კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ ჩაშალა მოსკოვთან ფაშისტების შეტევა ლავრენტი ბერიამ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას რომ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამამულო ომის მოგებაში, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. თუმცა, მრავალი დეტალი ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის და რაც დრო გადის, მით უფრო მეტი თვალსაჩინო მასალა გამოდის მზის შუქზე...
საყოველთაოდ ცნობილია ინფორმაცია, რომ მოსკოვთან ფაშისტური დივიზიები რუსულმა ყინვამ და საბჭოთა მეომრების თავგანწირულმა გმირობამ შეაჩერა. რა თქმა უნდა, ორივე ფაქტორი უმნიშვნელოვანესია და არავინ დავობს. თუმცა, მოსკოვზე შეტევის ჩაფლავების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ის, რომ ფაშისტურ დივიზიებს გადამწყვეტ მომენტში იარაღმა უმტყუნა. ეს კი  ერთადერთი ადამიანის, ლავრენტი ბერიას დამსახურება გახლდათ. როგორც ისტორიული ფაქტებითაა ცნობილი, 1941 წლის 2 დეკემბერს, ფაშისტური გერმანიის მიერ წამოწყებული შეტევა მოულოდნელად ჩაიშალა. ამის შემდეგ საბჭოთა დივიზიები შეტევაზე გადავიდნენ და არა მხოლოდ მტერი მოიგერიეს, არამედ 70 კილომეტრით უკან დაახევინეს. 11 ათასი ფაშისტი განადგურდა, 8 ათასი კი ტყვედ ჩავარდა. ამ ცნობილ ფაქტს საბჭოთა ისტორიოგრაფია „წითელი არმიის“ უმაგალითო გმირობას მიაწერდა და სიტყვას არავინ ძრავდა იმის შესახებ, რომ შეტევაზე გადასულ ფაშისტურ დივიზიებს შეიარაღებამ უმტყუნა. ანუ, გადამწყვეტ მომენტში დადუმდა მათი ქვემეხები, ხოლო ტყვიამფრქვევები და შაშხანები – ტყვიებს ვერ ისროდნენ. ყველაფერი ეს კი იმ წარმატებული სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციის შედეგი  გახლდათ, რომელიც საბჭოთა ჩეკისტებმა ორი თვით ადრე ჩაატარეს და მისი შემოქმედი ლავრენტი ბერია იყო. გენერალი პავლე ფიტინი იხსენებს:
„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფაშისტურ გერმანიასთან ოფიციალურად არ თანამშრომლობდა, ასეთი კავშირები არალეგალურად არსებობდა. ანუ, მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, იარაღის მწარმოებელი, კერძო ამერიკული ფირმები ოქროს საფასურად მაინც აწვდიდნენ ჰიტლერს იარაღსა და საბრძოლო მასალებს. ეს ტვირთი კი „წითელი ჯვრის“ გემებით სერავდა ოკეანეს და გერმანიაში ჩადიოდა. სწორედ ეს სქემა გახდა საფუძველი ოპერაციისა „სველი დენთი“, რომელიც ლავრენტი ბერიამ მოიფიქრა და წარმატებით განხორციელდა. 1941 წლის 1 ოქტომბერს ბერიამ თავისთან დამიძახა და მითხრა:
– როგორ მიდის „რეინბოუს“ საქმეები?
– განმარტებისთვის ვიტყვი, რომ „რეინბოუ“ იყო საშუამავლო ფირმა, რომელიც იარაღის შესყიდვითა და გასაღებით იყო დაკავებული. ეს ფირმა ჩვენ შევქმენით და მას „ენკავედე“ აკონტროლებდა. ფირმის მფლობელი იყო რონალდ ნოლი, სინამდვილეში კი, ევგენი კუპრინი, რომელიც შტატებში ოციანი წლებიდან ცხოვრობდა და წარმატებით მუშაობდა საბჭოთა დაზვერვაზე.
– „რეინბოუს“ ბიზნესი ყვავის, ლავრენტი პავლოვიჩ. კარგი ბაზარი აქვს გასაღებისთვის. შემოსავალიც – შესაბამისი და რაც მთავარია, კაპიტალისტებში დიდი ნდობით სარგებლობს, – მივუგე ბერიას.
– ნდობით რომ სარგებლობს, კარგია. სწორედ ეს ნდობა უნდა გამოვიყენოთ და ფაშისტებს უვარგისი იარაღი და ტყვია-წამალი შევაჩეჩოთ, რომ ჩვენს გმირ მეომრებს ბრძოლა გაუადვილდეთ მოსკოვთან. არმიის დაზვერვის ცნობით, ჰიტლერი დიდ შეტევას ამზადებს მოსკოვთან უახლოეს ორ თვეში. საამისოდ კი, დამატებითი შეიარაღება სჭირდებათ, რომელიც არ ჰყოფნით ამ მასშტაბური ოპერაციისთვის. ეს უახლესი ინფორმაცია ამ ერთი საათის წინ გენერალური შტაბიდან მივიღე და ამიტომ დაგიბარე, – მითხრა ბერიამ.
მე მსგავსი ინფორმაცია არ მქონდა. ამიტომ, ბერიას ვთხოვე, გავეცნობი-მეთქი და როცა გავეცანი, ვუთხარი:
– შთამბეჭდავი გეგმები აქვთ ფაშისტებს. მათ თუ იარაღის მარაგი შეავსეს, ძალიან გაგვიჭირდება.
– კი. მასეა. ამიტომ, ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ჰიტლერმა წუნიანი იარაღი მიიღოს, რომელიც გადამწყვეტ მომენტში უმტყუნებს. ჩვენ კი ბრძოლას შეგვიმსუბუქებს, – მითხრა ბერიამ, – ოპერაციას „სველი დენთი“ ერქმევა. სასწრაფოდ დაუკავშირდი კუპრინს და აამოქმედე.
„სველი დენთის“ ჩასატარებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, თუმცა ეფექტი ორმაგად ქმედითი იყო. ეშმაკური კომბინაციის წყალობით, ფაშისტების შეიარაღების მინისტრის – შპეერის ნდობით აღჭურვილი პირი დაუკავშირდა რონალდ ნოლს, იგივე ევგენი კუპრინს და ერთი ტონა ოქროს საფასურად, 500 ტონა ტყვია-წამლის, 50 ათასი შაშხანის, 5 ათასი ტყვიამფრქვევისა და 100 „გაუბიცის” მიწოდების ზეპირი შეთანხმება დაუდო. შეთანხმების მიხედვით, ეს იარაღი ნიუ-იორკის პორტიდან „წითელი ჯვრის“ ოთხ სატვირთო გემს, ჰუმანიტარული ტვირთის ეგიდით, ვითომ აფრიკაში უნდა ჩაეტანა. სინამდვილეში კი, ჰამბურგში უნდა მოხვედრილიყო. იქიდან კი, აღმოსავლეთ ფრონტზე გაიგზავნებოდა და დეკემბრის დასაწყისში მოსკოვზე შეტევისთვის გამოიყენებდნენ. ოქრო კი ნოლს შვეიცარიის საზღვარზე უნდა მიეღო.
საბჭოთა დაზვერვის მიერ შექმნილმა ფირმამ, წუნდებული შეიარაღება თითქმის მუქთად მიიღო, ვითომდა გადასადნობად, მეტალურგიული წარმოებისთვის. შემდეგ მთელი ეს ჯართი ჰამბურგში ჩავიდა, სანაცვლოდ კი ერთი ტონა ოქრო მივიღეთ, რომელიც ოთხი დღის მერე მშვიდობიანად ჩავიდა მოსკოვში და ცენტრალური ბანკის საცავში დაიდო ბინა. წუნდებული იარაღი მხოლოდ სამჯერადი გამოყენებისთვის იყო ვარგისი და როცა ფაშისტებმა შეამოწმეს, მის საიმედოობაში დარწმუნდნენ. თუმცა, მოსკოვს რომ შეუტიეს, შაშხანებმა, ტყვიამფრქვევებმა და „გაუბიცებმა” არ გაისროლა და ტყვია-წამალიც ისე დანესტიანდა 43-გრადუსიან ყინვაში, რომ მათი გატყორცნა მხოლოდ შურდულებით შეიძლებოდა“.
იმავე ფიტინისგანაა ცნობილი, რომ როცა სტალინს მოახსენეს „სველი დენთის“ შესახებ, საბჭოთა ბელადს გულიანად უხარხარია და ჩეკისტები შეუქია. სამაგიეროდ, გამწარებული იყო ჰიტლერი. ფაშისტი ფიურერი ცოფებს ყრიდა და ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდა. მართალია, გერმანელებმა ნადირობა გამოაცხადეს ნოლზე (კუპრინზე), მაგრამ ბერიას განკარგულებით, პოლკოვნიკი კუპრინი მოსკოვში ჩამოიყვანეს. დაისაჯა მხოლოდ შპეერის ნდობით აღჭურვილი პირი, პოლკოვნიკი ოტო  შნაიდერი. ის ჯერ აწამეს, შემდეგ კი – ჩამოახრჩვეს... ბერიას მიერ მოფიქრებული და ბრწყინვალედ განხორციელებული ოპერაციის თაობაზე წერს თავის მემუარებში ვალტერ შელენბერგი და ბერიას „ეშმაკ მელას“ უწოდებს, რომელმაც მოსკოვთან შეტევა ჩაშალა.
скачать dle 11.3