიას.
– რა თქმა უნდა, ვიცნობ, იმიტომაც გეუბნები, რომ საგანგაშო არაფერია. რადგან აქამდე თავი არ გაგიტეხა, ესე იგი, ან ჯერ არ იცის, ან უბრალოდ, მიუფურთხებია მაგისთვის.
– ვშიშობ, რომ ასეა.
– ანუ, არ იცის?
– არა. მიუფურთხებია ამ ყველაფრისთვის. გაოგნებული ვარ. ხმას არ იღებს.
– ანუ, დარწმუნებული ხარ, რომ იცის?
– აბსოლუტურად. ერთ დღეს ჩანთა ჩაალაგა და წავიდა. სამი დღის შემდეგ დაბრუნდა და ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.
– არც გეჩხუბა, არც იტირა, არც ის თქვა: ფუ, იმ მახინჯთან როგორ მიღალატეო...
– არა.
კოტემ დაუსტვინა.
– ცოლი შენ გყოლია, ძმაო... შემიძლია, მოგილოცო. ასეთ სიტუაციაში, როცა ცოლები პენისს აჭრიან მოღალატე ქმრებს, შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული.
– ანუ, ღადაობ. საერთოდ არ ვარ ხუმრობის გუნებაზე.
– ვინ გითხრა, რომ ვღადაობ? მირიან, კარგი რა, იღბლიანი კაცი ხარ და შეირგე.
– შენ არაფერი იცი. ასე მარტივად არ არის საქმე. ბიჭო, საერთოდ არაფერს ამბობს. გესმის? საერთოდ. სადღაც გაუჩინარდა, ჩამოვიდა და თევზივით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.
– ხმას არ გცემს? კარგი რა, როდემდე იქნება გაბუტული?
– საქმეც ეგაა, რომ გაბუტული არ არის. ჩვეულებრივად იქცევა. ცოტათი „ცივად“, მკაცრად, მაგრამ მიხვდები, თუ რამეზე ნაწყენია. გუშინ ვუთხარი, საახალწლო მიღებაზე დაგვპატიჟეს თურქეთის საელჩოში-მეთქი და იცი, რა გააკეთა?
კოტემ ჭიქაში ყინული ჩააგდო.
– თქვი, მაინც ვერ გამოვიცნობ. სად მაქვს ამდენი ფანტაზია.
– წავიდა და ახალი კოსტიუმი მიყიდა, ძალიან ძვირფასი.
– დარწმუნებული ხარ, რომ იცის ღალატის ამბავი?
– რას ჰქვია დარწმუნებული ვარ. სულელი ხომ არ გგონივარ? თან, ისეთი რამეა... მაგის დაქალია ის ქალი, ყოფილი დაქალი, ანუ...
– ყოფილი ახლა გახდა თუ მანამდეც იყო, სანამ შენ ლოგინში ჩაიწვენდი.
– კოტე, შენთან იმიტომ მინდოდა ლაპარაკი, რომ რამე რჩევას ველოდი. სასაცილოდ და საღლიცინოდ მაქვს საქმე?
კოტემ ხელები გაშალა.
– აბა, რა გითხრა, მე ქირურგი ვარ და ზოგჯერ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მიწევს. მაგრამ, ქალის ტვინში რა იხარშება, ამის პროგნოზი ძალიან გამიჭირდება. ფრთხილად იყავი.
– რისი თქმა გინდა?
– ფრთხილად იყავი-მეთქი, – მეტი არაფერი.
– ვერაფერს ვიზამ, რომ გავიგო, რას ფიქრობს ან აპირებს?
– შენ ცოლს შენზე უკეთესად ვინ იცნობს? მაგას თავად უნდა მიხვდე.
– ჰო, მართალი ხარ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თურმე საერთოდ არ მცნობია, – ჩაილაპარაკა მირიანმა და ვისკი სულმოუთქმელად გამოსცალა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3