კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ტერორიზმის რომანტიზმი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „ხელი არსად წაატანო…“


ისე მოხდა, რომ პანკისის ხეობა ჩრდილივით გვაწევს – ან კი როგორ არ დაგვაწვება, როდესაც, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციაა გამეცადინებული, რომ იქ ვითარება თავად აკონტროლოს (მუდმივად ჩივის და ამტკიცებს, რომ ტერორისტები ჩრდილო კავკასიაში სწორედ პანკისიდან გადი-გადმოდიან), მეორე მხრივ, ვაჰაბიზმი გვიტევს (თან, კარგა ხანია და არა მხოლოდ ჩვენ – მთელ მსოფლიოს!), შუაში კი ამ ჩვენი ქვეყნის სოციალური პრობლემებია: დაუსაქმებლებს ჯიჰადისტები, რომლებსაც გადაბირების სანაქებო მეთოდები აქვთ (ევროკავშირის მოქალაქეებსაც კი წარმატებით უბინდავენ გონებას), იოლად იტყუებენ ტერორიზმის ხაფანგში.
ჰოდა, რაკი იტყუებენ, ქურდს კი ბნელი ღამის გარდა, არც არაფერი უნდა, ხოლო ისლამური სახალიფოს მებრძოლები უკვე მიმოიფანტნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზეც გადადის ერთ-ერთი გზა, რომლის გამოყენებასაც ისინი შეეცდებიან, ცხადია, აქაც იქნებიან თუ არა, შეეცდებიან მაინც, სატრანზიტო გზად ჩვენი ქვეყნის გამოყენებას. და ახმედ ჩატაევის განადგურების ფაქტიც ზემოთქმულს ადასტურებს.
ამასობაში კი, პანკისის ხეობაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა (ვუსამძიმრებთ ოჯახს!), რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ერთნი უპირობოდ უჭერენ მხარს ვერსიას, რომ დაღუპული უბრალოა და სპეცოპერაციის დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ და ცალსახად ადანაშაულებენ სახელმწიფოს; მეორენი – ცალსახად უჭერენ მხარს სახელმწიფოს და გამოძიების დასრულებას ელიან.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ემოციებით დასკვნების გამოტანა არა მხოლოდ სამხრეთის, ზოგადად, ქართული ეროვნული თვისებაა, საქმე ლამის იქამდეც კი მივიდეს, რომ ტერორიზმიც ქართული რომანტიზმის საბურველში გაეხვიოს.
იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ემოციებია წინა პლანზე, ცხადია, არავინ მსჯელობს, თუ როგორია სპეცრაზმელის მოქმედების წესი სპეცოპერაციისას (თორემ ვინ ჭკუათმყოფელი იდავებს, რომ მოქალაქის სიკვდილი გამართლებულია?!). აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ, მოქალაქის ლოგიკით: სპეცრაზმელი უნდა მოკვდეს, რომ ტერორისტისგან დაიცვას; პოლიციელი უნდა მოკვდეს, რომ დამნაშავისგან დაიცვას; ჯარისკაცი უნდა მოკვდეს, რომ მტრისგან დაიცვას, ოღონდ ისე, რომ („სიყვარული ყველას უნდა“ ფილმის გმირის პათოსით): ხელი არსად წაატანოოს?! –
გვერდები მოამზადა
ნინო ხაჩიძემскачать dle 11.3