კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რაციოVSემოცია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ვაი, გამოხატვისგან


რაკი გამოხატვის თავისუფლება ისე გავიგეთ, რომ, ვინც რასაც უნდა, იმას იტყვის, ანუ, რაც ცოდვილ პირს მოადგება (მაშინ, როდესაც გამოხატვის თავისუფლება სწორედ და მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება, ესე იგი, ვისიც გამიხარდება, მის პოლიტიკურ პლატფორმას მოვიწონებ, ცხადია, გარდა კრიმინალ-ტერორისტებისა), პოლიტიკოსებმაც დრო იხელთეს (ისევე, როგორც პოლიტიკოსობის მსურველებმა) და ისედაც ცეცხლივით აბრიალებულ სამოქალაქო ემოციებზე ნავთს ასხამენ. ამასობაში კი წკრუნს არავინ იღებს იმ დენთის კასრზე (აი, გეოპოლიტიკა რომ ჰქვია), რომელზეც ვსხედვართ,  და, თუ აფეთქდა, ერთიანად მოგვიყოლებს.
ამიტომაც გონების დამშვიდებისა და რაციოს შესაჯანჯღარებლად, ჩამოვწეროთ კითხვა-პასუხები:
– რატომ გადმოვიდა ახმედ ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე?
პასუხი: სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად და იმ მიზნით, რომ მოემზადებინა ნიადაგი სხვა ტერორისტების გადასაყვანად (ანუ ისევ გაჭრილიყო საქართველოზე ტერორისტების სატრანზიტო გზა).
– რას ნიშნავს რუსეთისთვის სახალიფოს რიგებში მებრძოლი თავიანთი მოქალაქე ტერორისტების დაბრუნება?
პასუხი: ახალ ტერორისტულ აქტებს.
– როგორ იქცევა რუსეთი ტერორისტების გადადგურებისას?
პასუხი: ანადგურებს მათ თავის საზღვარზე, სანამ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდებიან, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვას საბრძოლო მოქმედებები.
– რატომ გააქტიურდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, რომ საქართველოდან ემუქრებათ ტერორისტების შეჭრა?
პასუხი: ურჩევნია, ტერორისტების საქართველოს ტერიტორიაზე განადგურება და ამზადებენ რუსეთის საზოგადოებრივ აზრს, რომ საქართველოში შემოჭრა გარდაუვალია (თუ დასჭირდებათ).
– შეუძლია თუ არა რუსეთს, შემოიჭრას საქართველოს ტერიტორიაზე, ტერორისტების დევნის მოტივით?
პასუხი: შეუძლია.
– არის თუ არა დასავლეთი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის შემოჭრისგან?
პასუხი: არა.
– როგორ გადაკვეთა ჩატაევმა უპრობლემოდ თურქეთის ტერიტორია და გადმოლახა საზღვარი?
პასუხი: შესაძლოა, თურქეთმა თვალებიც დახუჭა, რადგან მისთვის ხელსაყრელია ჩრდილო კავკასიაში არეულობა (სუნიტური ფაქტორი) და რუსეთის უსაფრთხოების შერყევა (მიუხედავად დროებითი ზავისა, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი და თურქეთი იბრძვიან გავლენებისთვის კავკასიაში).
– რა პრევენციული ღონისძიებების გატარება შეუძლია საქართველოს, რომ თავი დაიცვას რუსეთის შემოჭრისგან?
პასუხი: თითქმის არანაირის, იმას გარდა, რომ ჩაატაროს ანტიტერორისტული აქტივობები, იმის დასტურად, რომ საქართველოდან რუსეთს ტერორისტების შეჭრის საფრთხე არ ემუქრება.
– ვის წისქვილზე ასხამს წყალს საქართველოს საზოგადოების ემოციურობა (ზოგჯერ ბუნებრივი და უმეტესად – ნათამაშები საკუთარი მიზნების მისაღწევად, თუნდაც, სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე) და საკითხის არა გონივრულად, არამედ ემოციურად, ეგრეთ წოდებულ ცხელთავიანად შეფასება?
პასუხი: მხოლოდ იმის, ვისთვისაც ხელსაყრელია საქართველოში არეულობა?
– ვისთვისაა ხელსაყრელი საქართველოში არეულობა?
ამ კითხვისთვის პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია. –
скачать dle 11.3