კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რატომ არ უნდოდა ვახტანგ ტაბლიაშვილს „ქეთო და კოტეს“ გადაღება

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ქართული თეატრი მას თავისიანად მიიჩნევდა, ოპერა ვერაფრით ელეოდა, კინემატოგრაფისტებმა ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმის ავტორად დაასახელეს… უხუცესი რეჟისორი კვლავაც შემოქმედებით გეგმებზე საუბრობდა, ისევ ფიქრობდა განუხორციელებელი სცენარის – „ბარათაშვილის” გადაღებაზე. ეს სცენარი თავის დროზე გიორგი ლეონიძესთან ერთად დაწერა… (წყარო: რადიო „თავისუფლება”)  ქართული კინოს ვეტერანს იმხანად არც ფიზიკური ძალა აკლდა და არც იდეები... ეს იქნებოდა სწორედ ის შემთხვევა, როცა ვეტერანი ხელოვანი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს საბჭოთა ეპოქაში მიაღწია, თანამედროვე ქართულ თეატრსა და კინოში აღადგენდა არა სოციალისტური რეალიზმის ფასეულობებს, არა ცრუპათეტიკას, გაჯერებულს ვითომც პატრიოტული თემებით, არამედ დახვეწილობასა და ფილიგრანულობას – იმას, რაც ძალიან აკლია თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, აკლდა სხვა დროსაც, თუმცა არასდროს აკლდა ვახტანგ ტაბლიაშვილს – უაღრესად განათლებულ ადამიანს, ხელოვანს. ის თავიდანვე, 1939 წლიდან, როგორც კი მარჯანიშვილის თეატრში „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” დადგა, გამოირჩეოდა ენციკლოპედიური ცოდნით, ისტორიის ყველაზე უმნიშვნელო დეტალების მიმართ ყურადღებით, პედანტურობითაც, რომლის გამოც ჩვენმა კრიტიკოსებმა მას „ქართველი ვისკონტი” შეარქვეს. მით უმეტეს, რომ გენიალური იტალიელის მსგავსად, ვახტანგ ტაბლიაშვილი ერთნაირი წარმატებით მუშაობდა დრამატულ თეატრში, კინოსა და ოპერაში. და ისევე, როგორც გენიალურ იტალიელთან, ვახტანგ ტაბლიაშვილის თითქმის ყველა ნამუშევარში, სპექტაკლი იქნებოდა, ეს თუ ფილმი, საოპერო ხელოვნების გამომსახველობით საშუალებათა გავლენა ყოველთვის შეინიშნებოდა… სწორედ ტაბლიაშვილის ხელმძღვანელობის დროს… ტაბლიაშვილის ინიციატივით დაიდგა თეატრში ქართული ოპერები – გარდა ფალიაშვილის „დაისისა” და „აბესალომ და ეთერის” განახლებული დადგმებისა, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი”, შალვა მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა”. სწორედ ოპერაში მუშაობას იხსენებდა ის განსაკუთრებული ნოსტალგიით… „ცენტრალურ კომიტეტში უთქვამთ: „არა, დადგამს „დაისს” და დარჩება თეატრში“. ასეც მოხდა. დავდგი „დაისი”, კიდევ ბევრი, მაგრამ მინდა, გამოვყო „ტრუბადური”. კარგი სპექტაკლი გამოვიდა. თავის ქება კიტრადაო, არა? თავი არსად მიგრძნია სტუმრად – სადაც მივდიოდი, ვიყავი პირველი.” პირველი კი ვახტანგ ტაბლიაშვილი იქ იყო, სადაც ხელოვანს
ეპოქის დეტალების ცოდნა, სახვითი და მუსიკალური კულტურა, გემოვნება მოეთხოვებოდა. ეს უკანასკნელი, „გემოვნება,” მას იშვიათად ღალატობდა… და თუ 60-იან წლებში, როცა ტაბლიაშვილმა „დიდოსტატის მარჯვენის” ეკრანიზაციას მიმართა, ასეთი სტილი უკვე აღარ იყო მოდაში (ამიტომაც გამოვიდა ფილმი ცოტა თეატრალური), იმხანად, როცა ტაბლიაშვილმა მარჯანიშვილის თეატრში „მეფე ერეკლე”, „გიორგი სააკაძე”, „მაია წყნეთელი” დადგა, მოგვიანებით - „ანტონიუსი და კლეოპატრა”, „რომეო და ჯულიეტა”, ზომიერება და გემოვნება ხელოვანის გამომწვევ ჟესტადაც კი აღიქმებოდა. პათეტიკური მონუმენტალიზმის, ცრუკლასიციზმის ეპოქაში, ტაბლიაშვილი დგამდა სპექტაკლებს, კონკრეტულობით, სიცხადითა და სისადავით გამორჩეული მიზანსცენებით; ტრაგედიებს, რომელიც არავის თრგუნავდა, არავისში ბადებდა აგრესიას… ტაბლიაშვილს, უპირველესად, უყვარდა ისტორია და მაქსიმალურად ცდილობდა, არ ეთქვა ტყუილი იმ ეპოქაში, როცა უმრავლესობა ტყუოდა. და მაინც, ვინც არ უნდა „მიითვისოს” დღეს ქართული კულტურის კლასიკოსი, ჩვენი ხელოვნების ისტორიაში ვახტანგ ტაბლიაშვილი დარჩება როგორც ხალხის საყვარელი ფილმის, „ქეთო და კოტეს,” თანაავტორი, ფილმისა, რომელიც მან, შალვა გედევანიშვილთან ერთად, 1948 წელს გადაიღო...  ფილმის გადაღება დაევალა რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს, სცენარი დაწერა სიკო ფაშალიშვილმა, დამდგმელი რეჟისორი გახლდათ შალვა გედევანიშვილი, ოპერატორი - ალექსანდრე დიღმელოვი… დაიწყო ფილმ „ქეთო და კოტეს” გადაღება ალექსანდრე ცაგარელის „ხანუმასა” და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს” მიხედვით… ეს ამბავი კი ასე ყოფილა: მაშინდელ კინოსტუდიის დირექტორს, ვლადიმერ მაჭავარიანს დაუბარებია ვახტანგ ტაბლიაშვილი და უთქვამს: „ქეთო და კოტეს” ოპერის ეკრანიზაციას ითხოვენო. რეჟისორი სასოწარკვეთილი დარჩენილა, რადგან ფილმ „ბარათაშვილზე” მუშაობდა და წინამოსამზადებელი სამუშაოებიც დამთავრებული ჰქონია. „ბარათაშვილზე” უარის თქმა, ჩემთვის სრული კატასტროფა იყო. კინოსტუდიის დირექტორს ვუთხარი, „ქეთო და კოტე” ჩემი საქმე არ არის, არსებობს სპექტაკლი ოპერაში, მე რაღა საჭირო ვარ-მეთქი. წამოსვლას ვაპირებდი, რომ შემაჩერა და სია მაჩვენა, რომელიც საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ იყო დამტკიცებული, ხელს თავად იოსებ სტალინი აწერდა. ჩემი პროტესტის მიუხედავად, ამ ფილმის გადაღება გარდაუვალი იყო… მოხდა სასწაული და დავინახე ფილმი „ქეთო და კოტე”. წამში გაჩნდა მოქმედების დრო. ეს ფილმი მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი ყველა
ატრიბუტით უნდა ყოფილიყო შევსებული. შეიძლება ითქვას, მთელი ფილმი ამ ერთი წამის ნაყოფია” – იხსენებდა წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში ვახტანგ ტაბლიაშვილი. სცენარის დაწერა რეჟისორს სიკო ფაშალიშვილისთვის მიუნდია. როგორც თავად იხსენებდა, მე-19 საუკუნის ძველი თბილისი გრიშაშვილზე უკეთ არავინ იცოდა. მაგრამ არ მივმართე, რადგან „მეჯღანუაშვილის” გასცენირებაზე უარი ჰქონდა ნათქვამი და არ უნდოდა, მეორედაც უარით წამოსულიყო. სცენარი საგურამოში დაიწერა - „მისმა ძველი თბილისის ცოდნამ და უზადო გემოვნებამ შექმნა ის შესანიშნავი სცენარი, რომლითაც დაიბადა „ქეთო და კოტე” – იტყვის წლების შემდეგ ტაბლიაშვილი…  სწორედ ამ ნამუშევარში შეძლო რეჟისორმა ერთმანეთისთვის მაქსიმალურად დაეახლოებინა კინო, თეატრი და ოპერა. თანაც, როდის? ეგრეთ წოდებული, „მცირეფილმიანობის ეპოქაში”, როცა სტალინმა კიდევ უფრო გაამკაცრა ცენზურა კინოზე, როცა საბჭოთა კავშირში, ერთი ფილმიც კი არ გამოსულა ეკრანებზე, რომელშიც „აგენტი” არ გამოჩენილიყო, როცა, მართლა მუსიკალურ ფილმებს იღებდნენ... ტაბლიაშვილს, შეიძლება ითქვას,  გაუმართლა კიდეც, ფილმის  გადაღება დაემთხვა იმ ეპოქას, როცა ხელისუფლებამ რეჟისორებისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ხალხის გართობა მოითხოვა და დაემთხვა, აგრეთვე, იმ ძალიან ხანმოკლე დროს, როცა „მოკავშირე”, ანუ შეერთებული შტატები, აღარ წარმოადგენდა „მტრის ხატს”... სწორედ ამ დროს გამოვიდა ჩვენს ეკრანებზე, ეგრეთ წოდებული, „ნადავლი ფილმები”, ჰოლივუდის
მუსიკალური კომედიები. აუცილებელი გახდა შექმნილიყო რაღაც ამის მსგავსი... და შეიქმნა კიდეც – „ქეთო და კოტე, ” ქართული კინოს, თეატრის, ოპერის, ფაქტობრივად, ყველა ვარსკვლავის მონაწილეობით. უბრალოდ, ჰოლივუდის პავილიონები აქ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის, ყოფილი მეფის ნაცვლის სასახლის დარბაზებით შეიცვალა, ჯაზი – ვიქტორ დოლიძისა და არჩილ კერესელიძის მუსიკით.
„მსურს, ახალგაზრდა მსახიობთა სიანცე გავიხსენო. აი, მათი ოინბაზობის ერთი ნიმუში: სარეჟისორო სცენარის მიხედვით, მაკარის სახლის დიდი დარბაზიდან სტუმრებთან ერთად გაქცეულ ალექსანდრე ჟორჟოლიანს კოტეს მეგობრები დამბაჩებს ესვრიან. იაშა ტრიპოლსკიმ და ჟორა ქორიძემ მთხოვეს, ნება მოგვეცი, ჟორჟოლიანს დამბაჩები მართლა ვესროლოთო. მე გავუწყერი, ხომ არ შეიშალეთ-მეთქი. არაფერი მოხდება, დამბაჩებს ქაღალდით გავტენით, დუნდულები ცოტა აეწვება და ბევრს ვიცინებთო. მე ნება დავრთე. მალე ეს განზრახვა, გარდა ჟორჟოლიანისა, ყველამ იცოდა. კადრს ვიღებდით საერთო პლანით. გავიარეთ რეპეტიცია, ჩავრთეთ კამერა და გაქცეულ ჟორჟოლიანს ბიჭებმა მართლა ადინეს ბოლი. ჟორჟოლიანს გადაღება არ გაუფუჭებია. მირბის გასასვლელისაკენ და შეძრწუნებული ყვირის: „მართლა მესროლეს, მართლა მომხვდა!” კადრის შიგნით და გარეთ მყოფთა სიცილმა ჟორჟოლიანი აღაშფოთა. გადაღების დასრულების შემდეგ მობრუნდა და იყვირა: „რას იცინით, უკან ვარ დაჭრილი!” შემდეგი კადრის მომზადებამდე დაზარალებული დაარწმუნეს, რომ უკან, ძალიან პატარა ადგილზე, კანი ოდნავ აქვს შეწითლებული. ჟორჟოლიანი არ იყო გულღრძო, ეს ონავრობა აპატია „გადარეულებს”.
скачать dle 11.3