კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რა ძალა „ჰკიდია“ ჩვენს ფეხებს და რატომ არ უნდა დაიწყოთ ფეხსაცმლის გახდა მარჯვენა ფეხიდან

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 ახალმა წელმა კი ჩაიარა – ძველითაც და ახლითაც, მაგრამ ოჯახში პირველი სტუმრის, ანუ მეკვლის, ფეხზე მთელი წელი ვართ მერე დამოკიდებული... და ვაი, მისი ტყავის ბრალი, თუ რამე ისე არ გამოვიდა. ყველაფერი მეკვლის ფეხს ბრალდება... ამბობენ, რომ 19 იანვარს მეკვლეობაა –  და მაინც, რა შეუძლია ასეთი ამ ფეხს? აი, სწორედ ამ საიდუმლოს რომ ჩავწვდეთ, არ იქნებოდა ურიგო, თვალი გადაგვევლო ჩვენამდე მოღწეული უძველესი გადმოცემების, მინიშნებებისა თუ ცრურწმენებისთვის ჩვენი ფეხების შესახებ. თუმცა, ფეხის ფეხზე დაბიჯება რომ ცუდის ნიშანია და თუ გინდა, ეს არ ახდეს, სამაგიეროდ, შენც უნდა დაადგა ფეხი დამბიჯებელს, პატარაობოდან გვაქვს შესისხლხორცებული. მაგრამ, თურმე ამ შემთხვევასაც კი აქვს სხვაგვარი ახსნა, თავი რომ დავანებოთ, დანარჩენ მინიშნებებს. ამიტომ, დღეს ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგის, ბატონი გივის დახმარებით, გავარკვევთ, თუ რა და როგორ არის დამოკიდებული ამ ჩვენს ფეხებზე.
– მაინც რა ახსნა შეიძლება, მივუსადაგოთ ხალხური გადმოცემებიდან მეკვლის ფეხს?
– შევეცდები, მარტივი მაგალითით ავხსნა. როგორც წვიმის, თოვლისა თუ რაიმე სიბინძურის კვალი შეიძლება, შეიტანო სახლში სწორედ ფეხის საშუალებით, ასევე ხდება იმ ადგილიდან ენერგიის გადასვლა ადამიანზე, სადაც დაგროვილია ის უარყოფითი ან დადებითი სახით. იქ არსებული ენერგიის ნაწილი თქვენზეც გადმოდის და ყველაზე მეტი იცით, სად ხვდება? რა თქმა უნდა, ფეხებში. მათზე მოდის პირველი დარტყმა. ასე რომ, მეკვლესაც სწორედ ფეხით შემოაქვს თქვენთან პოზიტივი თუ ნეგატივი. მეტსაც გეტყვით, მეკვლეობას რომ თავი დავანებოთ, წარმოიდგენდით, რომ დარდიმანდურად, ფეხიფეხზე გადადებული ადამიანს, რომელიც ნება-ნება აქეთ-იქით აქნევს ფეხს, უბედურების მოტანა შეუძლია? არადა, სწორედ ასეა. ვთქვათ, თქვენ ხართ იგივე პოზაში, არ შეიძლება, დედის თუ არა, ბებიისგან მაინც არ გქონდეთ გაგებული, რომ ამ დროს ფეხზე მოკალათებულ ეშმაკს არწევთ. დავიწყოთ იმით, რომ ფეხის ქნევა საერთოდ არ არის მიღებული და მით უმეტეს, თუ სტუმრები გყავთ. მათგან ვინმე აუცილებლად მოგცემთ შენიშვნას ამის თაობაზე და არ გაგიკვირდეთ, თუ ის აღზრდითაც და სტატუსითაც, სულ არ ჰგავს ცრუმორწმუნეს. ამიტომ, გაფრთხილდით, სტუმარი წავა, ეშმაკი კი სახლში დარჩება და მასთან ერთად – პრობლემებიც. თვით ისეთ ოჯახშიც კი, სადაც სრული ჰარმონია და კეთილდღეობა სუფევს, ადამიანს, რომელიც ასე, ფეხგადაჯვარედინებული ზის და უდარდელად იქნევს ფეხს აქეთ-იქით, შეუძლია, უმალ მოუღოს ბოლო მთელ ამ იდილიას. ეს კი იმ უწმინდური ძალის საშუალებით ხდება, რომელიც რწევა-რწევით თვითონვე მიიზიდა. რატომ არ იქნევს ფეხს ის საკუთარ სახლში? იმიტომ რომ, უბედურება და სიღარიბე არ შეიტანოს ამით ოჯახში. არც იმას გირჩევთ, თუ ამ მინიშნების შესახებ იცით და შეგნებულად, განზრახ იქცევით ასე თქვენთვის უსიამოვნო პიროვნების ოჯახში; რადგან, თუ ვისი ჯინიც გჭირთ, იმასაც რაღაც სმენია ამ მინიშნების თაობაზე, იცოდეთ, ვერაფერს დაუშავებთ. უფრო მეტიც, შეიძლება, ამ ეშმაკიანად თავად წახვიდეთ სახლში. მაშინ კი უსიამოვნებები თქვენვე დაგეწყებათ.
– ბავშვობაში რომ ერთმანეთს ფეხს ვაბიჯებდით, ეს რას ნიშნავს...
– შემთხვევით დააბიჯეთ სხვას ფეხი? ერთმანეთში ჩხუბი მოგივათ და იცით, რატომ? ამით თქვენ მას ბედნიერი მგზავრობის საშუალება მოუსპეთ და თუ საპასუხოდ, ისიც მსუბუქად არ დაგაბიჯებთ, ის დღე საერთოდ ჩაუვარდება. თუ ადამიანს ასეთი წვრილმანის გამო ჩაეშლება მნიშვნელოვანი საქმე, რა თქმა უნდა, გაბრაზდება მასზე, ვინც იმ დღის იღბალი დაუკარგა. აი, ესეც ჩხუბის საბაბი. თუმცა, შემთხვევით ფეხის დაბიჯებას სხვა ახსნაც აქვს. თქვენ და ის, ვისაც ფეხი დააბიჯეთ, მალე ნათლიები გახდებით და ამისთვის განსაკუთრებულად არაფრის ჩადენა არ არის საჭირო. ეს ხომ გაცილებით უკეთესია?! თუმცა, მაინც თქვენზეა დამოკიდებული, რომელს უფრო დაუჯერებთ და გაითვალისწინებთ.  
– ალბათ, იმასაც აქვს მნიშვნელობა შიშველ ფეხს დააბიჯებ რაიმეს თუ შემოსილს...
– შიშველი ფეხი არ უნდა დაადგათ ცოცხს, ფოცხს, ჯაგრისს ან იატაკის საწმენდი ჯოხის ტილოს, თორემ ფეხები გეტკინებათ. ყველა ჩამოთვლილი ნივთი სახლის მტვრის, ჭუჭყისა და ნაგვისგან გაწმენდას ემსახურება. ხალხური გადმოცემებით, როცა ქოხიდან ნაგავი გაჰქონდათ, მასთან ერთად ხვეტდნენ უწმინდურ ძალასაც. მაგრამ, ამ უწმინდურ ძალთა რაღაც ნაწილი რჩება საწმენდ საშუალებაზე და თუ ცოცხს არასწორად გამოიყენებთ, ეს არაწმინდა აურა კვლავ საცხოვრებლის მთელ სივრცეში გაიფანტება. ჰოდა, როცა ადამიანი შიშველ ფეხს ადგამს ასეთ საგანს, ეს არსებები მაშინვე თავიანთ შავ საქმეს იწყებენ. მათი ნეგატიური ენერგიისგან კი ადამიანს სტკივდება ფეხები. თუ ხშირად ხდება ასეთი რამ, შეიძლება, საერთოდ დაკარგოთ სიარულის უნარი. ფეხის დაზიანებას ეხება მეორე მინიშნებაც. არ ჩაიცვათ სხვისი ჩექმა, თორემ მის პატრონს ფეხი გაუხმება. ეს მინიშნება ერთდროულად სიმართლეცაა და ტყუილიც. სიამრთლეა ის, რომ მაგიაში ნამდვილად ასრულებენ სპეციალურ რიტუალს იმისთვის, რომ სხვისი ჩექმის ჩაცმით, მის პატონს ფეხი გაუხმეს. მაგრამ, ტყუილია ის, რომ ეს შეიძლება, ყველაზე გავრცელდეს. ადამიანს რამე რომ დაუშავო, ამ შემთხვევაში კი, ფეხი გაუხმო, ამისთვის  სპეციალური, მაგიური სიტყვები უნდა იცოდე, ისე ვერაფერს დააკლებ. ამიტომ, ამ მინიშნების მთავარი არსი ადამიანის საფრთხისაგან დაცვაა. წინასწარ ხომ ვერ გამოიცნობთ, ვინც ფეხსაცმელი გთხოვათ, ეს სიტყვები იცის თუ არა, ამიტომ, უმჯობესია, დაუჯეროთ ლეგენდას და დაიცვათ წესები.
– ბავშვობაში, სოფელში ბებიაჩემისგან გამიგია: მანდ ცარიელი ვედრო იდგა და მოერიდე, ფეხი გეტკინებაო...
მართალია, სწორად გახსოვთ. არ უნდა დააბიჯოთ იქ, სადაც ცარიელი ვედრო იდგა, თორემ ფეხები გეტკინებათ. ცარიელ ვედროსთან დაკავშირებით, ამას გარდა, ძალიან ბევრი გადმოცემაა და, როგრც წესი, ყველა ცუდი. თუმცა, ეს სხვა თემაა და სხვა დროს განვიხილოთ. რაც შეეხება აღნიშნულს, არც ესაა გამონაკლისი და ცარიელი ვედრო ამ შემთხვევაშიც, კარგს არაფერს მოგიტანთ. როცა სახლიდან ვედროთი ნაგავს გაიტანთ, უკან დაბრუნებისას მასში რაღაც, თუნდაც პატარა ქვა მაინც ჩააგდეთ. ასე, ის ცარიელი აღარ იქნება და საშიშიც აღარაა. მაგიის მიხედვით, ადგილი, სადაც ცარიელი ვედრო იდგა, ივსება უარყოფითი ენერგიით და იქიდან კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ნაწილი თქვენზე, უპირველესად, ფეხებზე გადმოდის.
– ფეხსაცმლის გახდასა და კბილებს შორის რაღა კავშირია?
– ვინც ფახსაცმლის გახდას მარცხენა ფეხიდან იწყებს, კბილები არასდროს ეტკინება. ფეხები, საერთოდ, პირდაპირ კავშირშია თავთან. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: თუ ფეხები დაგისველდა, თავიც უნდა დაისველო, რომ ავად არ გახდეო. ეტყობა, ხალხმა ნამდვილად იცის ამ მინიშნების შესახებ, თუმცა იმაზე კი დავობენ, მარჯვენა ფეხზეა ეს ნათქვამი, თუ მარცხენაზე. მე შემიძლია, მხოლოდ ერთი რამ ვთქვა. ბავშვობიდან მომყვება ჩვევა, ფეხზე გახდას მარჯვენათი ვიწყებ და უნდა გამოგიტყდეთ, რომ კბილები არაფრად მივარგა. დაბოლოს, ხომ ნახეთ, რამდენი რამ ყოფილა ჩვენს ფეხებზე დამოკიდებული. ასე რომ, გაითვალისწინეთ და ყველაფერს ფეხებზე ნუ დაიკიდებთ.
скачать dle 11.3