კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 მტრობა – სტრატეგიულად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

რათა ქართული?!


რადგან ნათქვამია, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო, ქვების სროლის იმდენი მსურველი დაგვიგროვდა, ჩემი ვარაუდით, ერთმანეთს მოარტყამენ (ისემც უქნიათ, თავებიც დაუხეთქავთ).
გასულ კვირას ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანის მედიაში დიდი ორომტრიალი დაიწყო, თქვენ წარმოიდგინეთ, თემაზე: როგორ ბედავს საქართველო თავისი დასახლებების თურქული სახელწოდებების ქართულად შეცვლას (ისტორიულ კვალს შლიანო და მერე რა, რომ როდის მერეა ჩვენი მეგობარ-მეზობლებისთვის ქართული მიწა ისტორიულად თურქული?!).
თურმე, საქართველოს მთავრობა ბოლო 70 წელია, მიზანმიმართულად ცვლის თურქულ ტოპონიმებს აღმოსავლეთ საქართველოში და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, არანორმალურია! ხოლო, რაკი არანორმალურიაო (მათი, არც თუ საღი ლოგიკით), საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის სრულ დაუცველობაზე მეტყველებსო; მეტიც, საქართველოს ავტოქტონური აზერბაიჯანული მოსახლეობის დაუცველობაზე (აი, ის კი აღარ ვიცი, როდიდანაა ქართველების გარდა, საქართველოში რომელიმე ერი ავტოქტონური). მეორეც – არამეგობრულ ჟესტად რაცხავენ, იმას გარდა, რომ გაუგებარია, რატომ მტრობს ბაქოსო (ანუ საქართველოში დასახლებებისთვის ისტორიული, ქართული სახელწოდებების დაბრუნება ყოფილა მტრობა). შესაბამისად, მოითხოვენ, რომ ოფიციალურმა ბაქომ თბილისს ჯეროვანი ადგილი მიუჩინოს (ვითომ გაზი გამოგვირთოს?!).
მე არ შევუდგები იმის გარჩევას, თუ რა პოლიტიკური მოტივი აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანის ამგვარ ქმედებას (მართალია, ოფიციალური ბაქო დუმს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი თანხმობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა), თუმცა აშკარაა, მომენტით სარგებლობას ყველა ცდილობს (მტერმოყვრიანად), რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თვით მოყვრის ბრმა სიყვარულიც კი მავნებელია. –
скачать dle 11.3