კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 გულყვითელას საოცარი თვისებები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


გულყვითელას პრეპარატები დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს გულის მუშაობას, აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული ეფექტი. გულყვითელას პრეპარატებს (ნაყენსა და მალამოს) მედიცინაში იყენებენ ჭრილობების, დამწვრობების, ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულებისა და ნაპრალების სამკურნალოდ, ასევე, პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანგინისა და სტომატიტის დროს. გულყვითელას პრეპარატები კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებისას. მათ ფართოდ იყენებენ, აგრეთვე, გულის რიტმის დარღვევით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ, ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ, კლიმაქტერულ პერიოდში.
გულყვითელას იყენებენ გინგივიტის, პიორეის, ბავშვებში რძიანას, ანგინის დროს, გამოსავლებად (1 ჩაის კოვზი ნაყენი 1 ჭიქა წყალზე), ყოველ 1,5-2 საათში ერთხელ. ასეთ სავლებს იყენებენ პარადონტოზის სამკურნალოდ.
გულყვითელას ნაყენი: 1 სადილის კოვზ ყვავილების კალათებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ 40 წუთი. გაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე; C ვიტამინის ნაკლებობის დროს, ისტერიკის საწინააღმდეგოდ კი – (5 გრამი 100 მილილიტრ წყალზე – 3-ჯერ დღეში.
გულყვითელას ყვავილედის ახლად გაწურული წვენი საუკეთესოა გარეგანი გამოყენებისთვის ჭრილობებისა და წყლულების მოსაბანად, ასევე, ფუტკრებისა და ბზიკის ნაკბენის დროს.
გულყვითელას სამკურნალო თვისებებს უძველესი დროიდან იცნობენ. ის პირველად ბერძნებმა დააფასეს. გულყვითელას მეშვეობით ისინი ჭრილობებს, ფურუნკულებსა და სიმსივნეებსაც კი მკურნალობდნენ. ერთი იმდროინდელი მეცნიერი იმასაც კი წერდა, რომ თუ ორსული დაპრესილ გულყვითელას საშოში მოითავსებდა, მუცელი მოეშლებოდა.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს, წნევის დასარეგულირებლად, ნაყენი დიდხანს უნდა სვათ. ორ სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 100 მილილიტრი 40-გრადუსიანი სპირტი. მიიღეთ 20-40 წვეთი დღეში სამჯერ. უმჯობესდება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, იმატებს შრომის ნაყოფიერება, წესრიგდება ძილი, ქრება თავის ტკივილი.
სხვადასხვა ეპოქის ექიმები გულყვითელას შეშუპების, კანის დაავადებების, შაკიკის, ინტოქსიკაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იყენებდნენ.
გულყვითელას კიდევ ერთი ნაყენი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული გულყვითელა, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ. ნაყენი სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებების დროს. რეკომენდებულია ამ ნაყენის ყელსა და პირის ღრუში გამოვლება ანგინისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიებისას.
გულყვითელას სპირტიანი ნაყენი: აიღეთ 10 გრამი გულყვითელას ყვავილი, დაასხით 100 მილილიტრი 70-პროცენტიანი სპირტი და გააჩერეთ რამდენიმე საათი. ეს ნაყენი გარეგანი მოხმარებისთვის გამოიყენება. მოხმარების წინ აუცილებელია განაზავოთ – ერთი ჩაის კოვზი ნაყენი 200 მილილიტრ მდუღარე წყალში. ასეთი ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობისა და ნახეთქების მკურნალობა.
გულყვითელას მალამო: აიღეთ 50 გრამი გულყვითელას ყვავილი, დააქუცმაცეთ, შეურიეთ 200 გრამ გამდნარ ღორის ქონში. მიღებული ნარევი ჩადგით წყლის აბაზანაში და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შეაგრილეთ და მაცივარში შედგით. ეს მალამო კარგია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს კანში სისხლის ცირკულაციას, ანიჭებს მას ელასტიკურობას, იცავს ქიმიური და მექანიკური გაღიზიანებისგან. უხდება დამწვრობას, ნახეთქებს, აშუშებს გადატყავებულ, ამძვრალ კანს.

როგორ დავწიოთ
არტერიული წნევა

ფითრი, ძირითადად, მსხლის ტოტებზე გვხვდება, იშვიათად – ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭსა და სხვა მერქნიან მცენარეებზეც.
სამკურნალოდ გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლიანი ყლორტები. ის შეიცავენ ალკალოიდის მსგავს ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, სპირტს, ქოლინს,
ამინომჟავებსა და სხვა. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ; როგორც სისხლის აღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე, ეპილეფსიის სამკურნალოდ.
ფითრის შემადგენლობაში მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, ძლიერი სამკურნალო თვისებებით. აზოტის შემცველი ნაერთები – გამა-ამინოცხიმოვანი მჟავა, აცეტილქოლინი, ქოლინი; ტერპენოიდები – ალფა-ამირინები, ბეტა-ამირინები, ბეტულინის მჟავა, ურსულინის მჟავა; ტრიტერპენული საპონინები – ემუთეროზიდი; ალკალოიდები – ტირამინი, ლუპანინი; ფლავონოიდები – იზორამნეტინი, კვერცეტინი, რამნეტინი; ჰისტამინები, ორგანული მჟავები – ყავის, ქლოროგენული, მანიტი; ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები. ალკალოიდი ვისკოტოქსინი აქტიურია სიმსივნური უჯრედების მიმართ, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. ტრიტერპენულ საპონინებს ჰემოლიტური ქმედებები ახასიათებს, ზრდის ჰემოგლობინს. ქოლინი, B4 ვიტამინი კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხოლო აცეტილქოლინი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ფითრი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს.
დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და შესაძლებელია, მისი გამოყენება ჰიპერტონული დაავადების საწყის სტადიაზე. ასეთივე შედეგი აღინიშნება კლიმაქტერული ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობის დროსაც.
ნაყენის მოსამზადებლად 15 გრამი ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში.
6-8 ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20–30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10–15 წუთი, შემდეგ დოლბანდში გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
თეთრი ფითრის ნაყენი გამოიყენება ასთმის, ნევრალგიის, შარდის შეუკავებლობის, კრუნჩხვების, ვარიკოზის დროს. ზოგიერთ ქვეყანაში მცენარის ცოცხალი წვენითაც კი მკურნალობენ: მას წარმატებით იყენებენ ჰელმინტოზის (ნაწლავური ჭიების), უნაყოფობის, მიოზიტების, სწორი ნაწლავის გამოვარდნის, რადიკულიტის სამკურნალოდ. ფითრის წყლიანი ნაყენი ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ებრძვის თავის ტკივილს. ნაყენის გამოყენებით ეპილეფსიის შეტევის თავიდან აცილებაცაა შესაძლებელი.
ორსულებმა, ასთენიკებმა, დაბალწნევიანებმა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისა და ინდივიდუალური აუტანლობის მქონეებმა ფითრისგან თავი უნდა შეიკავონ. ფითრის შემადგენლობაში არის შხამიანი ნივთიერებები. ამიტომ, ამ მცენარის გამოყენებისას აუცილებელია დოზის დაცვა. მოწამვლის ნიშნებია პირღებინება, გულისრევის შეგრძნება, დიარეა.


ხურმა – უნიკალური ხილი

ხურმის ნაყოფი მაღალი კვებითი ღირებულებისაა. შეიცავს გლუკოზას და საქაროზას. ასევე C ვიტამინს, პროვიტამინებსა და ლიმონმჟავას. მდიდარია რკინით, კალციუმით, სპილენძით, მანგანუმითა და კალიუმით.
ხურმა საუკეთესო საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღისთვის. ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საკმარისია, ყოველდღიურად 100 გრამი ეს ხილი. ხურმა ბევრ კალიუმს შეიცავს. ვინც შარდმდენ პრეპარატებს სვამს, რომლებსაც ორგანიზმიდან კალიუმიც გამოაქვს, პერიოდულად ამ ნივთიერების შემცველი პრეპარატის მიღებაც უწევს.
ხურმა ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად. ასევე, აძლიერებს ის ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. ხურმის მოყვარულები, უმეტესად, ხანგრძლივად ცოცხლობენ.
გარდა ამისა, შარდმდენი თვისება ხურმასაც აქვს, რის გამოც მას კარდიოლოგიაში სამკურნალო საშუალებადაც კი მიიჩნევენ.
სასარგებლოა ენდოკრინული სისტემისთვის, რადგან ხურმის ნაყოფი მდიდარია იოდით. ამიტომ, ის რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პრევენციისთვის.
ხურმის შემცველობაში პროვიტამინები კარგად მოქმედებს ორგანიზმზე, სადაც ავთვისებიანი წარმონაქმნებია, ასევე, ლეიკემიის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ვინც დიდი რაოდენობით მიირთმევს ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის. პროვიტამინები ეხმარება ორგანიზმს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში სისხლჩაქცევებისას. ხურმა, ასევე, სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.
გაციებისა და ხველების დროს ყელში გამოივლეთ 3,5 სადილის კოვზ თბილ წყალში გაზავებული ერთი მწიფე ხურმის წვენი.
ხურმას მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ათეროსკლეროზთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში ვაშლი უკან ჩამოიტოვა. ხურმა მნიშვნელოვნად მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. თუმცა, სპილენძი და თუთია ვაშლში უფრო ბევრია, ხურმა პირველობას არ უთმობს ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმისა და რკინის შემცველობით.
ნახშირწყლების მხრივ, ის არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს, ხოლო ცილების შემცველობით, კვერცხსაც არ უდებს ტოლს.
ხშირად ხურმას დიეტური კვების დროსაც უნიშნავენ. მისი ჟელესმაგვარი რბილობი უამრავ პექტინს შეიცავს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ბალასტური ნივთიერებების გამოდევნას. თუმცა, მგრძნობიარე ყელის შემთხვევაში, ნაყოფის მწკლარტე რბილობმა შეიძლება, ლარინგოსპაზმი გამოიწვიოს.
სასარგელოა ნერვული სისტემისთვის, რადგან ხურმას აქვს მატონიზებელი თვისებები და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ორგანიზმზე, აუმჯობესებს ძილს, კარგ ეფექტს ახდენს ნერვულ სისტემაზე და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს სტრესისა და ინფექციების მიმართ.
სასარგებლოა ხურმა შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროსაც, რადგან ნაყოფში შემავალი მაგნიუმი მნიშვნელოვნად აქვეითებს ქვების წარმოქმნას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნატრიუმის მარილების გამოდევნას. ეს კი თირკმელებს განტვირთვაში ეხმარება.
გადაჭარბებით მიღებამ, შესაძლოა, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტის ჭამას.
скачать dle 11.3